სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



7 ნიშანი იმისა, რომ ახალი პერსონალური ტრენერი გჭირდებათ

პერსონალურ ფიტნეს-ტრენერთან ურთიერთობას ზოგიერთები ძალიან მარტივად აწყობენ და ურთიერთგაგების მისაღწევად დიდი დრო არ სჭირდებათ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ მხრივ არაერთხელ შექმნიათ პრობლემები. თუ ამჩნევთ, რომ დარბაზში თქვენი იდილია ნელ-ნელა ირღვევა და ვეღარ ახერხებთ მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას, ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენ ახალი ფიტნეს-ტრენერი გესაჭიროებათ. იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ განხილული 7 ნიშნიდან თქვენს პერსონალურ ტრენერს ერთ-ერთს მაინც ამჩნევთ, გირჩევთ მასთან სერიოზულად დაილაპარაკოთ.

 

  • თქვენი ტრენერი არ სვამს კითხვებს გადატანილ დაავადებებთან დაკავშირებით

ვარჯიშის პირველივე დღეს თქვენი პერსონალური ტრენერი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს გაქვთ თუ არა რაიმე სერიოზული დაავადება, ან ხომ არ გაწუხებდათ მსგავსი რამ წარსულში. მან აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენი მიზნებისა და არსებული ცხოვრებისეული რეჟიმის შესახებაც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის კარგი მსმენელი უნდა იყოს, რათა მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშაოს სპეციალურად თქვენთვის განკუთვნილი გეგმა, რომელიც დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

  • თქვენს ფიტნეს-ტრენერს მხოლოდ ჯგუფებთან მუშაობის სერთიფიკატი აქვს

 

 

შესაძლოა აღნიშნული ფაქტი თქვენ პრობლემურად სულაც არ მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც ინდივიდუალურ მუშაობას გადაწყვეტთ, დარწმუნდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ფიტნეს-ტრენერთან გაქვთ საქმე. თუ ისეთ ინსტრუქტორს აიყვანთ, რომელიც საერთოდ არ ფლობს რაიმე სახის სერთიფიკატს, დიდ შეცდომას დაუშვებთ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც Youtube -ზე ვიდეოების ყურებით შემოიფარგლებიან და თვლიან, რომ ყველაფერი იციან ფიტნესის შესახებ, მაგრამ როდესაც ინდივიდუალ შემთხვევებს ეჯახებიან, არ იციან, როგორ მოიქცნენ. აუცილებელია ფიტნეს-ტრენერს ჰქონდეს ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დაეხმარება თქვენი ანატომიური ტიპის გათვალისწინებით შეგირჩიოთ სავარჯიშო პროგრამა.

 

  • თქვენი ფიტნეს-ტრენერი თავად გიდგენთ კვების რაციონს

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აღიარებული ოქროს წესები ვარჯიშთან და კვებასთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგ. ის, რომ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული ჩავრთოთ ჩვენს რაციონში, მაინც არ გირჩევთ თქვენი დიეტა მიანდოთ თქვენს ინსტრუქტორს, რადგან ძალიან ბევრი სპეციფიკური დეტალია გასათვალისწინებელი. ფიტნეს-ტრენერს კვების საკითხებთან დაკავშირებით მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ ენდოთ, თუ იცით, რომ ის ცნობილი დიეტოლოგია.

 

  • თქვენი ფიტნეს-ტრენერი თქვენს ფიზიოთერაპევტობასაც ითავსებს

 

იმ შემთხვევაში, თუ ვარჯიშისას კუნთების ან ძვლების ტკივილი შეგაწუხებთ, ხოლო თქვენი ინსტრუქტორი თავად გადაწყვეტს დიაგნოზის დასმასა და სამკურნალო მითითებების მოცემას, უმჯობესია, თუ მას დაემშვიდობებით, რადგან ადამიანს, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო განათლება არ აქვს, არ შესწევს უნარი დასვას სანდო დიაგნოზი.

 

  • ვარჯიშს მწვავე ფიზიკურ ტკივილამდე მიყავხართ

 

იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ, რომ ვარჯიშისას კუნთების აუტანელ ტკივილს განიცდით, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ინსტრუქტორს. ვარჯიშის მიზანს ჰარმონიული შეგრძნებების მიღწევა წარმოადგენს და არა დისკომფორტის შექმნა. კარგი ფიტნეს-ტრენერი აუცილებლად მოახერხებს ისეთი სავარჯიშო პროგრამის შერჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტი ტკივილის გარეშე ჩადგეთ სასურველ ფორმაში. თუ ამჩნევთ, რომ მას ეს არ გამოსდის, ე.ი. სხვა ინსტრუქტორი გჭირდებათ.

 

  • თქვენი ფიტნეს-ტრენერი მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობს

 

ბუნებრივია, ინსტრუქტორთან საუბარში ცუდი არაფერია, როდესაც საქმე ეხება ვარჯიშთან დაკავშირებულ რჩევებს. მის მიზანს სწორედ ის წარმოადგენს, რომ თქვენ მოტივაცია აგიმაღლოთ და ფიზიკური დატვირთვისთვის მაქსიმალურად შეგამზადოთ, მაგრამ თუ თქვენი ფიტნეს-ტრენერი გაუთავებლად ბევრს საუბრობს და ამას ვარჯიშის ხარჯზე აკეთებს, უმჯობესია მას დაემშვიდობოთ. როდესაც შეამჩნევთ, რომ თქვენი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა და ვარჯიშმა მეორე პლანზე გადაინაცვლა, ახალი პერსონალური ტრენერის ძებნას შეუდექით, ხოლო ძველი ფინჯან ჩაიზე დაპატიჟეთ და მეგობრული საუბრებისთვის შესაფერისი ატმოსფერო შეუქმენით.

 

  • თქვენს პერსონალურ ტრენერს ნაკლებად აინტერესებთ

 

თქვენ პერსონალურ ტრენერს გარკვეულ თანხას უხდით და სანაცვლოდ მის პროფესიონალურ რჩევა-დარიგებასა და დახმარებას ითხოვთ. იგი ვალდებულია მთელი თავისი ყურადღება თქვენ დაგითმოთ. თუ ის გამუდმებით სხვა ინსტრუქტორებს ესაუბრება, მობილური ტელეფონით არის გატაცებული ან სხვა სახის აქტივობებით ირთობს თავს, უმჯობესია, უფრო კომპეტენტურ პერსონალურ ტრენერს დაუწყოთ ძებნა. ვარჯიშთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებს რომ თავი დავანებოთ, ის მაინც ვალდებულია დაგითომთ ყურადღება, რათა ტრავმებისა და არასასურველი დაზიანებებისგან გიხსნათ.

გაიარეთ ავტორიზაცია და შეაფასეთ სტატია


ცუდი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

კარგი

10

დან 10

3 ხმა

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა