სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



როგორ დავიკლოთ წონაში მარტივად

წონაში დაკლება გსურთ, მაგრამ თქვენს საყვარელ კერძებზე უარის თქმა გიჭირთ და ყოველდღიურად ვარჯიშიც გეზარებათ? თუ ასეა, ალბათ, ფიქრობთ, რომ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას უმტკივნეულოდ ვერაფრით შეძლებთ. მართალია, ვარჯიშსა და ჯანსაღ კვებას წონაში კლების პროცესზე წარმოუდგენლად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, მაგრამ თუ გმირობისთვის მზად არ ხართ, ზედმეტი კილოგრამებისგან თანდათანობით გათავისუფლებას ყოველდღიურ ცხოვრებასა და ჩვევებში გარკვეული ცვლილებების შეტანითაც შეძლებთ.

მოერიდეთ ზედმეტ შეზღუდვებს

დიეტისთვის დამახასიათებელი მკაცრი აკრძალვები უნდა დაივიწყოთ. საკვების შეკვეცის ნაცვლად, მისი დამატება სცადეთ. ჯანსაღი პროდუქტები, რომლებიც გიყვართ, არაფერს გავნებთ. უარს ნუ იტყვით წითელ ალუბლებსა და წვნიან ყურძნის მტევნებზე, იქნებ მსხალი ან სხვა რომელიმე ხილი გირჩევნიათ. საუზმობისას ბურღულეულთან ერთად თქვენი საყვარელი ხილის მირთმევით ზედმეტი ცხიმების დაგროვების საფრთხე ნამდვილად არ გემუქრებათ. აქტიურად გამოიყენეთ ბოსტნეული წვნიანებისა და სოუსების მოსამზადებლად. ახალ-ახალი პროდუქტების რაციონში ჩართვა ყოველთვის კარგად მუშაობს, მათი შეზღუდვა კი - პირიქით. ამასთან მიღებული კალორიების საერთო რაოდენობა აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ.  მცირედ ფიზიკურ დატვირთვასაც ნუ დაიზარებთ. ჭამამდე რამდენიმე აქტიური მოძრაობა შეასრულეთ, იცეკვეთ ან ისეირნეთ.

ვარჯიში სხვა აქტივობებით ჩაანაცვლეთ (იმ შემთხვევაში, თუ დარბაზში სიარული გეზარებათ)

თუ გრძნობთ, რომ სიტყვა „ვარჯიში“ თქვენში სასიამოვნო შეგრძნებებს არ იწვევს და მის თავიდან არიდებას ყველანაირი გზით ცდილობთ, იძულებით ნუ დაიტვირთებით. ისეთი აქტივობებით დაკავდით, რომლებიც რუტინულად არ გეჩვენებათ. როდესაც მიხვდებით, რომ ის, რასაც აკეთებთ თქვენთვის გეგმიური და შემზღუდველი არ არის, იგრძნობთ, რომ უკეთესი შედეგი გექნებათ. ეცადეთ კალორიები ტალღებში ცურვით, ველოსიპედით სეირნობით, მანქანის რეცხვით, ძაღლის გასეირნებით, თოვლში სრიალით, ლაშქრობით ან თქვენთვის სასიამოვნო სხვა რაიმე აქტივობით დაწვათ.

ხშირად ისეირნეთ

წონაში კლების მსურველთათვის კარგ ამინდში სეირნობა ყველაზე მარტივი გამოსავალია. თუ დრო არ გაქვთ, არც ეს არის საგანგაშო. ხანმოკლე, თუნდაც 5 წუთიანი გასეირნებაც დიდი სარგებლის მომტანია. შეგიძლიათ თქვენი სახლის მახლობლად იაროთ. თუ მანქანით გადაადგილდებით, ეცადეთ, სახლთან ახლოს არ გააჩეროთ. სამსახურიდან შესვენებაზე გასვლისას ფეხით გაისეირნეთ. ეცადეთ კიბეებით ისარგებლოთ და არა ლიფტით, ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა, მოუსმინეთ და ისე იარეთ. თუ შემოთავაზებულ რჩევებს გაითვალისწინებთ და დღეში 2-ჯერ მაინც 10-10 წუთით გაისეირნებთ, მიხვდებით, რომ თქვენდა უნებურად ვარჯიშობთ და თავს გაცილებით უკეთ გრძნობთ.

შეამსუბუქეთ თქვენი საყვარელი კერძების ულუფები

ზედმეტი შეზღუდვებისგან თავის დაღწევა თუ გსურთ, თქვენი საყვარელი კერძები აუცილებლად უნდა მიირთვათ, თუმცა მათგან მიღებული კალორიების რაოდენობა უნდა შეამციროთ. თუ პიცა გიყვართ, ეცადეთ ის მცირე ულუფებით მიირთვათ, მისი მომზადებისას კი ნაკლებცხიმიანი ყველი გამოიყენოთ. თუ ნაყინის მოყვარული ხართ და მასზე უარის თქმა გიჭირთ, ეცადეთ ნაკლებკალორიული ნაყინი დააგემოვნოთ. კვებისგან სიამოვნების მიღებას კვლავაც შეძლებთ, ხოლო ზედმეტი კალორიების მიღებისგან დაზღვეული იქნებით. ყურადღება მიაქციეთ საკვების შემადგენლობას. ეცადეთ ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები მიიღოთ. ბოჭკო დანაყრების შეგრძნებას ახანგრძლივებს, სწორედ ამიტომ, თქვენს საყვარელ საკვებთან ერთად, უჯრედისით გაჯერებული საკვების მიღებაც არ დაგავიწყდეთ, რათა გადაძღომის თავიდან არიდება შეძლოთ. სასმელი, რომელსაც კვების დროს მიირთმევთ, აუცილებლად მსუბუქი უნდა იყოს. მაღალკალორიული, გაზიანი სასმელების ნაცვლად, დიეტური სასმელი ან მსუბუქი ლუდი მიირთვით. ალკოჰოლის ჭარბ მიღებას კი თავი აარიდეთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაზე სასარგებლო სასმელი, რომლის მირთმევაც შეგიძლიათ, წყალია. თუ დაბალკალორიული ტკბილი სასმელები არ გიყვართ, ეცადეთ, ისინი წყლით ჩაანაცვლოთ. თქვენი ჯანმრთელობისთვის ეს ბევრად სასარგებლოა.

ჰიდრატაცია ძალიან დაგეხმარებათ

საკვების მიღებამდე რამდენიმე ხნით ადრე წყალი დალიეთ, ეს თქვენს შიმშილის გრძნობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ასე თქვენი მადის გაკონტროლებას უკეთ შეძლებთ და ჭამისას მეტ თავშეკავებას გამოიჩენთ. თუ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებსაც უკონტროლო ჭამა ახასიათებთ, გირჩევთ, ხელში ყოველთვის გეჭიროთ ერთი ბოთლი წყალი. წყლის დალევით საკვებზე მოთხოვნილება მოიკლებს. როდესაც იგრძნობთ, რომ გშიათ, თუმცა ხვდებით, რომ ეს ბუნებრივი მოთხოვნილება არ არის, წყალი დალიეთ. წყლის დახმარებით არასაჭირო ხემსის თავიდან არიდება ყველაზე მარტივად გამოგივათ. როდესაც წვეულებაზე მიდიხართ, წყლის წაღება არც მაშინ უნდა დაივიწყოთ. ის ყოველთვის თან უნდა გქონდეთ, რათა კოქტეილებს ზედმეტად არ მიეძალოთ. წყლის დალევა ფიზიკურად უფრო აქტიურს და ამტანსაც გაგხდით. საკმარისი ჰიდრატაციის პირობებში, გაცილებით უკეთ იტანთ ფიზიკურ დატვირთვას, ვიდრე მაშინ, როდესაც წყალს სათანადო რაოდენობით არ იღებთ.

ულუფა სხვასაც გაუზიარეთ

ეცადეთ სასადილოდ ან სავახშმოდ სხვებთან ერთად იაროთ. თუ პარტნიორი გყავთ, დესერტი და ტკბილი სასმელი მასთან გაიზიარეთ. ასე ორივე აირიდებთ თავიდან ზედმეტი კალორიების მიღებას. შეგიძლიათ ფიზიკური აქტივობებითაც სხვებთან ერთად დაკავდეთ, მაგ. ველოსიპედით საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნოთ. მეგობართან ერთად ვარჯიშიც გაცილებით მარტივად მოგეჩვენებათ. თუ არ დაგეზარებათ, შეგიძლიათ ახლობლებთან ერთად დარბაზშიც გაწევრიანდეთ. თანამშრომლობა ვარჯიშსაც და ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავებასაც გაგიმარტივებთ.

გართობა და ფიზიკური აქტივობა ერთმანეთს შეუთავსეთ

ადამიანების უმრავლესობას ძალიან უყვარს სატელევიზიო შოუებისა და პროგრამების ყურება. თუ თქვენც მათ რიგებში ხართ, პასიურ მაყურებლად ნუ იქცევით. ეცადეთ ტელევიზორს პარალელური ფიზიკური დატვირთვის ფონზე უყუროთ. მაგ. სარბენ ბილიკზე ირბინოთ, ან იცეკვოთ. სარეკლამო ჭრების დროს ბიცეფსის ვარჯიშები შეასრულეთ ან ნებისმიერ საყვარელ ძალოვან ვარჯიშს მიმართეთ. არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებთ, მთავარია აქტიური იყოთ. თუნდაც 15 წუთიანი ფიზიკური დატვირთვა საკმარისია იმისთვის, რომ გარკვეული შედეგი ნახოთ.

მცირე ზომის თეფშებიდან იკვებეთ

 

დიდ თეფშზე მოთავსებული პატარა ულუფის დანახვისას, შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ სათანადოდ ვერ დანაყრდებით და საკვებზე თქვენი მოთხოვნილება მატულობს. აჯობებს, თუ კვებისას მცირე ზომის ჭურჭელს გამოიყენებთ. საკვებით სავსე თეფში გაფიქრებინებთ, რომ დიდი ულუფებით იკვებებით, რაც შიმშილის გრძნობას გაგიქრობთ. კვებისთვის მცირე ზომის კოვზები და ჭიქებიც მოიმარაგეთ. მაგ. ნაყინის მირთმევისას საბავშო კოვზებით ისარგებლეთ. ეს არამხოლოდ სიამოვნებას გაგიხანგრძლივებთ, მიღებული საკვების რაოდენობის აღქმაშიც დაგეხმარებათ, რაც ჭამის მოზღვავებული სურვილისგან დაგიცავთ.

იყავით  მეტად აქტიური და დაკავებული

წონაში მატების მიზეზს ხშირად მოწყენილობა და საკუთარ თავზე მეტისმეტი კონცენტრაცია წარმოადგენს. ადამიანები მოწყენილობის გამო ზედმეტად ბევრს მიირთმევენ. ეცადეთ სოციალურად მეტად აქტიური გახდეთ. ხატოთ, დაინტერესდეთ პოლიტიკით, კულტურით და ადამიანებთან ურთიერთობით, შეცვალოთ ოთახის ინტერიერი და ა.შ.

გამოიმუშავეთ მოთმინების უნარი

წონაში კლების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი შეიძლება აღმოჩნდეს. საუკეთესო შედეგებს ის ადამიანები აჩვენებენ, რომლებიც მზად არიან შედეგს მოთმინებით ელოდონ. აუცილებელია მეტი თავდაჯერების გამოვლენა. ეცადეთ განწყობა მაქსიმალურად აიმაღლოთ. თუ მოახერხებთ და სათანადო მოთმინებას გამოამჟღავნებთ, ნახავთ, რომ დროსთან ერთად წონაში კლების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უმჯობესდება, რაც თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება და წარმატების მიღწევაშიც ძალიან დაგეხმარებათ. ეცადეთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიირთვათ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და ზედმეტ შეზღუდვებს მაქსიმალურად ერიდეთ.

გაიარეთ ავტორიზაცია და შეაფასეთ სტატია


ცუდი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

კარგი

0

დან 0

0 ხმა

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა