სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ჯანსაღი საზაფხულო კერძების მარტივი რეცეპტები - პაელას უმარტივესი რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი
  • კრევეტები - 200 გრამი
  • მოლუსკი კალმარი - (კარგად გარეცხილი, გამშრალი და დაჭრილი) – 200 გრამი
  • 1 ცალი კარგად დაჭრილი საშუალო ზომის ხახვი
  • 300 გრამი ცეცხლზე მოხალული პომიდორი
  • 3 კბილი ნიორი - დაჭრილი
  • ბრინჯი - 300 გრამი
  • 3 კოვზი ბულიონი (უმჯობესია ზღვის პროდუქტების)
  • ლიმონი და ოხრახუში გარნირისთვის

მომზადების წესი:

ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი და კარგად გააცხელეთ. დაამატეთ კრევეტები და კალმარი, მოაყარეთ მარილი. გააჩერეთ 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი კოვზით გადაიტანეთ საშუალო ზომის ქვაბში.

ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით, დაამატეთ ხახვი და პომიდორი. გააჩერეთ 8 წუთით და ხშირად მოურიეთ. დაამატეთ ნიორი და ურიეთ კიდევ 4 წუთის მანძილზე.

ღრმა ტაფაზე გადაიტანეთ ბულიონი, ჩაამატეთ ბრინჯი და საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ. 15 წუთის მანძილზე ხარშეთ. არ მოურიოთ. მოათავსეთ კრევეტები და კალმარი ბრინჯზე. ტაფა ფოლგით დაფარეთ და კიდევ 10-16 წუთის მანძილზე დატოვეთ ცეცხლზე. სანამ ბრინჯი სრულყოფილად არ დარბილდება. გაზქურიდან გადმოღების შემდეგ კერძი 10 წუთით დატოვეთ ტაფაზე, შემდეგ გადმოიღეთ. მორთეთ ოხრახუშითა და ლიმნით.

გემრიელად მიირთვით!

გაიარეთ ავტორიზაცია და შეაფასეთ სტატია


ცუდი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

კარგი

10

დან 10

1 ხმა

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა