სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ტუტოვანი დიეტა

ტუტოვანი დიეტის პოპულარობას ხელი შეუწყვეს მისმა გულმხურვალე მიმდევრებმა, რომელთა შორის ბევრი ცნობილი ადამიანია. ვიქტორია ბექჰემი, ჯენიფერ ენისტონი და ქეით ჰადსონი ტუტოვანი დიეტისთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებენ და აღნიშნავენ, რომ მისით ძალიან კმაყოფილები არიან.

2013 წელს ვიქტორია ბექჰემმა ტვიტერზე ტუტოვან დიეტაზე მორგებული კულინარული სახელმძღვანელო გააპიარა,მას შემდეგ დიეტის პოპულარობამ მნიშვნელოვნად იმატა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიეტა, რომელიც ცნობილ ადამიანს მოერგო, ყველას მოუხდება. ექსპერტების თქმით, ტუტოვანი დიეტის ძირითადი პრინციპები საკმარისად გამოკვეული არ არის.

რას წარმოადგენს ტუტოვანი დიეტა ?

დიეტის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ორგანიზმში მჟავა-ტუტოვან ბალანსს არეგულირებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მაჩვენებელი(pH) მჟავასა და ტუტეს შორის არსებულ სხვაობებს გვიჩვენებს. თუ pH 0-ს უტოლდება, ორგანიზმის მჟავიანობა ექსტრემალურად მაღალია, ხოლო თუ მაჩვენებელი 14-ია, ტუტეა ჭარბი რაოდენობით. თუ pH 7-ის ტოლია, მაჩვენებელი ნორმალურად ითვლება.

როდესაც ადამიანი მიირთმევს, ის საკვებს ენერგიად გარდაქმნის. ტუტოვანი დიეტის თეორიის მიხედვით, ტუტე პროდუქტები ტუტე ნარჩენებს გამოიმუშავებენ, მჟავა პროდუქტები კი - მჟავა ნარჩენებს, რომელთა თანაფარდობა ორგანიზმში ან ტუტეს მაჩვენებელს ზრდის, ან მჟავიანობას იწვევს. არსებობს მოსაზრება, რომ მჟავიანობის მაღალი მაჩვენებელი გარკვეული დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. ტუტოვანი დიეტა ცდილობს ტუტეს შემცველი პროდუქტების მიღების წახალისებას, რათა ტუტეს მაჩვენებელმა მოიმატოს.

როგორ უნდა მიყვეთ ტუტოვან დიეტას? რომელი პროდუქტები იკრძალება და რომელია ნებადართული?

ტუტოვანი დიეტის ზოგიერთი სახესხვაობა ნაკლებად მკაცრია. ასეთი დიეტების დროს ნებადართულია მარცვლეულის ჭამა, მიუხედავად იმისა, რომ მჟავიანობის მაჩვენებელი ამ შემთხვევაში მატულობს. თუ ტუტოვანი დიეტის ზედმიწევნით დაცვა გსურთ, კარგად დააკვირდით ქვემოთ ჩამოთვლილ აკრძალულ და ნებადართულ პროდუქტებს.

აკრძალული პროდუქტები:

  • ხორცი
  • შინაური ფრინველის ხორცი
  • თევზი
  • რძის პროდუქტი
  • კვერცხი
  • მარცვლეული
  • ალკოჰოლი
  • არაქისი და კაკალი

ნეიტრალური პროდუქტები:

  • ნატურალური ცხიმები
  • სახამებლიანი პროდუქტი
  • შაქარი

ნებადართული პროდუქტები:

  • ხილი
  • ბოსტნეული
  • პარკოსნები

სპეციფიკური სადიეტო გეგმა ტუტოვან დიეტას არ გააჩნია. რეცეპტების ნახვა ონლაინ ვებ-გვერდებზე შეგიძლიათ. თუმცა ნებადართული პროდუქტების გამოყენებით, თავადაც მოახერხებთ გემრიელი კერძების მომზადებას.

უწყობს თუ არა ტუტოვანი დიეტა ხელს წონაში კლებას და ამცირებს თუ არა სიმსივნის რისკს?

ტუტოვანი დიეტის მხარდამჭერები ირწმუნებიან, რომ გარდა ჯანმრთელობისთვის უდიდესი სარგებლის მოტანისა, ის წონაში კლებასაც უწყობს ხელს. მისი ავტორები აღნიშნავენ, რომ ტუტოვანი დიეტა წარმატებით ებრძვის სიმსივნეს, თირკმლის და სხვა ქრონიკულ დაავადებებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტუტოვანი დიეტის ეფექტურობის შესახებ არაერთი კვლევა ჩატარდა, მეცნიერები გადაჭრით ვერაფერს ამბობენ სიმსივნესთან ბრძოლის საკითხში მის ეფექტიანობაზე. თუმცა ცნობილია, რომ მჟავა გარემოში კიბოს უჯრედები განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდებიან.

ქრონიკული თირკმლის პრობლემების მქონე ადამიანები ნამდვილად იღებენ გარკვეულ სარგებელს ტუტოვანი დიეტისგან, რადგან ცილების ჭარბი მიღება თირკმელს აზიანებს. დაბალცილოვანი დიეტის წყალობით თირკმელთა დაავადებების პროგრესირების შეჩერება და თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესება ნამდვილად შესაძლებელია.

 

გაიარეთ ავტორიზაცია და შეაფასეთ სტატია


ცუდი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

კარგი

0

დან 0

0 ხმა

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა