სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



როლი ვინკლაარს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ

2018 წლის მისტერ ოლიმპიაზე მესამე ადგილის დაკავების შემდეგ როლი ვინკლაარი გამუდმებით ყურადღების ცენტრშია. მასზე ძალიან ბევრს საუბრობენ. ლას ვეგასში გამართულ მისტერ ოლიმპიის კონკურსზე შოუნ როდენის წარმატებამ და ფილ ჰიტის მარცხმა ძალიან ბევრი მაყურებელი გაახარა. ახალი ჩემპიონის მოვლინება მათთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მისტერ ოლიმპიის შედეგებით უკმაყოფილო დარჩნენ. შეიძლება იფიქროთ, რომ მაყურებელთა უკმაყოფილების მიზეზად ფილ ჰიტის მეორე ადგილი იქცა, თუმცა ეს ასე არ არის. ვინკლაარის გულშემატკივრებმა მათი ფავორიტი ათლეტის მესამე ადგილი გააპროტესტეს.

როლი ვინკლაარი (მეტსახელად ნიდერლანდელი ურჩხული) გასულ წელს კარიერის ახალ საფეხურზე ავიდა. მან 2018 წლის მისტერ ოლიმპიაზე წარმოუდგენლად კარგად იასპარეზა. კონკურსისთვის ვინკლაარი ქუვეითში მდებარე ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში ემზადებოდა. შედეგი ნამდვილად გასაოცარი აღმოჩნდა. ვინკლაარმა მისტერ ოლიმპიაზე გულშემატკივარი არამხოლოდ სხეულის ცალკეული პარამეტრების ცვლილებით გააკვირვა, ის მაყურებლის წინაშე საოცარ ფიზიკურ ფორმაში წარსდგა. მან მისტერ ოლიმპიაზე მესამე ადგილის დაკავების პარალელურად მაყურებლის რჩეულის პრიზის მიღებაც მოახერხა.

გულშემატკივრები გაოცებას ვერ მალავენ, თუ რატომ აღმოჩნდა გასულ მისტერ ოლიმპიაზე ვინკლაარი მესამე და არა მეორე. მაყურებელთა უმრავლესობა თვლიდა, რომ ჩემპიონობის ორი ძირითადი პრეტენდენტი შოუნ როდენი და როლი ვინკლაარი იყვნენ. ორი აზრი არ არსებობს, რომ ვინკლაარი ბოდიბილდინგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასიური ათლეტია, რომელსაც წარმოუდგენლად მოხდენილი მხრები და მკლავები აქვს, თუმცა ზურგი მისი ერთ-ერთი მთავარი სუსტი წერტილია. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ უკანასკნელი კომპონენტით მოახერხა ფილ ჰიტმა მისი დაჯაბნა. თავად ჰიტის პრობლემურ ზონად გასულ წელს შუაწელის არე დასახელდა, რაც მას ჩემპიონის ტიტულის დათმობად დაუჯდა.

ვინკლაარმა არაერთი ცნობილი ათლეტის დამარცხება შეძლო. გასულ წელს მან უკან ჩამოიტოვა ისეთი წარმატებული ბოდიბილდერები, როგორებიც არიან: დექსტერ ჯექსონი, ბიგ რემი და უილიამ ბონაკი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფილ ჰიტი თიაქარის კიდევ ერთ ოპერაციას საჭიროებს, რაც 2019 წელს მას წარმატების მიღწევაში ხელს მნიშვნელოვნად შეუშლის. გაურკვეველია დაუბრუნდება თუ არა ასპარეზობას კაი გრინი. თუ როლი ვინკლაარი წელს გასულ წელთან შედარებით უკეთეს ფორმაში მოგვევლინება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის მოქმედი ჩემპიონის დამარცხებასაც მოახერხებს.

თუ ვინკლაარი წლევანდელი მისტერ ოლიმპიის გამარჯვებული გახდება, ბოდიბილდინგის ისტორიაში ისეთი მოვლენის მომსწრე გავხდებით, რაც დიდი ხანია აღარ გვინახავს. ფილ ჰიტის ხანგრძლივი ჩემპიონობის შემდეგ, ყოველწლიურად ახალ გამარჯვებულებს ვიხილავთ. 1984 წელს ლი ჰეინის გამარჯვებიდან ბოდიბილდინგში დამკვიდრდა ტრადიცია, როდესაც ათლეტები ჩემპიონის ტიტულს მისი მოპოვებიდან წლების მანძილზე არ თმობდნენ, მაგ. რონი კოლმანი, ფილ ჰიტი და ა.შ. გამარჯვების შემთხვევაში ვინკლაარი აღნიშნულ ტრადიციას დაანგრევს და მისტერ ოლიმპიის ისტორიას მნიშვნელოვნად შეცვლის.

 

 

გაიარეთ ავტორიზაცია და შეაფასეთ სტატია


ცუდი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

კარგი

0

დან 0

0 ხმა

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა