Facebook

  • fitness

Omega 3-6-9

1210

₾ 57

ბრენდი: Haya Labs
მწარმოებელი ქვეყანა: ამერიკა

რაოდენობა

Omega 3-6-9 – კომპანია Haya Labs-ის ეს პროდუქტი წარმოადგენს ომეგა 3, 6 და 9-ის ძლიერ კომბინაცია. ეს კომბინაცია იდეალურია ანთებითი პროცესების, ჰორმონების წარმოქმნის, იმუნური და ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის რეგულირებისთვის. მისი ერთ-ერთი უპირატესობაა სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება მისი სიბლანტის შემცირების ხარჯზე, რის შედეგადაც მცირდება არტერიული წნევა, მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ტრომბების წარმოქმნა, ინსულტები და ინფაქტები, უმსუბუქებს ტკივილს მათ, ვისაც რევმატოიდული ართრიტი აწუხებს, ადუნებს სისხლძარღვებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ამ პროდუქტის უპირატესობა ის არის, რომ შეიცავს E ვიტამინს.

 

 
 Haya Labs Omega 3-6-9-ს უპირატესობები:

 

  • ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება
  • ცხიმოვანი ფენის შემცირება
  • ამტანობის ზრდა
  • ტვინის ფუნქციების გაუმჯობესება
  • ანთებით პროცესების განვითარების რისკის შემცირება
  • კანის დაბერებასთან ბრძოლა
  • ძვლების სიმტკიცის უზრუნველყოფა
  • მეტი ენერგია მთელი დღის განმავლობაში

 

ომეგა 3 - კვების რაციონში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქონიოთ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები - ეიკოზაპენტაენური (EPA) მჟავა და დოკოზაჰექსოაენური (DHA) მჟავა. ისინი აუცილებელია ტვინის და სხეულის ეფექტური ფუნქციონირებისთვის უჯრედულ დონეზე. DHA-ს რაოდენობის შემცირება დაკავშირებულია დეპრესიასთან, შიზოფრენიასთან, მეხსიერების დაქვეითებასთან და ალცჰაიმერის განვითარების უფრო მაღალ რისკთან. მეცნიერები ორსულ ქალებში ამ მჟავის არასაკმარისი რაოდენობით მიღებას უკავშირებენ ახალშობილის მცირე წონით დაბადებასა და ჰიპერაქტიურობასაც კი.

ომეგა 6 - ომეგა 6-ისა და ომეგა 3-ის სწორი თანაფარდობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს დანამატი უზრუნველყოფს კანის, ფრჩხილებისა და თმის ჯანმრთელობას, ასევე დიდ როლს ასრულებს ემოციურ და ჰორმონალურ ბალანსში, ინარჩუნებს თხევად მდგომარეობას უჯრედის მემბრანაში და ეხმარება წონის კორექციაში.

ომეგა 9 - ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებისგან განსხვავებით, ომეგა-9 არ ითვლება ძირითად ამინომჟავად, რადგან ორგანიზმში იწარმოება უჯერი ცხიმებისგან. ოლეინის მჟავა ამცირებს ათეროსკლეროზის (არტერიების გამკვრივების), გულის დაავადებების და ინსულტის განვითარების რისკს.

ვიტამინი E - E ვიტამინი ანტიოქსიდანტია, ის აჩქარებს რეგენერაციულ პროცესს, შედეგად ხელს უშლის ასაკობრივი პრობლემის წარმოქმნას და ანელებს დაბერებას, ამასთანავე ასტიმულირებს ესტეროგენის გამომუშავებას, ახდენს ლიპიდური ბალანსის ნორმალიზებას, ხსნის შეშუპებას. მისი უნიკალური თვისებაა ის, რომ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ნორმაში მოყავს რეპროდუქციული ფუნქცია, ამაგრებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. 

 

 

 

 

 

მიღების წესი: მიიღეთ 1 კაფსულა 1-3 ჯერ დღეში, ჭამის დროს.

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

 

პორცია: 1კაფსულა

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 100

მიღების წესი: მიიღეთ 1 კაფსულა 1-3 ჯერ დღეში, ჭამის დროს.

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

 

პორცია: 1კაფსულა

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 100