Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ჯიმ სტოპანი გვირჩევს : 5 ოქროს წესი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ვიტამინებისა და საკვები დანამატების მიღებისას

მსოფლიოში ცნობილი კვების ექსპერტი ჯიმ სტოპანი სასარგებლო რჩევებს გვაძლევს, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი შრომისუნარიანობა და გავიუმჯობესოთ ფიზიკური მონაცემები საკვები დანამატებისა და ვიტამინების გამოყენებით.

თანამედროვე სამყაროში დანამატები უდიდეს როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებაში. მთავარია ვიცოდეთ, თუ რომელი დანამატები გვჭირდება ჩვენი მიზნების მისაღწევად და კარგად ვერკვეოდეთ თითოეული მათგანის ავკარგიანობაში.

ჯიმ სტოპანი იმ ძირითად 5 წესს გვიმხელს, რომლებიც საკვები დანამატების სწორად შერჩევასა და ჩვენი მიზნების რეალიზაციაში დაგვეხმარება. თუმცა იმისთვის, რომ ექსპერტის რჩევები გამოგვადგეს, აუცილებელია, ზედმიწევნით ვიცავდეთ სწორი კვების რეჟიმს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მცდელობა ჩვენი ოცნებების რეალობად ქცევისა  უშედეგო აღმოჩნდება.

  • ინგრედიენტები

სანამ რომელიმე დანამატის შეძენას გადავწყვეტთ, აუცილებლად უნდა გავერკვეთ მისი ინგრედიენტების რაობაში. უნდა გავითვალისწინოთ 2 მნიშვნელოვანი ასპექტი: არის თუ არა დანამატში შემავალი ინგრედიენტები უსაფრთხო ადამიანის ჯანმრთელობისთვის და აქვთ თუ არა მათ გავლილი კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმება ეფექტიანობაზე.

ინგრედიენტები, რომლებმაც ლაბორატორიული შემოწმება გაიარეს და პრაქტიკაშიც არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი სარგებლიანობა, აუცილებლად გამოიღებენ სასურველ შედეგებს. იდეალურ შემთხვევაში, ისინი დაგვეხმარებიან კუნთოვანი მასის ზრდასა და ცხიმის წვაში, შეგვმატებენ ძალასა და ენერგიას. კარგად უნდა დავაკვირდეთ, რომ დანამატები, რომლებსაც ვიყენებთ, არ იყოს მუდური და ახალი, არამედ მრავალჯერ ნაცადი და შემოწმებული, რათა ჩვენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დაცული იყოს, ამასთან სასურველ მიზანსაც მივაღწიოთ.

აუცილებელია, ინგრედიენტებს, რომლებიც ამა თუ იმ დანამატში შედის, გავლილი ჰქონდეთ ტოქსიგოლოგიური კვლევები და ხანგრძლივი დროის მანძილზე პრაქტიკაშივე იყოს დამოწმებული  მათი უსაფრთხოება, რათა დაცული ვიყოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტისგან.

  • ფორმა

შემდეგი ასპექტი, რომელიც დანამატების მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ გახლავთ ოპტიმალური ფორმა. ამაში იგულისხმება ფორმა, რომელსაც იღებს დანამატში შემავალი ინგრედიენტის მოლეკულა. ფორმა გავლენას ახდენს ჩვენი ორგანიზმის რეაქციაზე ამა თუ იმ ინგრედიენტის მიმართ. სწორედ მასზეა დამოკიდებული დანამატის ეფექტურობა იმატებს, თუ იკლებს.

მაგალითისთვის ავიღოთ კრეატინი. ყველასთვის კარგად არის ცნობილი კრეატინ მონოჰიდრატი. ჯიმ სტოპანი კი კრეატინ ჰიდროქლორიდს ანიჭებს უპირატესობას. მიუხედავად იმისა, რომ მოლეკულა ორივე დანამატში ერთი და იგივეა, ჰიდროქლორიდის ფორმა გაცილებით კარგად ათვისებადია ორგანიზმისთვის და შესაბამისად, უკეთეს შედეგებსაც იძლევა, ვიდრე ტრადიციული კრეატინ მონოჰიდრატის.

ნებისმიერი სხვა დანამატის შემთხვევაშიც ამ ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ. მთავარია, რომელ მათგანს აითვისებს ორგანიზმი ყველაზე მეტად და ეფექტურად.

 

  • დოზირება

ინგრედიენტებისა და ფორმის გათვალისწინების შემდეგ, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ დანამატების დოზებს. ნებისმიერი სახის დანამატს შესაბამისი ეფექტი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ორგანიზმში სათანადო კონცენტრაციას აღწევს.

არ აქვს მნიშვნელობა თუ რა რაოდენობის დანამატს ვიღებთ, მეტს თუ ნაკლებს. შედეგს ვერ ვნახავთ , თუ დოზირება ზუსტად არ გვაქვს გათვალისწინებული. ზემოთმოყვანილი კრეატინის შემთხვევაშიც სწორედ ასეა. თუ კრეატინის კონცენტრაცია ჩვენს კუნთებში სათანადო ნიშნულს არ აღწევს, ის ვერ მოგვცემს ვერანაირ რეზულტატს.

მარტივად არ უნდა ვენდოთ დანამატების ეტიკეტებს. მათზე არ არის მითითებული თითოეული ინგრედიენტის შემცველობის შესახებ ცნობები, შესაბამისად ჩვენ თავად უნდა გავერკვეთ ყველაფერში, ვიდრე დანამატების მიღებას დავიწყებთ.

  • სინერგია

სინერგიაში ვგულისხმობთ დანამატში შემავალი ინგრედიენტების ურთიერთშეთვისებასა და შეწყობას, რაზეც არის მისი ეფექტიანობა დამყარებული. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ინგრედიენტი გვაძლევს კონკრეტულ შედეგს, ხოლო მეორე ინგრედიენტი ამ შედეგს აბათილებს, დასახულ მიზანს ვერ მივაღწევთ.

აუცილებელია დანამატში შემავალი ინგრედიენტები ერთსა და იმავე მიზანს ემსახურებოდნენ. სანამ შევიძენთ ამა თუ იმ დანამატს, აუცილებელია გავერკვეთ მასში შემავალი კომპონენტების დანიშნულებაში. სამწუხაროდ საკვები დანამატების ბაზარზე უამრავი დანამატი იყიდება, რომლის შემქმნელებსაც სინერგიის საკითხი არ გაუთვალისწინებიათ, რითაც მათი ეფექტიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

  • მიღების დრო

გადავდივართ ბოლო, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვან ასპექტზე: ეს გახლავთ დანამატის მიღების დრო.

აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ როდის ხდება ამა თუ იმ დანამატის მიღება. მაგ. წინასავარჯიშო კომპლექსი - ის თავად გვეუბნება, რომ ვარჯიშის დაწყებამდე უნდა მივიღოთ.

დანამატების რეგულარული მიღება ყოველივე ზემოთქმულის ზედმიწევნით გათვალისწინებით, ვარჯიშის დაწყებამდე ან მის შემდეგ, აუცილებლად გაზრდის მათს ეფექტურობას, ვიდრე მათი მიღება ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წესის გათვალისწინების გარეშე. აღნიშნული დადასტურებულია შესაბამისი კვლევებით და ცნობილი ათლეტების პირადი გამოცდილებით.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა