ეშლი ჰოფმანის 7 რჩევა გახდომის მსურველებს
ეშლი ჰოფმანის 7 რჩევა გახდომის მსურველებს
გახდომის მსურველებს სტატიაში განხილული 7 რჩევა ცხიმების უკეთ დაწვასა და ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. იმისთვის, რომ საოცნებო სხეული გქონდეთ, მხოლოდ ვარჯიში და კვებასთან დაკავშირებული მოდური მოსაზრებების გაზიარება საკმარისი არ არის. ყველამ ვიცით, რომ გახდომის მსურველებს დღეში 3-ჯერ მაინც მართებთ ხილის მირთმევა, რაციონში ბოსტნეულის ჩართვა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ოცნებების ასრულებას გაცილებით მეტი შრომა და ცოდნა სჭირდება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
თუ თქვენს მიზანს წარმოადგენს შეუდარებელი ფიგურის ქონა და საოცნებო სხეულის პარამეტრები, მაშინ პროფესიონალი ფიტნეს-მოდელის ეშლი ჰოფმანის რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ. ის დაგეხმარებათ იმ კვებითი სტრატეგიების შემუშავებაში, რომლებიც წარმოუდგენელ შედეგებამდე მიგიყვანთ და დიდ სცენაზე ამაყად დგომის საშუალებასაც მოგცემთ.
- რაციონში მეტი მრავალფეროვნება შეიტანეთ
დიეტაზე მყოფი ადამიანები ხშირად ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ და ერთფეროვანი კვების მსხვერპლად იქცევიან ხოლმე. გახდომა თუ გსურთ, აუცილებელი არ არის უსასრულოდ მიირთვათ ქათმის ფილე, ყვავილოვანი კომბოსტო და ყავისფერი ბრინჯი. ჰოფმანის თქმით, მონოტონურობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მსგავს შეცდომებს ვერიდოთ.
ხილისა და ბოსტნეულის ფართო არჩევანი ვიტამინებისა და მინერალების საჭირო რაოდენობას მთლიანად შეგივსებთ. ჰოფმანი გვიმხელს: „ მე ყოველდღიურად ვეძებ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ახალ წყაროებს და მენიუს მრავალფეროვნებას ვძენ. ჩემი დიეტები მოსაწყენი არასდროს არის.“
- უპირატესობა მიანიჭეთ დაუმუშავებელ პროდუქტს
კვების რაციონის განსაზღვრისას ჰოფმანი მაქსიმალურად ერიდება დამუშავებული პროდუქტის გამოყენებას. „დაუმუშავებელი პროდუქტი ორგანიზმს საჭირო ენერგიას აძლევს და დღის განმავლობაში უნარჩუნებს, განსხვავებით დამუშავებული საკვებისგან.“ - აცხადებს ეშლი ჰოფმანი.
დაუმუშავებელ პროდუქტში გაცილებით მეტი მკვებავი ნივთიერებაა, ვიდრე დამუშავებულში, რადგან დამუშავებისას საკვები უამრავ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს. როდესაც მათ ცოცხლად მიირთმევთ, გაცილებით მეტ ვიტამინსა და მინერალს იღებთ, ვიდრე დამუშავებული პროდუქტით კვებისას.
- ფოკუსირდით ბოჭკოს სათანადო რაოდენობით მიღებაზე
„ბოჭკო ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზმისთვის, რასაც ადამიანები ხშირად ივიწყებენ. პერისტალტიკის დასარეგულირებლად კი მისი გამოყენება უმნიშვნელოვანესია. ბოჭკო დანაყრების სწრაფ შეგრძნებებსაც იწვევს, რითაც დიეტის ერთგულად მიყოლას გვიადვილებს.“ - აცხადებს ჰოფმანი.
დიეტაში დაბალი გლიკემიური ინდექსისა და ბოჭკოს დიდი რაოდენობის შემცველი პროდუქტების ჩართვით, როგორებიცაა ხილი და თხილეული, ჰოფმანი საკუთარი კვებითი მიზნების რეალიზებას სრულად ახდენს.
- მენიუ მაქსიმალურად გაიმდიდრეთ ბოსტნეულით
ერთადერთი პროდუქტი, რის მიღებასაც ჰოფმანი არასდროს ზღუდავს, თუნდაც უმკაცრეს დიეტაზე იმყოფებოდეს, არის განსხვავებული სახის ბოსტნეული. ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება ნუ შეგაშინებთ. ასე წონაში არ მოიმატებთ. „ადამიანები, რომლებიც მიდრეკილი არიან საკვების დიდი რაოდენობით მიღებისკენ, არ უნდა მოერიდნონ ბოსტნეულით კვებას, რადგან ამ გზით ისინი საკუთარ მოთხოვნილებებსაც დაიკმაყოფილებენ და წონაშიც არ მოიმატებენ.“ - გვირჩევს ჰოფმანი.
მწვანილეულით სავსე თეფში სასარგებლო ვიტამინებით გაგამდიდრებთ და იმის შეგრძნებასაც გაგიჩენთ, რომ ბევრი ჭამეთ, რადგან თქვენ მათ უხვად მიირთმევთ. ხშირად ვერც კი მიხვდებით ,რომ დიეტურად იკვებებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ბოსტნეულის ჩართვა დიეტაში წაუგებელი სვლაა.
- ნუ შეგაშინებთ ნახშირწყლებით მიღებული სარგებელი
როდესაც წონის კლებაზე იწყებენ საუბარს, რაციონიდან ნახშირწყლებს მაშინვე გამორიცხავენ ხოლმე, რაც არასწორია. „ნახშირწყლებს ისე უყურებენ. როგორც დაუნდობელ მტრებს. სინამდვილეში ასე არ უნდა იფიქროთ. მათ ცხიმის წვის პროცესზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის მოხდება შეუძლიათ.“ - აცხადებს ჰოფმანი.
ნახშირწყალი ენერგიის მთავარ წყაროს წარმოადგენს. მისი მიღებით თქვენ ვარჯიშისთვის საჭირო ძალას იძენთ, ვარჯიში კი ცხიმების წვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ნახშირწყლების მიღების დრო და ის ვარჯიშის წინა საათებს დაამთხვიოთ, რათა ენერგია გქონდეთ. ასე ცხიმებს მარტივად დაწვავთ და წელის გარშემოწერილობასაც არ გაიფუჭებთ.
- ცხიმებთან სიფრთხილე გმართებთ
ცხიმები ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავენ კალორიებს. ერთ გრამზე დაახლოებით 9 კალორია მოდის. ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ დიეტური კვებისას რამდენ გრამ ცხიმს იღებთ დღიურად. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სასარგებლო ცხიმების სრულად გამორიცხვა კვების რაციონიდან არ შეიძლება.
„ცხიმები ჩვენს ორგანიზმს სწორად ფუნქციონირებაში ეხმარება და ჰორმონთა გამომუშავების პროცესზე ახდენს გავლენას. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, სასარგებლო ცხიმების საჭირო რაოდენობა თუ არ გაქვთ, ზედმეტი ცხიმებისგან ვერ გათავისუფლდებით.“ - გვაფრთხილებს ჰოფმანი.
- ყურადღება მიაქციეთ ჰიდრატაციის ხარისხს
კვებაზე ყურადღების გადატანით ნუ დაივიწყებთ სითხეების მიღების მნიშვნელობას. „სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი, ეს დეჰიდრატაციისგან დაგიცავთ.“ - გვირჩევს ჰოფმანი.
თუ ხშირად გშივდებათ და თავს ვერ აკონტროლებთ, სითხე მიიღეთ. ეს უსარგებლო ხემსისგან დაგიცავთ და დანაყრების შეგრძნებას გაგიჩენთ.
თუ ვარჯიშისას მისვლებს შორის შესვენებებზე სათანადო რაოდენობით წყალს არ სვამთ, ეს არამხოლოდ დეჰიდრატაციის საფრთხეს გიქმნით, თქვენი ვარჯიშის ხარისხზეც ახდენს საბედისწერო გავლენას. დეჰიდრატაცია ძალებს გართმევთ და შესრულების ხარისხს მნიშვნელოვნად გიქვეითებთ.