Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ჯანსაღი სადილის მომზადების 6 ინსტაგრამ-იდეა საქმიანი ადამიანებისთვის

დაიღალეთ სამსახურში მხოლოდ წიწიბურისა და ბრინჯის წაღებით?! ჩვენ დაგეხმარებით სადილის გამრავალფეროვნებაში. ქვემოთ ჩამოთვლილი კერძები არამხოლოდ გემრიელია, არამედ სასარგებლო ნივთიერებებით არის გაჯერებული. გემრიელი სადილების ინსტაგრამ-იდეები ბევრ საქმიან ადამიანს დაეხმარება რაციონის გამდიდრებაში.

მაშ ასე, ვიწყებთ:

  • @Floordeboor_fit სადილად ხილისა და იოგურტის მირთმევას გირჩევთ. ასევე გთავაზობთ შვრიას არაქისის კარაქის დამატებით, რომელსაც ბანანიც უნდა მიაყოლოთ. შეგიძლიათ არჩევანი ყავისფერ ბრინჯსა და ბოსტნეულის ლაზანიას შორის გააკეთოთ. ინსტაგრამის მოცემული ანგარიშის მფლობელი სადილად პარმეზანსაც სიამოვნებით გეახლებათ.

 

  • კირსტენი @orangesandavocados სადილად სასარგებლო სალათის მომზადებას გირჩევთ. ის ინგრედიენტებად ბოლოკს, პომიდორს, ყველ ფეტას და მოხარშულ კვერცხს იყენებს. სალათი თითქმის მზად არის. შეგიძლიათ ოფისში მხოლოდ ცხიმი დაუმატოთ და გემრიელად მიირთვათ.

 

  • @marekfitness სადილად მოხარშულ კვერცხს გთავაზობთ, ასევე შვრიის  ფაფას სელის თესლისა და გოჯის კენკრის დამატებით, რომელიც წარმოუდგენლად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ანგარიშის მფლობელი ფარშირებულ ბულგარულზეც არ ამბობს უარს, რომელსაც ინდაურის ხორცთან და ყავისფერ ბრინჯთან ერთად გეახლებათ. სტეიკი და ცოცხალი ბოსტნეულიც არ არის ურიგო სადილი. შეგიძლიათ ბერძნული იოგურტი მოამზადოთ მოცვის დამატებით. ბანანი, თხილეული ან პროტეინის ბატონიც დააგემოვნოთ.

 

  • ფოტოზე ასახული შვედური სადილის მოსამზადებლად @meowmeix-ს მხოლოდ 2 საათი დასჭირდა. კერძები მდიდარია ცილით(ორაგული, ქათმის ხორცი და მოხარშული კვერცხი), ბოჭკოთი მდიდარი საკვები (სტაფილო, სოკო, პომიდორი ჩერი, კიტრის სალათი, ბულგარული წიწაკა და რუკოლა), ხილი და სასარგებლო ცხიმები ( ავოკადო).

 

@foodprepprincess ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ქათმის ფილე მოსაწყენი სადილი არ არის. შეგვიძლია ანგარიშის მფლობელს მივბაძოთ და არჩევანი ცილით მდიდარ პროდუქტებზე შევაჩეროთ. ეს არამხოლოდ სწორ კვებას მიგვაჩვევს, გახდომაშიც დაგვეხმარება.

 

  • გოგონა სახელად ვინი ანგარიშით @winnesbalance_  კვების დღიურებს აწარმოებს. ის ხშირად გეახლებათ კენკრითა და ხილით გამდიდრებულ შვრიას, სადილად ხშირად მიირთმევს ტკბილ კარტოფილს ბოსტნეულთან ერთად და ქათმის ხორცს პომიდვრით. ვერაფერს ვიტყვით! ვინი გემოვნებას არ უჩივის.

 

ახლა უკვე კარგად იცით, როგორ შეიძლება სადილი ოფისშიც კი მრავალფეროვანი იყოს. თქვენც სცადეთ. გამოიყენეთ ინსტაგრამის მომხმარებლების გამოცდილება და შედეგიც არ დააყოვნებს.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა