Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს საკაზმი

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

  • ბროკოლი - 400 გრ.
  • ყვავილოვანი კომბოსტო - 400 გრ.
  • პომიდორი ჩერი - 200 გრ.
  • ნიორი - 3 კბილი
  • დაჭრილი ბეკონი - 80 გრ.
  • ნუშის ფანტელი - 3 სუფრის კოვზი
  • ლიმნის წვენი - 2 სუფრის კოვზი
  • თაფლი - 1 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • შავი წიწაკა
  • წითელი წიწაკა ჩილი
  • პურის ჩხირები გასაფორმებლად

 

მომზადების დრო : 30 წთ.

ულუფების რაოდენობა: 6

 

მომზადების წესი:

  • ნუშის ფანტელი გახურებულ მშრალ ტაფაზე გადავიტანოთ და გავაჩეროთ, ვურიოთ სანამ ოქროსფერი არ გახდება.

  • ორ ქვაბში მოვადუღოთ წყალი, ჩავყაროთ მარილი და ცალ-ცალკე მოვხარშოთ ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. ვხარშოთ დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ გადავუწუროთ წყალი და ბოსტნეული თბილად შევინახოთ.

  • ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და ბეკონი შებრაწეთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. გამზადებული ბეკონი გადმოიტანეთ ქაღალდზე, რომ ზედმეტი ცხიმი ჩამოშორდეს. შემდეგ დაჭერით წვრილ ნაჭრებად.

  • ნიორი გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ. წითელი წიწაკა ჩილი წვრილად დაჭერით. ორივე მათგანი 3 წუთის მანძილზე გადაიტანეთ ზეთიან ტაფაზე. შემდეგ შვრიის ფანტელსა და ბეკონს მოაყარეთ. კარგად აურიეთ.

  • ლიმნის წვენი, თაფლი და 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ერთმანეთში აურიეთ. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

  • მიღებული მასა ლანგარზე გადატანილ ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის ნაზავს უნდა მოასხათ. დაამატეთ შვრიისა და ბეკონის ნაერთი. გააფორმეთ კერძი და მიიტანეთ მაგიდასთან.

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა