ბრინჯის სუპ-პიურე ისპანახით
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
- ბრინჯი - 100 გრ.
- წყალი - 250 მლ.
- ისპანახი - 250 გრ.
- ქათმის ბულიონი - 450 მლ.
- ლიმნის წვენი - 3 სუფრის კოვზი
- დაჭრილი ხახვი - 1 ცალი
- ნიორი - 3 კბილი
- კვერცხი - 1 ცალი
- ბეგქონდარა -3-4 ც.
- მარილი
- წიწაკა
- ნაღები (10%) – 50 მლ.
- მცენარეული ზეთი - 3 სუფრის კოვზი
მომზადების დრო : 50 წთ.
ულუფების რაოდენობა: 3
მომზადების წესი:
- ბრინჯი მოვხარშოთ ისე, რომ დარბილდეს. ისპანახი კი ცხელ ტაფაზე მოვათავსოთ, რომ ზომაში დაპატარავდეს.
- ხახვი და ნიორი დავაქუცმაცოთ. ზეთიან ტაფაზე გადავიტანოთ და მოვთუშოთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
- ქვაბში გადავიტანოთ მოხარშული ბრინჯი, იპანახი, ხახვი, ნიორი და მოვასხათ ქათმის ბულიონი.
- წვნიანი 5 წუთის მანძილზე უნდა ვადუღოთ, თან გამუდმებით ვურიოთ. დუღილის პროცესში დავამატოთ მარილი, წიწაკა, ბეგქონდარა, ლიმნის წვენი, ბულიონში გათქვეფილი კვერცხი. შემდეგ გამოვრთოთ. მიღებული მასა კარგად დავაბლენდეროთ.
- სუპ-პიურეს დავუმატოთ ნაღები. კვლავ შემოვდგათ ცეცხლზე და ადუღებამდე ვურიოთ. როგორც კი დუღილს დაიწყებს გამოვრთოთ. წვნიანის კონსისტენცია თავად დაარეგულირეთ მომზადების პროცესში გამოყენებული ბულიონის რაოდენობით.