ხილის სალათი ქოქოსით
ხილის სალათი, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ წარმოუდგენლად მსუბუქი და ამავდროულად არომატულია. ის ცნობილი კოქტეილის პინა-კოლადას სურნელს მოგაგონებთ. მიუხედავად ამისა მასში ერთ წვეთ ალკოჰოლსაც ვერ ნახავთ. ხილს, გარდა ანანასისა, თქვენი გემოვნებით ირჩევთ.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
- მწიფე ანანასი - 1 ცალი
- მარწყვი - 500 გრ.
- მანდარინი - 4 ც.
- ბანანი - 4 ც.
- მოცვი - 300 გრ.
- ქოქოსის ფანტელი - ½ ჭიქა
- ქოქოსის კრემი - ½ ჭიქა
- ანანასის წვენი - ¼ ჭიქა
მომზადების დრო : 20 წთ.
ულუფების რაოდენობა: 10
მომზადების წესი
- აიღეთ ერთი ცალი მწიფე ანანასი. მოაცალეთ კუდი, მოაშორეთ კანი. ანანასი კარგად უნდა გაასუფთავოთ და უსარგებლო ნაწილები მოაცილოთ.
- გასუფთავებული ანანასი 4 ნაწილად დაჭერით. შუაგული, რომელიც არ გამოგადგებათ, მოაცილეთ.
- მიღებული ანანასი მთლიან, 1,5 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად დაჭერით.
- გაასუფთავეთ ბანანი და მრგვალ ნაჭრებად დაჭერით. მარწყვს მოაცალეთ ზედმეტი ფოთლები, გარეცხეთ და 2-3 ნაწილად დაჭერით. გაასუფთავეთ მანდარინი და დააქუცმაცეთ.
- გადახსენით ქოქოსის ნაყოფი და თეთრი რბილობი ბლენდერში მოათავსეთ, ან სახეხი გამოიყენეთ. დააქუცმაცეთ წვრილ ნაჭრებად.
- ქოქოსის კრემი და ანანასის წვენი ერთმანეთში აურიეთ.
- ხილი ერთად მოათავსეთ, მოასხით მიღებული კრემი და ქოქოსის თეთრი ფანტელიც შეურიეთ. მაგიდაზე სანაყინით ან განიერი ჭიქით მიიტანეთ.