ბრინჯი არაქისითა და პესტოს სოუსით
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
- მარილი
- ბრინჯი - 1 ჭიქა
- არაქისი - 100 გრ.
პესტოს სოუსისთვის:
- ზეითუნის ზეთი - 150 მლ.
- ახალი რეჰანი - 1 კონა
- ნიორი- 2 კბილი
- კედრის კაკალი - 2 სუფრის კოვზი
მომზადების დრო: 15 წთ.
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების წესი
- პესტოს სოუსის მომზადებისთვის რეჰანი, ნიორი და კაკალი ერთად დავაბლენდეროთ, მოვაყაროთ მარილი და ნელ-ნელა ზეითუნის ზეთიც ჩავამატოთ.
- არაქისი კარგად გახურებულ ტაფაზე მოვხალოთ. წყალი მოვადუღოთ და მარილი ჩავყაროთ, დავამატოთ ბრინჯიც და მოვხარშოთ.
- მოხალული არაქისი ბრინჯს კარგად შევურიოთ. მოვასხათ პესტოს სოუსი და მაგიდასთან მივიტანოთ.