ანანასის, მარწყვისა და ლიჩის დესერტი
ანანასი, მარწყვი და ლიჩი სუპერმარკეტებში თითქმის ყველა სეზონზე შეგიძლიათ შეიძინოთ, რაც ამ უგემრიელესი და სასარგებლო დესერტის მომზადებას მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
- ანანასი - 1ც.
- მარწყვი - 100 გრ.
- ლიჩის ნაყოფი - 100 გრ.
- შაქრის პუდრა - 1 სუფრის კოვზი
- მსუბუქი რომი - 3 სუფრის კოვზი
მომზადების დრო: 30 წუთი.
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების წესი
- ანანასი გაასუფთავეთ. მოაშორეთ ყველა უსარგებლო ნაწილი და კუბიკებად დაჭერით.
- გარეცხეთ მარწყვი. კარგად გაწმინდეთ.
- ლიჩი გარეცხეთ. მოაცილეთ კანი და მარცვლები. ანანასი, ლიჩი და მარწყვი ერთ ჯამში გადმოიტანეთ.
- შაქრის პუდრა რომში გახსენით და სიროფი ხილს მოასხით. გააჩერეთ 20 წუთით. მიღებული დესერტი ანანასის გადაჭრილ ნაწილში მოათავსეთ.
გემრიელად მიირთვით!