კიტრისა და იოგურტის დიეტური სალათი
თქვენ წინაშეა დიეტური და ამავე დროს ძალიან სასარგებლო სალათი, რომლის მომზადება ძალიან ადვილია. თუ თქვენ ზედმეტი კილოგრამების მოშორება გსურთ და ჯანსაღადაც იკვებებით, ეს სალათი სწორედ თქვენთვისაა.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
- კიტრი - 400 გრ.
- მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
- იოგურტი - 250 მლ.
- ნიორი - 2-3 კბილი
- პიტნა - 2-3 ც.
- მწვანილი - ½ კონა ოხრახუში, ნიახური
- წითელი წიწაკა - ¼ ჩაის კოვზი
- შავი წიწაკა - ¼ ჩაის კოვზი
ულუფების რაოდენობა: 2
მომზადების წესი
- ყველა ინგრედიენტი მოიმარაგეთ. იოგურტი კლასიკური უნდა იყოს, ყოველგვარი დანამატების გარეშე და რაც მთავარია, უშაქრო. კიტრი, პიტნა და მწვანილი კარგად გარეცხეთ. ნიორი გაასუფთავეთ.
- დასაწყისისთვის სოუსი მოამზადეთ. იოგურტში ჩაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი.
- სოუსს ჩაამატეთ ორივე სახის წიწაკა და მარილი თქვენი გემოვნებით. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
- საბოლოოდ საკაზმი ასეთი ლამაზი უნდა გამოვიდეს.
- კიტრი პატარა კუბიკებად დაჭერით.
- მწვანილი და პიტნა წვრილად დააქუცმაცეთ.
- ყველა ინგრედიენტი სოუსში მოათავსეთ და კარგად ამოურიეთ. თქვენი სალათი მზად არის.
- მაგიდასთან საშუალო ზომის ფინჯნებით მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!