რუკოლას სალათი
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
- სალათი რუკოლა - 250 გრ.
- პომიდორი ჩერი - 10 ც.
- წითელი ხახვი - ნახევარი
- ნიორი - 1 კბ.
- პარმეზანი - 50 გრ.
- თეთრი პურის მომცრო ნაჭრები ქერქის გარეშე - 6ც.
- ზეითუნის ზეთი - 50 მლ.
- ღვინის ძმარი - 1 ჩაის კოვზი.
- მარილი
მომზადების დრო: 15 წუთი
ულუფების რაოდენობა: 2
მომზადების წესი
- რუკოლა გარეცხეთ და გააშრეთ. პომიდვრები შუაზე გაჭერით, ხახვი კი რკალისებურად. ნიორი გაასუფთავეთ და წვრილად დააქუცმაცეთ. ნახევარი პარმეზანი გახეხეთ. დარჩენილი ნაწილი კი თხლად დაჭერით.
- პური თხელ ვიწრო ნაჭრებად დაჭერით, თავზე გახეხილი პარმეზანი მოაყარეთ, ცოტაოდენი ზეთი მოასხით და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 2-3 წუთით გააჩერეთ.
- ზეითუნის ზეთი, ძმარი, მარილი და წიწაკა კარგად აურიეთ. ჯამში ერთად მოათავსეთ რუკოლა, ჩერი, პარმეზანის ნაჭრები, ხახვი და ნიორი. მოასხით საკაზმი და მაგიდასთან მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!