Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



კამალ ელ გარგნიმ თავი კიდევ ერთხელ შეგვახსენა

მისტერ ოლიმპია 2018-ის მოახლოვებასთან ერთად კონკურსანტები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და სოციალურ ქსელებში თავიანთი ამჟამინდელი ფორმის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს. სხვებს არც წლევანდელი არნოლდ კლასიკის გამარჯვებული კამალ ელ გარგნი ჩამორჩა. მან თავის ინსტაგრამზე განათავსა ფოტო, რომელიც ხაზს უსვამს ათლეტის  შესანიშნავ ფიგურას. ელ გარგნიც ლას ვეგასისთვის ემზადება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მისტერ ოლიმპია 212 კატეგორიის მოქმედი ჩემპიონი წელს უკანასკნელად იასპარეზებს, რამაც ელ გარგნის შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა, რადგან ის სწორედ მოცემული კატეგორიის კონკურსანტია.

 

 

თუ კამალი ლას-ვეგასშიც ისეთ შესანიშნავ სანახაობას შემოგვთავაზებს, როგორიც მარტში გვაჩვენა, სავსებით შესაძლებელია მისი ყველაზე დიდი ოცნება წელს ასრულდეს. ელ გარგნის კიდევ ერთ კონკურენტად შარშანდელ ვიცე ჩემპიონს აჰმად აშკანანის განიხილავენ, რომელიც ქუვეითელი სპორტსმენია. თუმცა კამალს აქვს თავისი განუმეორებელი სტილი და თავდაუზოგავი შრომითაც გამოირჩევა. მას ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობის გამოცდილებაც აქვს, რაც მან არნოლდ კლასიკზე ყველას დაუმტკიცა.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა