Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



მარინა ზეუსი ჯანსაღი საუზმის მნიშვნელობაზე

ცნობილი ფიტნეს-ტრენერი მარინა ზეუსი ჯანსაღი საუზმის შესახებ გვესაუბრება და მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისი თქმით, გახდომა შეუძლებელია, თუ დილით არ მივირთმევთ. ამასთან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვიკვებებით და ვიღებთ თუ არა საჭირო რაოდენობის ვიტამინებს.

მიუხედავად იმისა, რომ საუზმის მნიშვნელობაზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ,ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც მტკიცედ სწამთ, რომ თუ საუზმეს გამოტოვებენ დღიური კალორიების რაოდენობას შეამცირებენ და წონაშიც დაიკლებენ. ასეთ დროს სურვილი მიჩნდება ადამიანებს ფიზიოლოგიის გაკვეთილები ჩავუტარო და ვუთხრა, რომ გახდომა საუზმის გარეშე შეუძლებელია. ეს ვარაუდი არ არის. ეს მეცნიერებაა.“

 

 

-         რა მოხდება, თუ დილით ჭამაზე უარს განვაცხადებთ?

-         როდესაც უგულებელყოფთ ყველაზე მნიშვნელოვან კვებას, თქვენ ჩაკეტილ წრეს ქმნით: საუზმის არარსებობა - მაღალკალორიული ხემსები - მძიმე ვახშამი. ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად საუზმობენ, 10 % -ით სწრაფი მეტაბოლიზმი აქვთ. ისინი, ვინც დილით კვებას თავს არიდებენ, წლის განმავლობაში დაახლოებით 3-დან 6 კილოგრამამდე იმატებენ.მეტი სიცხადისთვის მაგალითის მოყვანაც შეგვიძლია. თქვენ დილით საუზმის მომზადება დაგეზარათ და სამსახურში მშიერი წახვედით.  რამდენიმე საათში თქვენს სისხლში შაქრის დონე მნიშვნელოვნად ეცემა, რის გამოც სისუსტესა და შიმშილს იგრძნობთ. თქვენს ორგანიზმს მოთხოვნილება უჩნდება კალორიების დიდი რაოდენობა სწრაფად მიიღოს. სავარაუდოდ სამსახურში ტკბილი ნამცხვრითა და ყავით წაიხემსებთ, რითაც ინსულინის ნორმალური გამოყოფის ტემპებს შეცვლით და თქვენი ორგანიზმი მიღებულ კალორიებს ცხიმებად გარდაქმნის. ამით ყველაფერი არ სრულდება. მალე შაქრის დონე კვლავ დაეცემა, რადგან მიღებული ნახშირწყლების ათვისება ძალიან სწრაფად მოხდა და თქვენ ისევ მოგშივდებათ.

 

 

სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდებით სახლში. შიმშილს კვლავ ზედმეტი კალორიებით მოიკლავთ და დილას იმავე  შეცდომას გაიმეორებთ. ასე უსასრულოდ ეხვევით გაუვალ წრეში.

-         მაღალნახშირწყლოვან საუზმეზე რას იტყვით?

-         კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ თქვენ იმას მიირთმევთ, რასაც არ უნდა მიირთმევდეთ. მაგ. უპირატესობას ბუტერბროდებს ანიჭებთ, მარტივად მოსამზადებელ ფაფებს, ყავასა და ჩაის ეტანებით. ეს იგივეა, საუზმე გამოტოვოთ. თქვენს ორგანიზმში ანალოგიური პროცესები აქტიურდება.

 

ბალანსირებული საუზმე კი საშუალებას იძლევა ზედმეტი კალორიების მიღებისგან თავი დაიცვათ. ის 35 % -ით ამცირებს წონაში მატების რისკს და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებისგან გიცავთ.

-         რას ნიშნავს ჯანსაღი საუზმე? რა უნდა მივირთვათ ამ დროს?

-         იდეალურ შემთხვევაში ორგანიზმის ფიზიკური და ფიზიოლოგიური გამოფხიზლება ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. ეს იმას ნიშნავს,რომ საუზმე გაღვიძებიდან 1 საათის განმავლობაში უნდა მიირთვათ. პირველ რიგში, ერთი ჭიქა წყლის დალევა არ უნდა დაგავიწყეთ, რათა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აქტიურ მუშაობას შეუწყოთ ხელი. საკვები, რომელსაც მიირთმევთ მკვებავი ნივთიერებებით უნდა იყოს გაჯერებული და ენერგია მოგცეთ, რათა შაქრის დონე მალე არ დაეცეს. საუკეთესო შემთხვევაში რთული ნახშირწყლებით, ცილებითა და ბოჭკოთი მდიდარი საჭმელი უნდა მიირთვათ.

 

 

ვიტამინების და მიკროელემენტების ბალანსიც არ უნდა გამოგრჩეთ. სასურველია, ვიტამინებს დამატებითაც იღებდეთ.

-         რა სარგებლობა მოაქვს ჯანსაღ საუზმეს?

-         ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საუზმე კანის, თმებისა და ფრჩხილების მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. პრობიოტიკებით გაჯერებული საუზმე ორგანიზმის დამცავ ფუნქციას აძლიერებს. ადამიანს, რომელიც დილით საუზმობას მიჩვეულია, გაცილებით მყარი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე მას, ვინც არასწორად იკვებება.

 

 

 

როგორც ხედავთ, ჯანსაღი საუზმე არამხოლოდ გახდომაში გეხმარებათ, ის ორგანიზმს აძლიერებს. თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, თავად სცადეთ. შედეგი არ დააყოვნებს.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა