Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



მეტი დრო შესვენებისთვის და გაზრდილი კუნთოვანი მასა

ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძალოვან ვარჯიშებს შორის შესვენებების გახანგრძლივებული ინტერვალი კუნთოვანი მასის ზრდის ხელშემწყობია.

„ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის“ ონლაინ ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კვლევა ეჭვქვეშ აყენებს სტანდარტულ მოსაზრებას ვარჯიშისას ხანმოკლე შესვენებების სარგებლიანობასთან დაკავშირებით. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შესვენებისთვის გამოყოფილი მცირე ინტერვალები აფერხებს კუნთების ზრდის პროცესს.

კვლევაში 16 მამაკაცი იღებდა მონაწილეობას. ისინი მძიმე წონების აზიდვის ვარჯიშებს აკეთებდნენ.  ზოგიერთი მათგანი ერთ, ზოგი კი 5-წუთიან შესვენებებს იღებდა მისვლებს შორის. ვარჯიშის დასრულებისთანავე და შემდეგ ყოველ 4, 24  და 28 საათში ტარდებოდა კუნთების ბიოფსია, რათა გამოეკვლიათ პროთეინების მიოფიბრილარული სინთეზი და უჯრედთშორისი კავშირები.

კვლევამ აჩვენა, რომ პროთეინების მიოფიბრილარული სინთეზი 2-ჯერ უფრო მაღალი იყო იმ მონაწილეებში, რომლებიც დასვენებას 5 წუთს უთმობდნენ. მათთან სინთეზის 152%- იანი გაზრდა დაფიქსირდა, ხოლო შესვენების 1-წუთიანი ინტერვალის მქონე მონაწილეებში აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 76%-ს უდრიდა.

დოქტორი ლი ბრინი ბირმინგემის უნივესიტეტიდან განმარტავს: „ ადამიანებს, რომლებიც კუნთების ზრდის მაქსიმალურ საზღვრებს აღწევენ, შესაძლოა კვლავ მოუხდეთ ინტერვალების დროის შემცირება, რადგან მათი ორგანიზმი აღნიშნულ რეჟიმთან ადაპტირდება და შედეგის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. გამოცდილი ფიტნეს მიმდევრებიც, რომლებიც მცირე ინტერვალებით ვარჯიშობენ, სინთეზის მსგავს მაღალ დონეს ვეღარ აღწევენ, რადგან მიჩვეული არიან სტაბილურ რეჟიმს. ინტერვალების 2-3 წუთამდე გაზრდა, მათაც დაეხმარება, რომ  კუნთოვანი მასის ზრდის მაქსიმუმს მიაღწიონ.“

მკვლევარები თავიანთი ახალი აღმოჩენის დახვეწას და ახალი კვლევის ჩატარებას გეგმავენ, რომელიც, მათი ვარაუდით, რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდება, რათა შედეგები მეტი სანდოობით სარგებლობდეს. ისინი ეცდებიან კუნთოვანი მასის ზრდის ხელშემწყობი ახალი გზების გამოძებნას.

ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარები გეგმავენ ისეთი ცვლადებით მანიპულაციას, როგორიცაა შესვენების ინტერვალის ხანგრძლივობა ვარჯიშისას. მათი აზრით, მსგავს მანიპულაციებს ორგანიზმისთვის სასარგებლო ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა