Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



3 მითი მაღალცილოვან დიეტაზე

ცილა ნებისმიერი ადამიანის რაციონში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. თუ თქვენ ბოდიბილდერი ხართ ან აქტიურად ვარჯიშობთ, ცილებსაც მეტი რაოდენობით იღებთ. არის თუ არა საშიში ცილის დიდი დოზებით მიღება?!

ბოდიბილდერები ხშირად ხვდებიან ცრურწმენებით შეპყრობილ ადამიანებს, რომლებსაც ცილების დიდი რაოდენობით მიღება აშინებთ და ამას ჯანმრთელობისთვის საზიანო ჩვევად განიხილავენ. ცილების როლზე კუნთოვანი მასის ჩამოსაყალიბებლად თითქმის აღარავინ დაობს, თუმცა რამდენად სასარგებლოა ცილის დიდი დოზები ორგანიზმისთვის, ეს დღემდე საჭოჭმანო თემაა.

დოქტორმა ხოსე ანტონიომ რიგი კვლევები მიუძღვნა მაღალცილოვან დიეტებთან დაკავშირებულ საკითხებს. ის არაერთი სამეცნიერო პროგრამის ავტორია სპორტული კვების დარგში.  დოქტორმა ანტონიომ მაღალცილოვან დიეტებთან დაკავშირებული რამდენიმე მითი დაამსხვრია. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

  • მითი I. მაღალცილოვანი დიეტები ხელს უწყობენ ორგანიზმში ცხიმის მარაგის ზრდას

აღნიშნული აზრი მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება. ზოგადად მიღებული ცილის დღიური ნორმა სხეულის ყოველ კილოგრამზე 0,8 გრამს შეადგენს. დოქტორმა ანტონიომ გამოიკვლია ჯგუფი, რომლის წევრებიც ყოველ კილოგრამზე დღიურად 4,4 გრამ ცილას იღებდნენ .

კვლევის მონაწილეებს ცხიმის მარაგი არ გაზრდიათ, თუმცა არც კუნთოვანმა მასამ იმატა. როდესაც მათ დაიწყეს რეგულარული ვარჯიში, ცხიმის მარაგი შემცირდა, ხოლო კუნთოვანი მასა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

  • მითი II. მაღალცილოვანი დიეტა თირკმელს აზიანებს

დოქტორი ანტონიოს კვლევით გაირკვა, რომ მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ და მაღალცილოვან დიეტას მისდევენ (2 წლის მონაცემებით), თირკმლისა და  ღვიძლის პრობლემები არ აქვთ. მათ ჯანმრთელობას ცილები არანაირ საფრთხეს არ უქმნიან.

  • მითი III. მაღალცილოვანი დიეტები ქალბატონების ძვლებიდან კალცს გამოდევნიან

თუ ამ მითს დავუჯერებთ, ცილების დიდი რაოდენობით მიღება ქალბატონების ძვლებს ასუსტებს. დოქტორი ანტონიო 6 თვის მანძილზე ატარებდა კვლევას. იგი იმ ქალბატონების ძვლებს იკვლევდა, რომლებიც დღიურად 2,5-3 გრამამდე ცილას იღებდნენ სხეულის მასის ყოველ ერთ კილოგრამზე. კვლევამ ძვლების საერთო მდგომარეობის  გაუარესების ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ცილის დიდი რაოდენობით მიღებისას, ზოგიერთი ქალბატონის ძვლის მინერალური სიმკვრივე მატულობდა კიდეც.

ვარჯიშისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, აუცილებელია ბოდიბილდერებმა სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე 2,2 გრამამდე ცილა მიიღონ, რაც არამხოლოდ კუნთოვან მასას გაზრდის, მადასაც დააქვეითებს და არაჯანსაღი საკვებისადმი მიდრეკილებას შეამცირებს.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა