უგლუტენო დიეტა
გლუტენი რთული ცილაა, რომელიც გარკვეული პროდუქტების შემადგენლობაში შედის. მისი ინდივიდუალური აუტანლობისას, ალერგიული რეაქციების შემთხვევაში, ასევე ავტოიმუნური დაავადების მქონე ადამიანებისთვის უგლუტენო დიეტა ინიშინება. მოცემული დიეტის მიზანს წარმოადგენს გლუტენის მიღებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირება და ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება.
ულგუტენო დიეტის მთავარი მახასიათებლები
სამკურნალო უგლუტენო დიეტა გარკვეული სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ინიშნება. მის მთავარ მახასიათებელს რაციონიდან გლუტენის შემცველი პროდუქტების გამორიცხვა წარმოადგენს. ეს შეეხება იმ პროქტებს, რომლებიც გლუტენს სუფთა სახით შეიცავს, მაგ. მარცვლეული : ხორბალი, ქერი, ჭვავი და ა.შ. ასევე იმ პროდუქტებსაც, რომლებშიც გლუტენი დანამატის სახით გვხვდება, მაგ. ნაყინი, კონსერვები, სწრაფი კვების პროდუქტი და ა.შ.
გლუტენის დიეტა ორიენტირებულია ცხოველური წარმოშობის ცხიმებისა და ცილების მიღებაზე (ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები), ასევე რთულ ნახშირწყებლზე ( ბოსტნეული და ხილი), პარკოსნებზე. დასაშვებია შაქრისა და თაფლის მიღებაც.
აუცილებელია დღეში 4-5-ჯერ ჭამა. თითოეული ულუფა 200-300 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. უკანასკნელი კვება 18:00 საათს არ უნდა გადაცდეს.
პროდუქტების სია, რომელთა მირთმევაც დასაშვებია უგლუტენო დიეტის დროს:
- გამომცხვარი პროდუქტები, რომლებიც დაფქულ სოიოს, წიწიბურასა და ბრინჯს შეიცავენ.
- სოიო და ლობიო
- სოიოს, მზესუმზირის, ზეითუნისა და სიმინდის ზეთი
- ნაღების კარაქი
- ნატურალური რძისა და რძემჟამა პროდუქტები
- ხორცი
- ფრინველის ხორცი (ინდაური, ქათამი, ბატი, იხვი)
- თევზი და ზღვისპროდუქტები
- ქათმის კვერცხი
- ბრინჯი
- სიმინდი
- ფეტვი
- წიწიბურა
- ბოსტეული
- ხილი
- თაფლი
- ნატურალური ყავა და ჩაი
გთავაზობთ უგლუტენო დიეტის სამდღიან მენიუს:
I დღე
- პომიდვრისა და კვერცხის ომლეტი
- ქათმის წვნიანი და წიწიბურა
- ხილის სალათი
- კარტოფილის პიურე, გრილზე შემწვარი თევზი, ბერძნული სალათი
II დღე
- ხაჭო, არაჟანი და კენკრა
- თევზის წვნიანი და ბრინჯი
- ფორთოხალი და გრეიფრუტი
- ინდაურის ფილე გამომცხვარ ბოსტნეულთან ერთად
III დღე
- ბრინჯის პუდინგი თაფლით
- ბულიონი, თევზი ბოსტნეულთან ერთად
- კეფირი
- საქონლის ხორცის კატლეტი, წიწიბურა, კიტრისა და პომიდვრის სალათი
გასახდომი უგლუტენო დიეტა
გასახდომი უგლუტენო დიეტა გულისხმობს სწორი კვების რეჟიმზე გადასვლას. გლუტენი უამრავი კალორიული პროდუქტის შემადგენლობაში გვხვდება, როგორებიცაა: სწრაფი კვების პროდუქტები, გამომცხვარი პროდუქტები, კონსერვები, ძეხვეული, უნალექო ყავა და ა.შ. ამ კალორიულ პროდუქტებზე უარის თქმით დღიური რაციონის კალორიულობა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მეტაბოლიზმი გაუმჯობესდება, ნაწლავები კი ტოქსინებისგან გათავისუფლდება.
გასახდომი უგლუტენო დიეტა მრავალფეროვანი და ბალანსირებული მენიუთი გამოირჩევა. უკეთესი შედეგისთვის დღეში 4-5-ჯერ ჭამა აუცილებელია. დღის განმავლობაში 1,5 ლიტრამდე სუფთა წყალი უნდა მიიღოთ. რაციონში მარილის შემადგენლობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ.
გასახდომი უგლუტენო დიეტის დღიური რაციონი:
საუზმე: ხაჭო, ნატურალური იოგურტი
სადილი: ბულიონი 150 გრ. ქათმის ფილე 150 გრ.
მსუბუქი ხემსი
ვახშამი: ინდაური გამომცხვარ ბოსტნეულთან ერთად 250 გრ.
გახდომა უგლუტენო დიეტისას ხანგრძლივი, მაგრამ სტაბილურია. თვის მანძილზე სწორი კვებით 3- დან 5 კილომდე შეგიძლიათ, დაიკლოთ. ამგვარად ზოგად ჯანმრთელობას, კანის, თმებისა და ფრჩხილების მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. თუ პარალელურ რეჟიმში რეგულარულად ივარჯიშებთ, შედეგი გაცილებით ეფექტური იქნება.