Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ვარჯიშს ერექციული დისფუნქციის დამარცხება შეუძლია

საზოგადოების მოლოდინების გათვალისწინებით და გენდერული როლების განსაზღვრულობის გამო ერექციული დისფუნქციის დიაგნოზი მამაკაცებისთვის შიშის მომგვრელია. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ აღნიშნული დაავადება უშუალოდ მათი სასქესო ორგანოს მწყობრიდან გამოსვლაზე მიანიშნებს, რადგან ბევრმა არ იცის, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემას არასაკმარისად განვითარებული მენჯის დიაფრაგმის კუნთები ქმნიან.

მამაკაცთა უმრავლესობისთვის მენჯის დიაფრაგმის კუნთების განვითარება ნამდვილად არ წარმოადგენს მთავარ სამიზნეს, როდესაც ისინი დარბაზში მიდიან, არადა ეს მათი უდიდესი შეცდომაა. აღნიშნული ზონა დღის განმავლობაში ძალიან დიდ დატვირთვას იღებს საკუთარ თავზე, როგორც სააბაზანოში, ისე საწოლში. როდესაც მამაკაცები სპორტული აქტივობებისას „უხერხულ“ ტრავმებს იღებენ, თერაპევტთან ან ფიზიოთერაპევტთან ვიზიტით თავს არ იწუხებენ, რადგან მსგავს მამაკაცურ საკითხებთან მიმართებაში ისინი ძალიან ჩაკეტილები არიან და პრობლემას მეტისმეტად პირადულად განიხილავენ. მენჯის პრობლემები მხოლოდ ქალბატონებს არ აწუხებთ. სექსის დაწყების ან დასრულების შემდეგ ტკივილი და შარდის შეუკავებლობა სწორედ მენჯის პრობლემებზე მიანიშნებს.

პრობლემისთვის თვალის გასწორება

ერექციული დისფუნქცია ძალიან გავრცელებული და სწრაფად მზარდი პრობლემაა. მხოლოდ ამერიკაში 2010 წლის მონაცემებით 12 მილიონი მამაკაცი 40-დან 79 წლამდე მსგავს პრობლემას აწყდება. უფრო ახალი კვლევებით კი დგინდება, რომ 40 წლამდე მამაკაცების მეოთხედს ერექციული დისფუნქცია აწუხებს. მათი უმრავლესობა მკურნალობის ერთსა და იმავე მეთოდს მიმართავს. ისინი მედიკამენტოზურ მკურნალობას ანიჭებენ უპირატესობას. საინტერესოა, რას იტყვით, თუ გაიგებთ, რომ მოცემული პრობლემის გადასაჭრელად ფიზიოთერაპევტს უნდა მიმართოთ? დიახ, ეს სრული სიმართლეა.

ერექციული დისფუნქცია განისაზღვრება როგორც ერექციის მიღწევის ან მისი შენარჩუნების შეუძლებლობა. მას უამრავი გამომწვევი შეიძლება ჰქონდეს, როგორც ფსიქოლოგიური ან ემოციური, ასევე ფიზიკური და ნევროლოგიური. ფიზიოთერაპევტ ერინ ვებერის თქმით მენჯის დიაფრაგმის ფიზიკური თერაპია მუსკულატურისა და ნერვული უჯრედების გააქტიურებას ისახავს მიზნად, რათა ერექციული ფუნქცია სრულად აღდგეს. კუნთების გასააქტიურებლად ხშირად გამოიყენება კეგლის ვარჯიშები, რომლებიც უფრო მეტად ქალბატონებშია პოპულარული, თუმცა მისი შესრულება მამაკაცებსაც შეუძლიათ.

როგორც ყველა სხვა კუნთი მენჯის დიაფრაგმის კუნთებიც ექვემდებარება რეაბილიტაციას. გასაძლიერებელ ვარჯიშებს შეუძლია კუნთების შეკუმშვის ნორმალური სიხშირის აღდგენა და  მომატებული დაძაბულობის შესუსტება. თუმცა სანამ ვარჯიშსა და მასაჟს მიმართავდეთ, აუცილებელია გყავდეთ პროფესიონალი დამხმარე, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს პრობლემის სათავეს და შესაბამის პროგრამასაც შეგირჩევთ.

რას გულისხმობს მკურნალობის პროცესი?

მენჯის დიაფრაგმისა და ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პროგრამა ითვალისწინებს სხვა და სხვა სახის მოძრავ ვარჯიშებს, მობილიზაციის ვარჯიშებსა და სახლში შესასრულებელ სავარჯიშოებს. ფიზიოთერაპევტი ფრანჩესკა ვარნერი, რომელიც მამაკაცებისა და ქალბატონების მენჯის მკურნალობით არის დაკავებული, აღნიშნავს, რომ მთავარი ფოკუსი პაციენტის განათლებასა და ცხოვრების სტილზე კეთდება.  ძალიან მნიშვნელოვანია სუნთქვის და დასვენების სპეციალური ტექნიკების ცოდნა, რადგან დიაფრაგმა და მენჯის არე ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

სტრესს მენჯის არეში ტკივილების გამძაფრება შეუძლია. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში დარტყმა სწორედ მენჯზე გადადის, მაშინ როდესაც სხვები სტრესის გამო მხრების და ზურგის ტკივილებით იტანჯებიან. პაციენტების განათლება სწორ ქცევასთან დაკავშირებით ( არ დაჭიმონ მენჯის კუნთები აბაზანაში და დღის მანძილზე კუნთების დაძაბვას მოერიდნონ), ასევე რელაქსაციის სწორი გზების გამონახვა, მაგ. მედიტაცია, პრობლემის გადაჭრის გზაზე ერთ-ერთ უმთავრეს ძალას წარმოადგენს.

მაშინ რატომ არის, რომ მამაკაცები ასე იშვიათად მიმართავენ ფიზიკურ თერაპიას ერექციული დისფუნქციის წინააღმდეგ ბრძოლაში? ექიმების თქმით, ამ მხრივ არა მხოლოდ მამაკაცებს, ქალებსაც აქვთ პრობლემა. ისინიც ძალიან ასაიდუმლოვებენ საკუთარ პრობლემებს და დახმარებას მხოლოდ იმიტომ ითხოვენ, რომ მათ ბავშვის გაჩენის პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

ექიმ ვარნერის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც მამაკაცები ერექციული დისფუნქციის დასამარცხებლად ვარჯიშს არ მიმართავენ არის ის, რომ მათ არ იციან ფიზიკური თერაპიის არსებობის შესახებ. პრობლემა იმაშია, რომ უროლოგები, გასტროენტეროლოგები, ორთოპედები და სხვა სპეციალობის ექიმები იშვიათად ურჩევენ მამაკაცებს ფიზიკური აქტივობით გადაჭრან პრობლემები, რადგან ისინი თავად არ არიან დარწმუნებულები თერაპიის მოცემული მეთოდის სარგებლიანობაში. ექიმი ვარნერი თვლის, რომ მამაკაცების მისამართით ექიმებს ხშირად გამოაქვთ მცდარი დასკვნები, მაგ. როდესაც ერექციის პრობლემა დგას, მაგრამ სადიაგნოსტიკო ტესტებით ყველაფერი ნორმაშია, ისინი ნევროზის დიაგნოზს სვამენ და შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ნიშნავენ. ამასობაში კი მენჯის დიაფრაგმის კუნთების პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება. მამაკაცებში ეს ხშირად სასოწარკვეთას იწვევს, რადგან ისინი თვლიან, რომ პრობლემა მათს გონებაშია. რეალურად კი მათი ტკივილისა და დისკომფორტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს სწორედ კუნთების არასათანადო მდგომარეობა წარმოადგენს.

ექიმ ვარნერის თქმით, მამაკაცი პაციენტები, რომლებიც მასთან მენჯის პრობლემების სამკურნალოდ მიდიან, ხშირად დაძაბულები არიან და აინტერესებთ, ჰქონია თუ არა მას პრაქტიკაში სხვა მსგავსი შემთხვევა. სინამდვილეში კი დღის განმავლობაში მინიმუმ 3 მამაკაცი მიმართავს ექიმს მსგავსი პრობლემით. მენჯის პრობლემები უმეტესად ქალურ პრობლემად არის აღიარებული, რაც მამაკაცებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ, სასოწარკვეთაში აგდებს, თუმცა მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ერექციული დისფუნქცია უკურნებელი სენი არ არის და რომ ამ პრობლემის მოგვარება ვარჯიშისა და ფიზიოთერაპიის გზით ნამდვილად შესაძლებელია.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა