Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



დილის ვარჯიშები - როგორ დავძლიოთ სიზარმაცე

დილით იმაზე ადრე ადგომა, ვიდრე ამას ჩვეულებრივ აკეთებთ, კოშმარულ სიზმრად გესახებათ? თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ თქვენი თავი უნდა დაარწმუნოთ, რომ დილის ვარჯიში განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა. დღის განმავლობაში უამრავი საქმე გამოგიჩნდებათ. სავარაუდოდ სამსახურში წახვალთ, შემდეგ სახლს დაუბრუნდებით და მოტივაციაც გაქრება. მზის ამოსვლამდე ვარჯიშისას თქვენ წონაში კლების მეტი შესაძლებლობა გაქვთ,ღამით გაცილებით უკეთ იძინებთ და დღის განმავლობაში ნაკლებად გშივდებათ. გსურთ, დარბაზს დილით ეწვიოთ და სიზარმაცე დაივიწყოთ? ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.

  • დაიწყეთ მოკლევადიანი ვარჯიშით

არ არის აუცილებელი პირველივე დღიდანვე 90 წუთის მანძილზე ივარჯიშოთ. დაიწყეთ ნახევარ საათიანი პროგრამით. 30 წუთით ადრე ადგომა ნაკლებად გაგიჭირდებათ. ირბინეთ, მსუბუქი ვარჯიშები შეასრულეთ და სახლში დაბრუნდით. ნელ-ნელა ტემპს მოუმატებთ და ეს მტანჯველი გამოცდილება ნამდვილად არ იქნება.

  • წინა ღამით ყველაფერი გაამზადეთ

ყველაფერი რაც ვარჯიშისთვის დაგჭირდებათ, დაძინებამდე მზად უნდა გქონდეთ. მოიმარაგეთ დარბაზის ტანისამოსი, აბაზანისთვის საჭირო ნივთები და თუ საჭიროა, სამსახურისთვის განკუთვნილი ტანსაცმელიც. თუ სამსახურში საუზმე და ლანჩიც თან მიგაქვთ, ისინიც ღამით გაიმზადეთ და დილით თან გაიყოლეთ.

  • კარგად გამოიძინეთ

დილით გაღვიძებისას თქვენი განწყობა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გეძინათ ღამით. უნდა შეარჩიოთ დრო, როდესაც დასაძინებლად წახვალთ. ერთი საათით ადრე კი შუქები ჩააქრეთ, ოთახში თქვენთვის ხელსაყრელი ტემპერატურა შეინარჩუნეთ, ისე რომ თავი მშვიდად იგრძნოთ და მოდუნდეთ. დილით როდესაც მაღვიძარა დარეკავს, შეშფოთებული აღარ იქნებით, რადგან ღამით საკმარისად გამოიძინებთ.

  • მაღვიძარას ნუ გადააყენებთ

მაღვიძარა საწოლიდან მოშორებით დაიდგით, თუმცა ისე, რომ მისი ხმა კარგად გაიგოთ. როდესაც დარეკავს ადექით, გამორთეთ. სწრაფად ჩართეთ მუსიკა, ცივი წყალი შეისხით. ნუ დააყოვნებთ. მაშინვე უნდა უთხრათ საკუთარ თავს, რომ წასვლის დროა და ვარჯიშისთვის მოემზადოთ.

  • ყურადღებას სხვა რამეზე ნუ გადაიტანთ

მაღვიძარის გამორთვის შემდეგ შესაძლოა ტელეფონს დახედოთ და ნახოთ, რომ სამსახურიდან გარკვეული შეტყობინებები მოგსვლიათ. თუ მათ კითხვას დაიწყებთ, დრო ადვილად გაგეპარებათ და ნახევარ საათში აღმოაჩენთ, რომ დარბაზში ყოფნის ნაცვლად სოციალურ ქსელში დაძვრებით და შეტყობინებებს პასუხობთ. კარგი იქნება, თუ ტელეფონს სპეციალურ რეჟიმზე დააყენებთ, რომლის დახმარებითაც შეტყობინებების მიღებას ვეღარ შეძლებთ, ყურადღება აღარ გაგეფანტებათ.

  • ისაუზმეთ მხოლოდ მაშინ, თუ თავად ასე გსურთ

ყველას არ უყვარს სავსე მუცლით ვარჯიში. ნუ აიძულებთ საკუთარ თავს ვარჯიშამდე რამე მიირთვათ. ზოგიერთ ადამიანს სისხლში შაქრის დაბალი დონის გამო ჭამა აუცილებლად სჭირდება, სხვებს კი ეს პრობლემა არ აწუხებთ. თუ თხილეულს ან კოქტეილს მიირთმევთ, სიმძიმე არ შეგაწუხებთ და გარკვეული რაოდენობის ცხიმებსაც მიიღებთ.

  • სწორად შეარჩიეთ მუსიკა

დარბაზისკენ მიმავალ გზაზე ისეთ მუსიკას უნდა მოუსმინოთ, რომელიც გაგამხნევებთ და გამოგაცოცხლებთ. თქვენი სხეულის გარდა თქვენს გონებასაც სჭირდება გავარჯიშება. მუსიკას სწორედ ეს დატვირთვა უნდა ჰქონდეს.

  • შეინარჩუნეთ ტემპი

თუ მას შემდეგ რაც დილის ვარჯიშები დაიწყეთ, დიდი დრო არ გასულა, სიფრთხილე გმართებთ, რადგან მისით აღფრთოვანებული ნაკლებად იქნებით. თუ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს ერთ სისტემად გააერთიანებთ და მას მიყვებით, რუტინულობის განცდა არ შეგაწუხებთ და ვარჯიშიც სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ. სწორედ ასე აღმოაჩენენ ხოლმე ადამიანები, თუ რა მშვენიერი შეიძლება იყოს დილის ვარჯიში.

 

 

 

 

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა