Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ბევერლი-ჰილზის ახალი დიეტა

ბევერლი-ჰილზის ახალი დიეტა ამავე სახელწოდების დიეტის განახლებულ ვერსიას წარმოადგენს. პირველად ბევერლი-ჰილზის დიეტის შესახებ ცნობილი 1981 წელს გახდა. დიეტის მთავარ ასპექტს წარმოადგენს ყურადღების გამახვილება მენიუს სწორად შერჩევასა და ერთმანეთის მსგავსი პროდუქტების ერთად მიღებაზე (ცილების მიღება ცილებთან ერთად, ნახშირწყლებისა კი ნახშირწყლებთან, ხილით კვება ორივესგან დამოუკიდებლად უნდა მოხდეს).

დიეტის დამფუძნებლის, ჯუდი მაზელის თქმით, წონის მატებაში საკვები არ არის დამნაშავე. ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანები წონასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს აბსოლურუტად უვნებელ, ადვილად გადამუშავებად პროდუქტებს მიაწერენ.

მაზელის თქმით, დიეტის მიმდევრებს 35 დღის განმავლობაში 5-დან 7 კილომდე შეუძლიათ დაიკლონ. ის ასევე აღნიშნავს, რომ საკვების რაციონალური შერჩევა და შეხამება მის გადამუშავებას მნიშვნელოვნად აადვილებს.

დიეტის ავტორი საკვებს ნახშირწყლებად, ცილებად, ცხიმებად და ხილად ყოფს. მისი რწმენით, ხილი ყველა სხვა საკვებისგან დამოუკიდებლად უნდა მივიღოთ და მისი მიღება წინ უნდა უსწრებდეს ნებისმიერი სხვა სახის პროდუქტით კვებას. კარგი გადამუშავებისთვის კი აუცილებელია ხილის თითოეული სახეობა ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად მივირთვათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დიეტის მიმდევარი მიირთმევს  ფორთოხალს, მან სხვა ნებისმიერი ხილის მიღებამდე ერთი საათი მაინც უნდა მოითმინოს. თუკი ის სხვა სახის საკვების მიღებას გადაწყვეტს, როგორიცაა მაგ. პროტეინი, მაშინ მას მეორე დღემდე მოუწევს ხილზე უარის თქმა.

ბევერლი-ჰილზის დიეტის მიმდევარს უფლება არ აქვს ერთად მიირთვას ნახშირწყლები და პროტეინები. რძის პროდუქტები უმეტესად კატეგორიზდება ცილოვან პროდუქტებად, რის გამოც რძის დალევა პროტეინებთან ერთად შეიძლება, ნახშირწყლოვან პროდუქტებთან ერთად კი- არა. ცხიმების მიღება შესაძლებელია ორივე კატეგორიის პროდუქტთან ერთად, მაგრამ ხილთან ერთად არა.

ჯუდი მაზელმა ბევერლი-ჰილზის დიეტას წიგნიც მიუძღვნა, რომელშიც დეტალურად განიხილავს საკვები პროდუქტების თავისებურებებს და მათ კატეგორიზებას ახდენს. მისი თქმით, ხილი ადვილად გადამუშავებადია, მაშინ როდესაც ნახშირწყლების სრულფასოვან მონელებას 3, ცილებისაც კი - 10 საათი სჭირდება. განახლებული ბევერლი-ჰილზის დიეტის მიყოლა მის მიმდევრებს წონაში სწრაფ კლებას და მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებას ჰპირდება.

ბევერლი-ჰილზის დიეტის უპირატესობები და ნაკლოვანებები

ბევერლი-ჰილზის ახალი დიეტა ნებისმიერი სახის პროდუქტის მირთმევის ნებას გრთავთ და ორიენტირებულია ხილისა და ბოსტნეულის აქტიურ მიღებაზე, რადგან ყველაზე მეტ სარგებელს სწორედ მათგან გამოელის. მისი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კალორიების დათვლა და ულუფების მკაცრი კონტროლი არ დაგჭირდებათ. მაზელმა ადვილად მისაყოლი 35-დღიანი კვების რაციონი და გეგმა შეადგინა.

მიუხედავად ამისა, მაზელის მოსაზრება, რომ წონაში კლება საკვების რაციონალური კომბინირებით არის შესაძლებელი და ზედმეტი დიეტა ან ვარჯიში საჭირო არ არის, ბევრ კითხვას ბადებს და კრიტიკას ვერ უძლებს. ამასთან 35-დღიანი დიეტის მანძილზე რამდენიმე დღე მხოლოდ ხილს ეთმობა, რაც დიეტის მიმდევარს დაბალკალორიულ რეჟიმში ყოფნას აიძულებს და სიცოცხლისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებების გარეშე ტოვებს, რაც ართულებს დიეტის მიყოლას და მისდამი პოზიტიურ განწყობას ასუსტებს.

ერთი კატეგორიის საკვების ერთად მიღება და კომბინირება, როგორც წონაში კლების რაციონალური მეთოდი, მეცნიერულად დამტკიცებული ჯერ-ჯერობით არ არის, რაც დიეტის მიმდევრებს საფუძვლიან ეჭვებს უჩენს და მოტივაციას უნელებს.

ბევერლი-ჰილზის  ახალი დიეტა ძველთან შედარებით მეტად ბალანსირებული  და მოწესრიგებულია, თუმცა ის არ არის ორიენტირებული ხანგრძლივ შედეგებზე. წონაში კლების შემდგომ მიღებული შედეგის შენარჩუნებაზე დიეტა არაფერს გვეუბნება.

ექსპერტების აზრით, ვარჯიშისა და სწორი კვების გარეშე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება შეუძლებელია და მხოლოდ მსგავსი კატეგორიის საკვების ერთმანეთთან კომბინირებით სასურველი შედეგების მიღება საეჭვოა.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა