Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ფიტნესი და ჯანმრთელობა  – საკვები დანამატები

საკვები დანამატები ის საკვები ნივთიერებებია, რომლებსაც კვების რაციონში ვამატებთ, რადგან მათი მიღება ბუნებრივი გზით ვერ ხერხდება.

საკვები დანამატების განსხვავებული კატეგორიები არსებობს:

დანამატები,რომლებიც საკვები ნივთიერებების დეფიციტს ავსებენ და ის ნორმალურ დონემდე აჰყავთ.

დანამატები, რომლებიც საკვებს ემატება.

დანამატები, რომლებიც სპეციალური დიეტებისთვის გამოიყენება.

თანამედროვე ფიზიკოსების დიდი ნაწილი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ბუნებრივ კვებას დანამატების სახით გაძლიერება სჭირდება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, საკვებში კალიუმის დამატებამ, შეიძლება მოგვცეს ძალიან კარგი შედეგი, ასევე ფოლიუმის მჟავის მიღებით, ორსულ ქალებს შეუძლიათ, ორგანიზმში ნივთიერებათა დისბალანსის დარეგულირება.

კამათის საგანს წარმოადგენს, საკვები დანამატების გამოყენება უკეთესი ჯანმრთელობის მდგომარეობის მისაღწევად. ყველაზე ნათელ მაგალითს ამ მხრივ წარმოადგენენ ბოდიბილდერები, რომლებიც დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, ვიტამინებს და ფიტოქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ, რათა გაზარდონ ჰორმონთა გამომუშავების ხარისხი, დაიყენონ კარგი მუსკულატურა და შეამცირონ ორგანიზმში ცხიმების რაოდენობა.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საკვებ დანამატებზე მოთხოვნა იზრდება, ეს არის, მათი გამოყენება ქრონიკული ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობების აღმოსაფხვრელად, დაწყებული იმუნური სისტემების პრობლემებით, დამთავრებული სიმსივნური წარმონაქმნებით.

არსებობს საკვები დანამატების რამდენიმე ჯგუფი, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ:

ვიტამინები

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალები

ცხიმოვანი მჟავები

ამინომჟავები

გლიკო და ფიტო დანამატები

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა