Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



10 მითი წონაში კლებასთან დაკავშირებით

წონაში კლება საკმაოდ რთულია, თუმცა არსებობენ მითები, რომლებიც აღნიშნულ პროცესს კიდევ უფრო ართულებენ. ზოგადად წონაში კლების საბაზისო პრინციპები არც ისე ჩახლართულია, როგორც ეს ზოგჯერ გვეჩვენება. გავეცნოთ მითებს, რომლებიც თავ-გზას გვირევენ და რომელთა მიმართ რწმენა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვაჩნდეს.

  • კალორია კალორიაა

თქვენი ორგანიზმი განსხვავებულ საკვებს განსხვავებულად გადაამუშავებს. პროტეინები, ცხიმები და ნახშირწყლები შიმშილის შეგრძნებებზე, სისხლში შაქრის დონესა და ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებზე განსხვავებულ გავლენას ახდენენ. პროტეინის ერთი კალორია შაქრის ერთ კალორიას არ უდრის. გრილზე მომზადებული ქათმის ხორცის 250 კალორიას მეტაბოლური პროცესების გაძლიერების უნარი შესწევს, ის შიმშილის გრძნობასაც ანელებს და მადასაც დაგიქვეითებთ, მაშინ როდესაც გაზიანი ტკბილი სასმლისგან მიღებული 250 კალორია სისხლში შაქრის დონეს მნიშვნელოვნად ცვლის, განწყობას გიქვეითებთ და ენერგიას გაცლით. ცხადია, ჯანსაღი პროდუქტებისგან მიღებული კალორიები ისე ვერ დაგაზიანებთ, როგორც გადამუშავებული პროდუქტებისგან შეძენილი კალორიები.

  • წონაში კლება სწორხაზოვანი პროცესია

სინამდვილეში თქვენი წონა გამუდმებით მერყეობს. როდესაც იწონებით, შესაძლოა, ყოველდღიურად განსხვავებულ შედეგებს იღებდეთ. თქვენი წონა დამოკიდებულია თქვენ მიერ მიღებული წყლის რაოდენობაზე, ასევე იმ საკვების ტიპზე, რომელიც აწონვამდე მიიღეთ. წონაში კლებისას გექნებათ როგორც აღმასვლის, ასევე დაღმასვლის ეტაპები და ეს სავსებით ნორმალურია. არ შეშინდეთ, თუ დაინახავთ, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე სასწორი თქვენ მიერ მიღწეულ შედეგებს ვერ აღიქვამს.

  • მედიკამენტები წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

წონაში დასაკლები აბები სინამდვილეში არაეფექტურია და მხოლოდ ფინანსების უაზროდ გაფლანგვაში გეხმარებათ. როდესაც სარეკლამო რგოლი გატყობინებთ, რომ თქვენ წონაში ზედმეტი დიეტების გარეშე დაიკლებთ, ეს სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა მეტისმეტად კარგად ჟღერს იმისთვის, რომ სიმართლე იყოს. ნუ დაუჯერებთ მსგავს ტექსტებს და ადვილად ნუ მოტყუვდებით.

  • წონაში კლების პროცესი თქვენს ნებისყოფაზეა დამოკიდებული და არა ბიოლოგიურ მონაცემებზე

თქვენი მიდრეკილება დაიკლოთ ან მოიმატოთ წონაში დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების წესსა და გენეტიკაზე. მხოლოდ ნებისყოფაზე დაყრდნობა წინასწარ წაგებულ ბრძოლას ნიშნავს. ერთადერთი საშულება წონაში ეფექტურად დასაკლებად თქვენს სხეულზე დაკვირვება და მისი მოთხოვნების გათვალისწინებაა. აუცილებელია თქვენი ბუნებრივი ტენდენციების გამოყენებით თქვენზე მორგებული კვებითი  რეჟიმის და ცხოვრების სტილის შემუშავება.

  • თქვენ ცოტა უნდა ჭამოთ და ბევრი ივარჯიშოთ

ერთი შეხედვით აღნიშნული ფრაზა საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურადაც ჟღერს. ნაწილობრივ მოცემული დებულება მართლაც ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, თუმცა ის მნიშვნელოვნად შეზღუდული და ცალმხრივიცაა, რადგან ჭამის გარდა წონაში მატებას ხელს სხვა უამრავი ფაქტორის უწყობს. თუ თქვენ სტრესისგან თავდასახსნელად ბევრს მიირმევთ და რეგულარულად ვარჯიშსაც ერიდებით, დიდი ალბათობით, წონაში საგრძნობლად მოიმატებთ. თქვენ იმ ემოციური საჭიროებების წინაშე უნდა დადგეთ, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისკენ გიბიძგებენ.

  • ნახშირწყლები გასუქებენ

ადამიანი ნახშირწყლებს უხსოვარი დროიდან მიირთმევენ. ნახშირწყლების შეკვეცა, განსაკუთრებით კი შაქრის, წონაში დაკლებას მართლაც უწყობს ხელს. თუმცა მიუხედავად ამისა, ჯანსაღი ნახშირწყლები თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა გქონდეთ, ეს განსაკუთრებით ეხება ბოსტნეულს სახამებლის გარეშე და პარკოსნებს. შესაბამისად, ნაკლები მაკარონი და პური მიირთვით, მაგრამ ლობიოს და ჯანსაღ ბოსტნეულს ნუ მოერიდებით.

  • ცხიმი უსარგებლო და საზიანოა

ცხიმს საუკუნეების მანძილზე ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. სინამდვილეში კი, თუ ძალიან ბევრს არ შეჭამთ, ცხიმი არ გაგასუქებთ. ცხიმი ძალიან კარგ გემოს აძლევს პროდუქტს და გარდა ამისა თქვენს ორგანიზმს ეფექტურად ფუნქციონირებაშიც ეხმარება. როგორც ნახშირწყლების შემთხვევაში ვხვდებით კარგ და ცუდ ნახშირწყლებს, ისე ცხიმებშიც გვხვდება კარგი და ცუდი ცხიმები. ნახევარი ავოკადო ძალიან განსხვავდება ერთი კოვზი რაფინირებული მცენარეული ზეთისგან.

  • წონაში დაკლება თუ გსურთ, საუზმის მირთმევა აუცილებელია

შესაძლებელია, თქვენ ნამდვილად გშიოდეთ, როდესაც იღვიძებთ. თქვენი ბოლო კვებიდან დაახლოებით 10 საათი მაინც იქნება გასული. პროტეინების მცირე დოზა, რომელსაც დილით მიიღებთ, დღის განმავლობაში შიმშილის გრძნობის დაძლევაში დაგეხმარებათ. თუ თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც გაღვიძებისას უმადობას უჩივიან, ეს ნამდვილად არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. მთავარია არ დაივიწყოთ, რომ მოგვიანებით რაიმე სასარგებლო და ჯანსაღი მიირთვათ. საკონდიტრო ნაწარმით ან შაქრიანი სასუსნავებით თქვენს თავს სარგებელს ვერ მოუტანთ. ეს აუცილებლად უნდა გახსოვდეთ. საუზმმის გამოტოვება კი ნაკლებად დაგაზიანებთ.

  • დიეტაზე ყოფნა ეფექტურია

აღნიშნული მითი სასწრაფოდ უნდა უარვყოთ. კვების რეჟიმის კონტროლი ძალიან სასარგებლოა, თუმცა გამუდმებით ერთი და იმავე პროდუქტის მირთმევა და მკაცრი აკრძალვები სწორედ ის არის, რასაც თავგამოდებით და გამუდმებით უნდა ვებრძოლოთ. თქვენ წონაში დაკლებას ნამდვილად მოახერხებთ, თუ რომელიმე დიეტას დაიცავთ, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ასე ვერ გახდებით. თქვენ მიერ მიღებული შედეგიც მოკლევადიანი და არაეფექტური იქნება. დიეტაზე მყოფი ადამიანების 85 %  ძველი წონის აღდგენას 12 თვეში ახერხებს.  ასე რომ დიეტა მხოლოდ დროებით არის ეფექტური. თუ თქვენ გსურთ ახალი და ლამაზი სხეულით თავს დიდხანს იწონებდეთ, ხანმოკლე დიეტებს ნუ ენდობით. ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი გახდით.

  • დიეტური პროდუქტები თქვენთვის სასარგებლოა

დიეტური პროდუქტების სარეკლამო რგოლებს ზედმეტად ნუ ენდობით. საკვები, რომლის შემადგელობაში ნატურალური პროდუქტების დეფიციტია, თავიდან უნდა აირიდოთ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენ შაქარს, არაჯანსაღ ცხიმსა და უსარგებლო დანამატებს შეიცავს დიეტური პროდუქტების უმრავლესობა. შესაძლოა, თქვენ ბევრი მათგანი ნატურალურად და სასარგებლოდაც აღიქვათ, მაგრამ მწარედ შეცდებით. ამიტომ, ჩვენი რჩევა იქნება, საეჭვო პროდუქტებით კვებას თავი აარიდოთ.

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა