Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ცელულიტთან ბრძოლის ბუნებრივი მეთოდები და სტრატეგიები

ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა ასოციაციის ანგარიშით ყოველწლიურად ამერიკაში კოსმეტიკური ქირურგიული ოპერაციების 1,7 მილიონი შემთხვევიდან 220000 -მდე ლიპოსაქციაზე მოდის, ეს უკანასკნელი კი ძირითადად ცელულიტის მოსაშორებლად გამოიყენება. ჯანსაღი წონის შენარჩუნების პრობლემასთან ერთად იზრდება ცელულიტის მოსაშორებელი პროცედურების პოპულარობაც. ლიპოსაქცია და ცელულიტისგან თავის დაღწევის სხვა ქირურგიული მეთოდები ერთი შეხედვით ეფექტური ჩანს, მაგრამ მათი მეშვეობით არასასურველი ცხიმებისა და კილოგრამებისგან თავის დაღწევა ერთ ღამეში ნამდვილად ვერ ხერხდება. თუ გსურთ, ზედმეტი რისკებისგან დაზღვეული იყოთ და რთული ოპერაციებიც თავიდან აირიდოთ, პირველ რიგში ხანგრძლივ პერსპექტივებზე გათვლილი გეგმები უნდა შეიმუშაოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოთ. ყურადღება წონაში კლების სტრატეგიებზე უნდა გაამახვილოთ, რადგან ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება ცელულიტის  პრევენციისთვის საუკეთესო გზაა.

სტატიაში გაგაცნობთ იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც ცელულიტის დამარცხებაში დაგეხმარებათ, ასევე იმ ბუნებრივ საშუალებებზეც გესაუბრებით, რომელთაც თქვენი სხეულის სილამაზის შენარჩუნებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ.

რა არის ცელულიტი?

კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილების შედეგად კანზე ჩაღრმავებები და უსწორმასწორო ამონაზარდები ჩნდება. ეს ცელულიტია. მას სხვაგვარად „ფორთხოლის კანის ეფექტსაც“ უწოდებენ. ის ყველაზე ხშირად ბარძაყებზე, მკლავებსა და მუცელზე იჩენს თავს. სხვა მრავალ ფაქტორს შორის, რომლებიც ცელულიტის გაჩენას უწყობს ხელს, ყველაზე მნიშვნელოვანია მოდუნებული სხეული (ვარჯიშის ნაკლებობა), არაჯანსაღი კვება და ჰორმონალური ცვლილებები. ცელულიტი უმეტესად ქალებს აწუხებთ. მათი უმრავლესობა (დაახლოებით 80 %) თავისი ცხოვრების მანძილზე აუცილებლად აწყდება აღნიშნულ პრობლემას. ცელულიტი ძირითადად ასაკთან ერთად იჩენს თავს და მას შემდეგ მწვავდება, რაც კანი ელასტიურობას კარგავს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცელულიტით მხოლოდ ასაკოვანი ქალბატონები იტანჯებიან. მასთან ბრძოლა თინეიჯერებსაც ხშირად უხდებათ, რაც მათ ორგანიზში ჰორმონალური ძვრების შედეგად გამოწვეული ცვლილებების გამო ხდება. უმეტეს შემთხვევაში ცელულიტი კანს სახიფათოდ არ აზიანებს და არც ჯანმრთელობის რისკებს იწვევს, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი მას ყურადღებას არ აქცევს და ცდილობს პრობლემა პრობლემადვე დატოვოს.  დანარჩენები კი  კანზე ცელულიტის გამოჩენას მწვავედ განიცდიან და თავგამოდებით ცდილობენ მისგან თავის დახსნას.

ცელულიტის გამომწვევი ძირითადი მიზეზები

ცელულიტის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა: მკაცრი დიეტა, სითხის შეკავება, დეჰიდრატაცია, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, კანში კოლაგენის სინთეზის დარღვევა, ჭარბწონიანობა, ჰორმონალური ცვლილებები, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა.  ამასთან ცელულიტის წარმოქმნას ხელს უწყობს ხანგრძლივი სტრესი, ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა აუტოიმუნური დაავადებები, დიაბეტი, გენეტიკური განწყობა, ალერგიულობა, მოწევა, მზეზე დიდხანს ყოფნა და ა.შ.

ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ცელულიტის ჩამოყალიბებაზე, ცხადი ხდება, თუ რატომ არ არის ცელულიტთან ბრძოლის თანამედროვე სამედიცინო მეთოდები ხანგრძლივ შედეგებზე გათვლილი და რატომ ვერ ხერხდება მხოლოდ მათი მეშვეობით პრობლემის თავიდან აცილება.

ცელულიტთან ბრძოლის ბუნებრივი მეთოდები და სტრატეგიები

გთავაზობთ ცელულიტთან ბრძოლის 5 ბუნებრივ მეთოდს, რომელთა დახმარებით თქვენს სხეულს სილამაზეს დაუბრუნებთ.

  • ჯანსაღი კვება

კვლევებით დასტურდება, რომ ზედმეტი ცხიმებისგან გათავისუფლება და ჯანსაღი კვება ცელულიტის პრევენციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. თუ ლიპოსაქციის თავიდან აცილება გსურთ, აუცილებელია წონაში დაიკლოთ, შემდეგ კი მიღებული შედეგი შეინარჩუნოთ და ცხიმის მაჩვენებლები გამუდმებით აკონტროლოთ. ცელულიტის პრევენციისა და დამარცხებისთვის სასარგებლო პროდუქტებია:

სელის მარცვლები - წონაში კლებისა და კანის ჯანმრთელობისთვის სელის მარცვალი საუკეთესო საშუალებაა, რადგან ის კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს და ესტროგენის მაჩვენებლებს არეგულირებს. შეგიძლიათ მარცვლები საუზმეში ჩაიმატოთ ან უბრალოდ დამოუკიდებლად მიირთვით.

დეჰიდრატაციის საწინააღმდეგო პროდუქტები - რადგან დეჰიდრატაცია შებერილობასა და კანის გამოშრობას იწვევს, მასთან ბრძოლა აუცილებელია. მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით ნესვი, კიტრი, ნიახური, ციტრუსები და ახალი მწვანილი.

ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები - მიირთვით დიდი რაოდენობით თხილეული, მარცვლეული და ბოსტნეული. უჯრედისი მეტაბოლიზმს აუმჯობესებს და ჰორმონალური ბალანსის აღდგენასაც უწყობს ხელს. ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტი კანის დაზიანებისგან დაგიცავთ.

მაღალი ხარისხის პროტეინით მდიდარი საკვები - დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის გაუმჯობესაბასა და ცელულიტის პრევენციაში.

თქვენთვის ასევე სასარგებლოა კალიუმით მდიდარი პროდუქტები, ჯანსაღი ცხიმები და რა თქმა უნდა, წყალი. თავი აარიდეთ შაქარსა და მარილს, რაფინირებულ მარცვლეულსა და სხვა მსგავს პროდუქტებს, ასევე ტრანსცხიმებს.

  • გაიმდიდრეთ კანი კოლაგენით

შემაერთებელი ქსოვილი, მათ შორის კანის შრეები, კოლაგენისგან შედგება. თუ კანი ძლიერია, ცელულიტის წარმოქმნას უამრავი ფაქტორი უშლის ხელს. კოლაგენი უმნიშვნელოვანესი პროტეინია, რომელიც კანს ელასტიურობას, ჯანსაღ სტრუქტურას და სიჯანსაღეს ანიჭებს. საუკეთესო საშუალება კოლაგენის მარაგის შესავსებად არის ძვლის ბულიონის რეგულარული მიღება. აღნიშნულ საკვებში დიდი რაოდენობით ამინომჟავებია, განსაკუთრებით პროლინი და გლიცინი, რომლებიც კოლაგენის წარმოქმნას უწყობენ ხელს. ბულიონი მდიდარია მინერალებითა და ანტიოქსიდანტებითაც.

  • მიიღეთ ანტიცელულიტური დანამატები

ანტიცელულიტური დანამატები, რომლებიც ჯანსაღი წონისა  და კანის სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ შემდეგია: სისტემური ფერმენტები, რომლებიც ანთებითი პროცესების განვითარებას უშლიან ხელს, ცხიმის მჭამელი ენზიმა ბრომელაინი კი შლის ფიბრინებს, გამოირჩევა შეშუპების საწინააღმდეგო, ანტითრომბოზული და ანტიანთებითი მოქმედებით. ენზიმების გამოყენება ცელულიტთან ბრძოლის რთულ გზაზე ძალიან გამოგადგებათ. კოლას მცენარეული ექსტრაქტიც დაგეხმარებათ კანის ელასტიურობის შენარჩუნებაში. თქვენი კანისთვის აფრიკული მანგო და მწვანე ყავის ექსტრაქტიც ძალიან სასარგებლოა.

  • ივარჯიშეთ რეგულარულად

ცელულიტთან ბრძოლაში ვარჯიში თქვენი ყველაზე ერთგული მოკავშირეა. ხანგრძლივი კარდიო გარკვეული ეფექტურობით ხასიათდება, თუმცა თქვენთვის საუკეთესო მაინც ინტერვალური ვარჯიშებია. მათი შესრულების შემდეგ  კალორიების წვა 24-48 საათის მანძილზე აქტიურად მიმდინარეობს. კარგი იქნებოდა, თუ ინტერვალურ კარდიოსა და წინაღობით ვარჯიშებს ერთმანეთს შეუხამებდით. ასე დღეში 20 წუთიანი დატვირთვით საუკეთესო შედეგების მიღებას შეძლებდით. უკეთესი ეფექტისთვის  წონით აზიდვებისა და იზომეტრიული ვარჯიშების შესრულებასაც გირჩევდით. პილატესი, გაწელვები, იოგა და ცეკვა საუკეთესო საშუალებაა თქვენი კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

  • გამოიყენეთ კანის სამკურნალო ზეთები

ბაზარზე არსებული ანტიცელულიტური კრემები შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს, რადგან ისინი ქიმიურ ნაერთებს შეიცავენ და კანს აზიანებენ. გარდა ამისა, საკმაოდ ძვირიც დაგიჯდებათ. შეგიძლიათ თავად მოიმზადოთ ცელულიტის სამკურნალო კრემები, მაგ. გრეიფრუტის ანტიცელულიტური კრემი. გრეიფრუტის ზეთისა და ქოქოსის ზეთის კომბინაცია კანს ატენიანებს, ორივე მათგანი მდიდარია ენზიმებით და ცელულიტის დამარცხებაში დაგეხმარებათ. ამასთან ახალ ცხიმოვან  უჯრედებს თქვენი კანის დაზიანებისა და დამახინჯების საშუალებას არ მისცემს.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა