Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



რამდენ პროცენტიანი შოკოლადი უნდა მივირთვათ?

შოკოლადისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება ისეთივე უნდა იყოს, როგორც მცენარეული წარმოშობის სასმელებისადმი გვაქვს. ჭარბი რაოდენობით ღვინის დალევა საზიანოა, თუმცა ერთ ჭიქა ღვინოს ჩვენი ორგანიზმისთვის ისეთივე სარგებლის მოტანა შეუძლია, რამდენიც ერთ საათიან ვარჯიშს. მწვანე ჩაის შარდმდენი მოქმედება ახასიათებს, რის გამოც ის სასარგებლოდ ითვლება, თუმცა დოზის გადაჭარბება არც ამ შემთხვევაშია მიზანშეწონილი. შოკოლადთან დამოკიდებულებაშიც სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. მისი მიღებაც სასარგებლოა, თუმცა ულუფების რაოდენობა და პროდუქტის ხარისხი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

შოკოლადი დაკვირვებით შეარჩიეთ

შოკოლადის შეძენამდე კარგად დააკვირდით, თუ რამდენ პროცენტიან შოკოლადს ყიდულობთ. როგორც წესი, პროცენტულობის მაჩვენებელი შეფუთვაზე წინა მხარეს არის დატანილი და ის შოკოლადში კაკაოს შემცველობაზე მიგვითითებს. ყველაზე ჯანსაღი შოკოლადი კაკაოს დიდი რაოდენობით შეიცავს, დაახლოებით 70 %-მდე ან უფრო მეტს. უფრო დაბალი პროცენტი გაცილებით მეტ შაქრის შემცველობაზე მიგვანიშნებს. დაბალპროცენტიან შოკოლადებში კაკაოს კარაქის შემცველობაც ძალიან მაღალია. იდეალურ შემთხვევაში შოკოლადი 85 %-იანი მაინც უნდა იყოს. როგორც წესი, მსგავსი ტიპის ნაწარმი კაკაოს გარდა მხოლოდ 3 დამატებით ინგრედიენტს შეიცავს, ესენია: კაკაოს კარაქი, ვანილი და ლერწმის შაქარი.

ერიდეთ რძიან შოკოლადს

რძიანი შოკოლადი, როგორც წესი, კაკაოს დაბალი შემცველობით გამოირჩევა. მასში კაკაოს წილი 10-დან 20 %-მდე მერყეობს. მსგავსი ტიპის ნაწარმი დიდი რაოდენობით შაქარსა და მშრალ რძეს შეიცავს.

ერიდეთ ნახევრად ტკბილ შოკოლადს

ალბათ, არაერთხელ გსმენიათ, რომ ნახევრად ტკბილი შოკოლადი აქტიურად გამოიყენება ნამცხვრების რეცეპტებში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობა მსგავსი ტიპის შოკოლადს ძალიან ეტანება და სიამოვნებითაც აგემოვნებს, 40 ან 60 %-იანი შოკოლადი ჯანსაღად ვერ ჩაითვლება. ამიტომ მისი მირთმევისგან თავი მაქსიმალურად შეიკავეთ.

ერიდეთ ტკბილ შავ შოკოლადს

ტკბილი შავი შოკოლადი სასარგებლო პროდუქტად არ ითვლება და მისგან იმ სარგებელს ვერ მივიღებთ, რომლის მოცემაც ჩვენთვის მწარე შოკოლადს შეუძლია. კაკაოს 35-45%-იანი შემცველობა ძალიან დიდ ადგილს უტოვებს სხვა უსარგებლო ინგრედიენტებს, რომელთა მაღალი შემადგენლობა ჩვენი ორგანიზმისთვის საზიანოა. შესაბამისად მსგავი ტიპის შოკოლადის მირთმევას მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ.

ერიდეთ თეთრ შოკოლადს

თეთრი შოკოლადი დიდი რაოდენობით კაკაოს კარაქს, შაქარს, რძეს, ემულგატორს, ვანილსა და სხვა არომატიზატორებს შეიცავს. როგორც წესი, მის შემადგენლობაში კაკაო თავისი პირველადი სახით საერთოდ არ გვხვდება. ცხადია, შოკოლადი, რომელსაც კაკაოს  0%-იანი შემცველობა აქვს, ჯანსაღი არავითარ შემთხვევაში არ არის.

არჩევანი მწარე შოკოლადზე შეაჩერეთ

როგორც უკვე ავღნიშნეთ, შოკოლადი, რომლის პროცენტული მაჩვენებელი 70%-ზე მაღალია, ჯანსაღად ითვლება. მწარე შოკოლადი, როგორც წესი, 65-80 %-იანია და ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტს წარმოადგენს. მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით კაკაო შედის, რომელიც თავის მხრივ,  ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. მწარე შოკოლადი დამატკბობლებს საკმაოდ მცირე რაოდენობით შეიცავს. მწარე შოკოლადი შავ შოკოლადადაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ.

რამდენად მწარე შეიძლება იყოს შოკოლადი?

შოკოლადი, რომელიც დამატკბობლებს საერთოდ არ შეიცავს, 100 %-იანი კაკაოს შემცველობით ხასიათდება. მისი მირთმევა საკმაოდ რთულია და სიამოვნებასაც ვერ მოგვანიჭებს. როგორც წესი, მსგავსი ტიპის შოკოლადი ისეთი დესერტების მოსამზადებლად გამოიყენება, რომელთა რეცეპტებშიც ერთ-ერთ ინგრედიენტად მწარე შოკოლადია მითითებული. დამატკბობლის გარეშე დამზადებულ შოკოლადს სუფთა სახით თითქმის არასდროს მიირთმევენ.

მინერალების საბადო

100 გრამამდე შავი შოკოლადის მიღება, რომლის პროცენტული მაჩვენებლები 70-დან 85%-მდე მერყეობს, მაგნეზიუმის დღიური ნორმის 58%-ით გვამარაგებს, რკინის დღიური მარაგის 67 %-ს გვივსებს, სპილენძის რეკომენდებული დოზის 89 %-ს გვაწვდის, ხოლო ორგანიზმის დღიურ მოთხოვნას მარგანეცზე 98 %-ით აკმაყოფილებს. 100 გრამი შოკოლადის მირთმევა საკმაოდ დიდი რაოდენობით შავი შოკოლადის მიღებას გულისხმობს. თუ ამ დოზებით ვერ იკვებებით, 40 გრამამდე შოკოლადის მიღებით ფუნდამენტური მინერალების დეფიციტის თავიდან აცილებას მაინც მოახერხებთ.

მეტი ბოჭკო სისავსის შეგრძნებისთვის

გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ 100 გრამი მწარე შოკოლადი 11 გრამ ბოჭკოს შეიცავს. ბოჭკოს, გარდა იმისა, რომ წონაში კლებას უწყობს ხელს, დანაყრების შეგრძნების გახანგრძლივების უნარიც შესწევს. ხემსის სახით მწარე შოკოლადის მცირე ულუფის მირთმევა დაგეხმარებათ თავი აარიდოთ არასაჭირო და უსარგებლო კალორიების ხშირ მიღებას. ის ხემსის ხშირი მიღებისგან წარმატებით დაგიცავთ.

აზოტის ოქსიდი და გაუმჯობესებული სისხლის მიმოქცევა

მწარე შოკოლადი ქიმიურ ნივთიერება ფლავონოლს შეიცავს, რომელიც არამხოლოდ ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების პრობლემების პრევენციისთვის არის სასარგებლო, არამედ სისხლის მიმოქცევასაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ფლავონოლი აზოტის ოქსიდის გამომუშავებასაც უწყობს ხელს, რომელიც თავის მხრივ სისხლძარღვებს აფართოვებს და არტერიული წნევის მატებისგან გვიცავს. 

პოლიფენოლით მდიდარი პროდუქტი

ცუდი და კარგი ქოლესტერინის არსებობის შესახებ ყველამ კარგად ვიცით. პოლიფენოლი, რომლითაც კაკაო საკმაოდ მდიდარია, ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის დონის კლებას და კარგი ქოლესტერინის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამაღლებს. პოლიფენოლი ხელს უშლის ცუდი ქოლესტერინის არტერიებში დაგროვებას, რაც გულის დაავადებების განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. სწორედ ამიტომ შავი შოკოლადი გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტების ნუსხაში ყოველთვის გვხვდება.

ანტიოქსიდანტებით გაჯერებული პროდუქტი

ანტიოქსიდანტების შემცველობა სხვა და სხვა პროდუქტში განსხვავებულია. მათ ფუნქციას ორგანიზმის მავნე მოლეკულებისგან გაწმენდა წარმოადგენს. ანტიოქსიდანტები დაჟანგების პროცესებს მნიშვნელოვნად ანელებენ. ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები თანამედროვე სამყაროში საკმაოდ მაღალი პოპულარობით სარგებლობს. კაკაო საკმაოდ ძლიერ ანტიოქსიდანტად ითვლება. მწარე შოკოლადი, რომელშიც კაკაოს ხვედრითი წილი ძალიან მაღალია, ცხადია, ამ მხრივ სასარგებლო და მოთხოვნად პროდუქტს წარმოადგენს. ხოლო შოკოლადები, რომლებიც კაკაოს მცირე რაოდენობით შეიცავენ. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით არ გამოირჩევიან.

შავი შოკოლადის ნაირსახეობები

თანამედროვე სამყაროში ჯანსაღ შავ შოკოლადს უამრავი მწარმოებელი ჰყავს და მათი ბევრი ნაირსახეობა გვხვდება. ყველაზე პოპულარული ორგანული, არაგენმოდიფიცირებული შოკოლადია, რომელიც როგორც ჩვენი, ასევე გარემოს სიჯანსაღისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. როგორც წესი, თანამედროვე ბრენდები ცდილობენ მაქსიმალურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტებით გაჯერებული შოკოლადი აწარმოონ.

მწარმოებელთა ნაწილი გარკვეულ ექსპერიმენტებსაც ატარებს და შოკოლადის გადამუშავებას ახდენს. ისინი შოკოლადის ფერს, არომატსა და შემადგენლობას სპეციალური ნაერთების და დანამატების გამოყენებით ცვლიან, თუმცა ამით მხოლოდ ამცირებენ იმ სარგებელს, რომლის მოტანაც შოკოლადს ჩვენი ორგანიზმისთვის შეუძლია. ამიტომ მსგავსი ტიპის შოკოლადს მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა