Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ვარჯიში და გაუმჯობესებული სექსუალური ცხოვრება

ადამიანებმა, რომლებიც რუტინულ ვარჯიშებს  და თავის ზედმეტად შეწუხებას სიზარმაცის გამო გაურბიან , უმჯობესია იცოდნენ, რომ ვარჯიში არამხოლოდ ჯანმრთელობისთვის არის უამრავი სარგებლის მომტანი, არამედ იგი აუმჯობესებს ჩვენს სექსუალურ ცხოვრებასაც.

ერექციული დისფუნქციის ნაკლები საფრთხე

უდიდესი სტიმული,რომელიც რეგულარული ვარჯიშისგან გვეძლევა არის ერექციული დისფუნქციის ნაკლები საფრთხე - აცხადებს ჰარვარდის უნივერსიტეტის კვებისა და ეპიდემიოლოგიის ასოცირებული პროფესორი ხორხე ჩავარო.მისი თქმით,სავარჯიშოები, რომლებიც არტერიებს ხსნიან და გულის მუშაობას აუმჯობესებენ, ასევე ზრდიან სისხლის მიმოქცევას პენისის მიმართულებით.

ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევით, რომელშიც 31 000 მამაკაცი მონაწილეობდა, ფიზიკური დატვირთვის მქონე მამაკაცებს 50 წელს ზემოთ იმპოტენცია ნაკლებად ემუქრებოდათ, ვიდრე ამ მხრივ პასიურ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს. მოვარჯიშეებს ერექციაც გაცილებით უკეთესი ჰქონდათ და ამ მხრივ ყველაზე აქტიურები, თავს ყველაზე კმაყოფილად გრძნობდნენ.

ამასთან საშუალოდ დატვირთული, ყოველდღიურად წამახალისებელი 30-წუთიანი სეირნობების აქტიურად მიმდევარი მამაკაცებიც არ უჩიოდნენ ერექციულ დისფუნქციას. კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცებში, არასასურველი სიმპტომების აღმოფხვრა წონაში კლებითაც არის შესაძლებელი.

რეგულარულად მოვარჯიშე ადამიანებს აქვთ ჯანსაღი წონა, რაც ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ ერექციული დისფუნქციისგან მაქსიმალურად იქნებიან დაზღვეულები.

 

პროსტატის ადენომის სიმპტომთა შემცირება

ფიზიკურად აქტიურ მამაკაცებს ასევე ნაკლები საფრთხე აქვთ გახდნენ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, ანუ პროსტატის ადენომის მსხვერპლი. ადენომის მქონე მამაკაცებს, როგორც წესი,  გახშირებული აქვთ შარდვა და სერიოზული დაბრკოლებები ექმნებათ ამ პროცესში. თუ პროსტატის ადენომა მწვავე ფორმით ვლინდება, მამაკაცებს უქვეითდებათ ლიბიდო, უჭირთ ერექცია და სექსისგან სიამოვნების მიღება.

უროლოგიულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ მამაკაცებს, რომლებიც ვარჯიშით არიან დაკავებული, საშარდე სისტემის ინფექციების  გაჩენის რისკი უნახევრდებათ. 

პროსტატის ადენომის მქონე მამაკაცებისთვის არაერთი ვარჯიში არსებობს. სიმპტომთა შესამცირებლად საკმარისია დღეში 30 წუთი ვარჯიში. შესაძლოა ამ დროის სამ 10-წუთიან მონაკვეთად დაყოფა და შესვენებებით ვარჯიში.

 

გაუმჯობესებული სპერმის ხარისხი

თუ თქვენ გსურთ შვილები გყავდეთ, ალბათ, დაგაინტერესებთ ბრიტანული სპორტული ჯანმრთელობის ჟურნალში (British Journal of Sports Medicine) გამოქვეყნებული უახლესი კვლევა, რომლის მიხედვითაც საშუალოდ ან აქტიურად მოვარჯიშე მამაკაცებს, რომლებიც კვირაში მინიმუმ 15 საათს იტვირთებოდნენ, ჰქონდათ გაცილებით გაუმჯობესებული სპერმა, ვიდრე პასიურ მამაკაცებს.

თუ თქვენ ჰანტელებზე მეტად დისტანციური მართვის  სისტემებს ხართ მიჯაჭვული, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მამაკცებს, რომლებიც კვირაში 20 საათზე მეტს ტელევიზორთან ატარებდნენ, ჰქონდათ გაცილებით გაუარესებული სპერმის ხარისხი,  ვიდრე იმ მამაკაცებს, რომლებიც სატელევიზიო გადაცემებს საერთოდ არ უყურებენ.

 

მზადება საძინებლისთვის

სექსუალური ცხოვრების კუნთოვან ასპექტებზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ფორმაში მყოფ მამაკაცებს დიდი უპირატესობები ექნებათ. იდეალური სხეულის მქონე მამაკაცები, ბუნებრივია, სექსს გაცილებით სასიამოვნო, უმტკივნეულო პროცესად აღიქვამენ, ვიდრე ის მამრობითი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც არ ვარჯიშობენ. ფიტნეს კონსულტანტის ნილ პაირის თქმით:,,თუ თქვენ რეგულარულად არ ვარჯიშობთ, მით უმეტეს, თუ აზიდვებს არ აკეთებთ, სავარაუდოდ, სექსის შემდეგ ბარძაყის მომკეცავი კუნთების და მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი შეგაწუხებთ, ხოლო თუ მისიონერული პოზის მოყვარული ბრძანდებით, გულ-მკერდის კუნთები აგტკივდებათ.“

ვარჯიში დაგეხმარებათ თავი იგრძნოთ თავდაჯერებულად და ენერგიულად საძინებელში თუ მის გარეთ, რაც სექსუალურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. „როდესაც თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი გარეგნობით და იმით, თუ როგორ აღგიქვამთ თქვენი პარტნიორი ფიზიკურად, ნაკლებად დაიბნევით და ადვილად მოდუნდებით“ - ამატებს პაირი.

საუკეთესო ფსონი, რომლის დადებაც შეგიძლიათ სექსუალური სიჯანსაღის უზრუნველსაყოფად , არის რეგულარული კარდიო ვარჯიშები, ძალის და  პლასტიკის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოების  კარგად ჩამოყალიბებული რეჟიმი.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა