ჯანსაღი საზაფხულო კერძების მარტივი რეცეპტები - პანცანელა ქათმით
ინგრედიენტები:
- 1 ცალი წვრილად დაჭრილი პრასი
- 6 ნაჭერი ძველი თეთრი პური, კუბიკებად დაჭრილი
- ½ სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (სულ 3 ასეთი კოვზი დაგჭირდებათ)
- 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი
- 1 სუფრის კოვზი მდოგვი
- მარილი
- 3 ცალი კანგაცლილი პომიდორი, დაჭრილი
- შამფურზე შემწვარი ქათმის ხორცის 4 ნაჭერი
- ახალი ოხრახუში (თქვენი გემოვნებით)
მომზადების წესი:
საცხობ ფორმაზე მოათავსეთ კუბიკებად დაჭრილი პური, პრასი და მოასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. აცხვეთ დაახლოებით 15 წუთის მანძილზე, სანამ პრასი ოქროსფერს არ მიიღებს.
მოზრდილ ჯამში ერთმანეთში აურიეთ ლიმნის წვენი, მდოგვი, დარჩენილი ზეითუნის ზეთი და მარილი. დაამატეთ პომიდორი, კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ქათამი. ოხრახუში, პური და პრასი. ყველაფერი კარგად შეაზავეთ. უგემრიელესი პანცანელა მზად არის.
გემრიელად მიირთვით!