Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



თქვენი სხეულის ტიპი - ექტომორფი, მეზომორფი თუ ენდომორფი?

თქვენი სხეულის ტიპი განსაზღვავს, თუ როგორ რეაგირებს თქვენი ორგანიზმი დიეტასა და ვარჯიშზე. იმის გარკვევა, თუ რომელ ანატომიურ კატეგორიას მიეკუთვნებით, დაგეხმარებათ თქვენზე მორგებული დიეტისა და ვარჯიშის შერჩევაში, რაც ძალიან გამოგადგებათ კუნთების დაყენების, წონის კლებით თუ მატების საკითხში.

   როდესაც დამწყები ხართ და ვარჯიში აქამდე არასდროს გიცდიათ, თქვენ შეიძლება, დაგაბნიოთ განსხვავებული სავარჯიშო პროგრამების, დიეტების, ბოდიბილდერთა საკვები დანამატების, სპორტული სტატიების და ინფორმაციის გასაოცარმა სიჭრელემ. არასწორად შერჩეულმა პროგრამამ კი შესაძლებელია, შედეგი არ გამოიღოს, რაც ენთუზიაზმის დაკარგვას და იმედგაცრუებას იწვევს.

თუ თქვენ მსგავს პრობლემას გადააწყდებით, იმედს ნუ დაკარგავთ. უმჯობესია, თუ კარგად გაიცნობთ საკუთარ სხეულს და გაარკვევთ, რომელ ანატომიურ ტიპს მიეკუთვნებით. თითოეულ ტიპს განსხვავებული, სპეციალურად შერჩეული დიეტა და სავარჯიშო პროგრამა ესაჭიროება, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოს. ქვემოთ ჩამოთვლილია სხეულის 3 კატეგორია: ექტომორფი, მეზომორფი და ენდომორფი, მათთვის დამახასიათებელი თავისებურებებით.

ექტომორფი

ექტომორფები ტიპური გამხდარი მამაკაცები არიან, მათ სუსტი ძვლები და შეუმჩნეველი კუნთები აქვთ. ჩვეულებრივ, ექტომორფებს გრძელი, წვრილი კიდურები და ბლანტი მუსკულატურით გამოარჩევთ. მათი მხრებიც გამხდარი და ვიწროა.

ექტომორფისთვის დამახასიათებელი ტიპური თავისებურებები

დელიკატური აღნაგობა და ძვლოვანი სტრუქტურა

წონაში ძნელად იმატებს

ბრტყელი გულ-მკერდი

პატარა მხრები

სიგამხდრე

კუნთოვანი მასის სიმცირე

სწრაფი მეტაბოლიზმი

 

ექტომორფებს ძალიან უჭირთ წონაში მატება, კარგი მეტაბოლიზმის გამო. მათ დიდი რაოდენობით კალორიები, ასევე ხანმოკლე და ინტენსიური ვარჯიშები ესაჭიროებათ, რომლებიც ძირითადად დიდ კუნთებზე იქნება ორინეტირებული, რათა ფორმა გაიუმჯობესონ. ექტომორფებს დიდი რაოდენობით საკვები დანამატები ესაჭიროებათ. ასევე რეკომენდებული დაწოლის წინ ჭამა, რათა კუნთების კატაბოლიზმი აირიდონ თავიდან. ექტომორფები ძალიან სწრაფად წვავენ ცხიმებს, რაც მათს მუსკულატურას სასწყის ფორმას ადვილად უბრუნებს.

 

მეზომორფი

მეზომორფებს განიერი ძვლოვანი სტუქტურა, ფართო მხრები და ბუნებრივად ათლეტური აღნაგობა აქვთ. ისინი ბოდიბილდინგისთვის არიან დაბადებულნი, ძალიან ადვილად იმატებენ და იკლებენ წონაში. ბუნებრივად ძლიერ მეზომორფებს მარტივად გამოსდით კუნთების დაყენება.

 

მეზომორფის ტიპური მახასიათებლები

 

ათლეტური

მეტწილად მძიმე აღნაგობა

კარგად გამოკვეთილი მუსკულატურა

მართკუთხა ფორმის სხეული

ძლიერი

ადვილად იყენებს კუნთებს

ექტომორფებზე მარტივად იმატებს წონაში

 

მეზომორფისთვის მასის ვარჯიშები ზედგამოჭრილია. წონაში მატება ძალიან სწრაფად შეინიშნება, განსაკუთრებით დამწყებთათვის. ერთ-ერთი პრობლემა მეზომორფებისთვის სწორედ ის არის,რომ ისინი სწრაფად იმატებენ წონაში, რის გამოც კალორიების მიღებისას ყოველთვის სიფრთხილე მართებთ. როგორც წესი კარდიო და წონის ვარჯიშების მიქსი მეზომორფებზე ყველაზე კარგად მოქმედებს.

 

ენდომორფი

ენდომორფის სხეული ძირითადად სოლიდური და მოდუნებულია. ისინი წონაში ძალიან სწრაფად იმატებენ. ენდომორფები უმეტესად დაბალი აღნაგობის, ხორციანი კიდურების მქონე ადამიანები არიან. კუნთები ძლიერი აქვთ, განსაკუთრებით ფეხის ზედა ნაწილში. ენდომორფებს ძალიან კარგად გამოსდით ფეხის ვარჯიშები, მაგ. ჩაჯდომები.

 

ენდომორფის ტიპური მახასიათებლები

მრგვალი, დუნე სხეული

წონაში ადვილად იმატებს

დაბალი

ჩაფსკვნილი აღნაგობა

უჭირს წონაში კლება

სუსტი მეტაბოლიზმი

მუსკულატურა არ არის კარგად გამოკვეთილი

 

ენდომორფები ძალიან ადვილად იმატებენ წონაში. სამწუხაროდ, მატების ძირითადი წილი ცხიმებზე მოდის და არ ეხება მუსკულატურას. ენდომორფებისთვის მნიშვნელოვანია წონის და კარდიო ვარჯიშები. საკვები დანამატები მათ ნაკლებად ესაჭიროებათ.

 

შერეული ტიპის სხეული

ბუნებაში ხშირად ხდება, რომ კონკრეტულ ადამიანს ჩამოთვლილ ტიპთაგან ზუსტად არცერთი არ შეესაბამება. ხშირად გვხვდება ორი ტიპის ერთმანეთთან აღრევა. მაგ. ექტომორფის მეზომორფთან ან მეზომორფის ენდომორფთან. არის შემთხვევები, როდესაც მეზომორფი ისევე სწრაფად იმატებს წონაში, როგორც ენდომორფი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი სხეულის ტიპი, რათა სწორად წარმართოს ვარჯიში და დიეტა.

ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ ანატომიურ ტიპს განეკუთვნებით. სწორად შერჩეული დიეტა და ვარჯიშები ნებისმიერ თქვენგანს მისცემს საშუალებას, ჰქონდეს იდეალური სხეული.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა