Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ზრდის ჰორმონის სტიმულაციის საინტერესო მეთოდები და საშუალებები

ადამიანის ორგანიზმში ზრდის ჰორმონი ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ გამომუშავდება. აღნიშნული ჰორმონი ხელს უწყობს სხეულის კომპოზიციის გაუმჯობესებას, უჯრედის აღდგენას, ზრდასა და მეტაბოლიზმის დაჩქარებას. მისი დახმარებით ტრავმებისა და ავადმყოფობების სავალალო შედეგებს მარტივად გაუმკლავდებით. ზრდის ჰორმონი ხელს უწყობს სავარჯიშო დარბაზში შესრულების ხარისხის გაუმჯობესებას, კუნთოვანი მასის ზრდასა და გაძლიერებას. ორგანიზმში ზრდის ჰორმონის დაბალი დონე ცხიმის ჭარბად დაგროვების რისკებს ზრდის, შესაძლოა, ვარჯიშისას დაზიანებების მიღების საფრთხის წინაშეც დადგეთ. თუ თქვენ ფიტნესით ხართ დაკავებული, წონაში დაკლება გსურთ ან რაიმე სახის ტრავმა გაწუხებთ, ზრდის ჰორმონის დონე აუცილებლად წესრიგში უნდა გქონდეთ.

ზდის ჰორმონის დონის მატება ან კლება თქვენი ცხოვრების სტილზე და კვებით ჩვევებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. აღნიშნული ჰორმონის დონის მატება თუ გსურთ, ყოველდღიური დღის რეჟიმის ცვლილება აუცილებლად დაგჭირდებათ. ჩვენს სტატიაში სასარგებლო რჩევებს გთავაზობთ, რომელთა დახმარებით ზრდის ჰორმონის მაჩვენებელს წესრიგში სწრაფად მოიყვანთ.

დაწვით ზედმეტი ცხიმები

ორგანიზმში არსებული ცხიმის წილი ზრდის ჰორმონის გამომუშავებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ადამიანები, რომლებსაც ზედმეტი ცხიმების დაგროვება აწუხებთ, ან მუცლის არეში ჭარბცხიმიანობის პრობლემა აქვთ, როგორც წესი, ზრდის ჰორმონის გამომუშავების გარკვეულ დარღვევებს უჩივიან. ჭარბწონიანი ადამიანები შესაშური ჯანმრთელობით ნამდვილად არ გამოირჩევიან. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომელთა ორგანიზმში ნორმასთან შედარებით ცხიმის დონე 3-ჯერ მაღალი იყო, ზრდის ჰორმონის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ.  მამაკაცებს, რომლებიც მუცლის არეში ცხიმების დაგროვებას უჩივიან, სისხლში ზრდის ჰორმონის საკმაოდ დაბალი შემცველობა აქვთ. ჭარბი წონისა და ზრდის ჰორმონის გამომუშავების უარყოფითი კორელაცია უფრო მეტად მამრობით სქესში შეინიშნება, ვიდრე მდედრობითში. აბდომინალური ცხიმი ცხიმის ყველაზე საშიში ნაირსახეობაა, რომელიც უამრავი დაავადების მთავარ გამომწვევ მიზეზად გვევლინება. მუცლის არიდან ჭარბი ცხიმების მოშორებით თქვენ არამხოლოდ ზრდის ჰორმონის უკეთ გამომუშავებას შეუწყობთ ხელს, არამედ ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ.

მიმართეთ ინტერვალურ შიმშილობას

შიმშილი ზრდის ჰორმონის დონეზე უდიდეს გავლენას ახდენს. 3 დღიანი შიმშილი აღნიშნული ჰორმონის მაჩვენებელს 300 %-ით ზრდის. ერთ კვირიანი შიმშილობით კი ზრდის ჰორმონის გაზრდა 1250 %-ით შეიძლება. ცხადია, ხანგრძლივი შიმშილობა სასურველი სულაც არ არის და ამის გაკეთებას თქვენგან არავინ ითხოვს. უმჯობესია, თუ ინტერვალურ შიმშილობას მიმართავთ. ეს დიეტის განსაკუთრებული სახეობაა, რომლის დროსაც თქვენ გარკვეული დროის მანძილზე შიმშილობთ, შემდეგ კი ჩვეულებრივად იკვებებით. ინტერვალური შიმშილობის სხვა და სხვა ვარიაცია არსებობს. ერთ-ერთი ვარიაციის მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ დღე-ღამეში 16 საათი იშიმშილოთ და კვებისთვის მხოლოდ 8 საათიანი ფანჯარა გეძლევათ. თუ ინტერვალური შიმშილობის აღნიშნული ვერსია არ მოგწონთ, შეგიძლიათ კვირაში ორი დღის მანძილზე მხოლოდ 500-600 კალორიის მიღებას დასჯერდეთ, დანარჩენ დღეებში კი ჩვეულებრივად იკვებოთ. ინტერვალური შიმშილი ზრდის ჰორმონის გამომუშავებაზე ორმაგად ზემოქმედებს: ის ცხიმის წვაში გეხმარებათ, რაც ზრდის ჰორმონის დონის ავტომატურ მატებას იწვევს, გარდა ამისა, ის ინსულინის დონესაც დაგირეგულირებთ, რაც ზრდის ჰორმონის გამომუშავებაზე ასევე დადებითად აისახება. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე საათიან შიმშილობასთან შედარებით 24-საათიან შიმშილს ამ მხრივ გაცილებით დიდი ეფექტი აქვს.

მიიღეთ არგინინი დანამატის სახით

არგინინის მიღება ზრდის ჰორმონის გამომუშავების პროცესს ასტიმულირებს. ადამიანების უმეტესობა არგინინის მსგავს ამინომჟავებს ძირითადად ვარჯიშის დროს იღებს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ვარჯიშის დროს არგინინის მიღება ზრდის ჰორმონის გამომუშავებაზე გავლენას ვერ ახდენს. არგინინი ვარჯიშისგან დამოუკიდებლად, თავისუფალ დროს უნდა მიიღოთ. არგინინის მიღების დროს დოზირების წესები უნდა დაიცვათ. სხეულის ყოველ ერთ კილოგრამზე დღის განმავლობაში 100-დან 250 მილიგრამამდე არგინინი უნდა მიიღოთ. დღის განმავლობაში 15-20 გრამ არგინინზე მეტს ნუ მიიღებთ. დოზის სწორად მიღების შემთხვევაში, ზრდის ჰორმონის გამომუშავებას 60 %-ით დააჩქარებთ.

შეამცირეთ მიღებული შაქრის დოზები

ინსულინის ზრდა ზრდის ჰორმონის გამომუშავებაზე უარყოფითად ზემოქმედებს. ინსულინის დონის მატებას ყველაზე მეტად ხელს რაფინირებული ნახშირწყლებისა და შაქრის დანამატების მიღება უწყობს. გარდა ამისა, შაქრის დიდი რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა, წონის სერიოზული მატება გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, ზრდის ჰორმონის დონის დაქვეითებას გამოიწვევს. სხეულის კომპოზიციის, ჰორმონთა ნორმალური გამომუშავების და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუარესება თუ არ გსურთ, გარკვეული სახის დიეტის დაცვა აუცილებლად მოგიწევთ.

ძილის წინ ბევრს ნუ მიირთმევთ

თქვენი ორგანიზმი ზრდის ჰორმონს ბუნებრივად გამოიმუშავებს. ეს პროცესი განსაკუთრებით ღამის საათებში აქტიურდება. კვების ექსპერტები ძილის წინ ზედმეტი საკვების მიღებას არ გირჩევენ, რადგან მაღალნახშირწყლოვანი ან მაღალცილოვანი პროდუქტის ღამით მიღება ინსულინის დონის მატებას იწვევს, რაც ზრდის ჰორმონის გამომუშავებაზე უარყოფითად აისახება და აღნიშნულ პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. ინსულინის დონე კვებიდან 2-3 საათის შემდეგ კვლავ იკლებს, ამიტომ უმჯობესია, თუ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე მაღალცილოვან ან მაღალნახშირწყლოვან პროდუქტებს არ მიირთმევთ.

ივარჯიშეთ მაღალი ინტენსივობით

ზრდის ჰორმონის გამომუშავებაზე ყველაზე დადებით გავლენას მაინც ვარჯიში ახდენს. ყველაფერი დამოკიდებულია ვარჯიშის ტიპზე, ინტენსივობაზე, დატვირთვამდე და მის შემდეგ თქვენ მიერ მიღებულ საკვებზე, ასევე თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალურ მაჩვენებლებზე. ზრდის ჰორმონის სტიმულირებისთვის ყველაზე ეფექტური ვარჯიში წონებით აწევებია, რომელსაც ლიმიტირებული შესვენების პერიოდების გამოყენებით ასრულებთ. მაღალი ინტენსივობის ვარჯიში მეტაბოლიზმის სიჩქარეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, რაც ზრდის ჰორმონის გამომუშავებაზე ძალიან დადებითად აისახება. ცხიმის წვის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ასევე ზრდის ჰორმონის სტიმულირებისთვის, შეგიძლიათ ინტერვალურ ვარჯიშებს, სპრინტს, წონებით ვარჯიშებსა და სხვა და სხვა ვარჯიშთა კომბინაციებს მიმართოთ. გახსოვდეთ, რომ დანამატების მიღების მსგავსად, ვარჯიშიც მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა, სწორედ ამიტომ, თანმიმდევრულობასა და მდგრადობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ხანგრძლივად და სტაბილურად ვარჯიშობთ, ჰორმონალური ფონის მოწესრიგება თქვენთვის რთული არ იქნება, არც ზედმეტი ცხიმებისგან გათავისუფლება გაგიჭირდებათ, რაც საბოლოო ჯამში, ზრდის ჰორმონის დონის დარეგულირებაში ძალიან დაგეხმარებათ.

ვარჯიშის დროს ბეტა ალანინი ან რომელიმე სპორტული სასმელი მიირთვით

სპორტული დანამატების ზოგიერთი ნაირსახეობა თქვენი შესრულების ხარისხზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს და ზრდის ჰორმონის გამომუშავებასაც ასტიმულირებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ვარჯიშამდე 4,8 გრამი ბეტა ალანინის მიღება ვარჯიშის დროს შესრულებული გამეორებების რიცხვს 22 %-ით ზრდის. გარდა ამისა, ათლეტები, რომლებიც ბეტა ალანინს რეგულარულად იღებენ, ზრდის ჰორმონის მაჩვენებლის ვარდნას არასდროს უჩივიან. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ სპორტული სასმელების მიღება ვარჯიშის დასასრულს ზრდის ჰორმონის მაჩვენებლის მატებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვარჯიშის დროს პროტეინის ფხვნილის მიღება ზრდის ჰორმონის დონის აწევას უზრუნველყოფს.

მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი

ზრდის ჰორმონის დიდი ნაწილი ძილის დროს გამომუშავდება. აღნიშნული პროცესი თქვენი ორგანიზმის შინაგანი საათის - ცირკადული რიტმის მიერ რეგულირდება. ზრდის ჰორმონის გამომუშავება უმეტესად შუაღამემდე და გამთენიისას ხდება, თუმცა თუ თქვენ ცუდად გძინავთ, ჰორმონის გამომუშავების პროცესი ფერხდება. აუცილებელია, ძილის რეჟიმს მეტი ყურადღებით მოეკიდოთ, რადგან ღრმა ძილის უკმარისობა თქვენს ორგანიზმს უამრავ პრობლემას უქმნის. ძილის რეჟიმის მოწესრიგება თუ გსურთ, საღამოობით წიგნები ხშირად იკითხეთ, თქვენს საძინებელში ტემპერატურა მუდმივად გააკონტროლეთ და ღამის საათებში კოფეინის მიღებას მოერიდეთ.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა