Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



როგორ მოვიშოროთ მუცელი(ღიპი)?

მამაკაცებში ჩამოკიდებული მუცელი საკმაოდ უცნაურ ფენომენს წარმოადგენს. ის ნებისმიერი ფორმის და ზომის მამრობითი სქესისწარმომადგენელს შეიძლება, გაუჩნდეს. სწორედ ამიტომ არის, რომ ფიტნესით დაკავებული მამაკაცების უმრავლესობა მთავარ ფოკუსს სწორედ მუცელზე აკეთებს. თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ თქვენი მუცლის ფორმებით და ვარჯიში ჯერ არ დაგიწყიათ, შეგიძლიათ სათანადოდ მოემზადოთ და წინასწარი ზომები მიიღოთ.

გაიუმჯობესეთ სისხლის მიმოქცევა და შეამცირეთ მუცლის ცხიმების რაოდენობა

ცხიმები ყველა ადამიანს თავისებურად უგროვდება. ზოგიერთს ნიკაპის ქვედა მხარე აქვს შემაწუხებლად გამოკვეთილი, ზოგს კი უკანა ტანი. „კლინიკური კვლევების ევროპულ ჟურნალში“ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ცხიმოვანი უჯრედები -ადიპოციტები განსხვავებულად მოქმედებენ სხეულის განსხვავებულ უბნებში. მაგალითისთვის, ადიპოციტები მუცლის ნაწილში მეტაბოლურად მეტი აქტივობით გამოირჩევიან, ვიდრე თეძოს არეში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი მუცელი ვარჯიშზე ფეხებისგან განსხვავებულად რეაგირებს, შესაბამისად, შედეგი სხვა და სხვაა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ჩვენი ორგანიზმის ის ნაწილი, რომელიც ცხიმებს მყარად ინახავს, სისხლის სუსტი მიმოქცევით ხასიათდება. ამის შედეგად კი ცხიმის გამოთავისუფლება და მისი გამოყენება ენერგიისთვის არ ხდება.

მაშასადამე, მხოლოდ დიეტა არ არის საკმარისი. მოცემულ შეხედულებას ამყარებს დანიის კლინიკური ქიმიის დეპარტამენტის პროფესორების დასკვნა, რომლის მიხედვითაც „ ლიპოლიზი (ცხიმების დაშრევება) ხდება ცხიმოვან ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის გაზრდით.“ შესაბამისად, მხოლოდ დიეტით ღიპისგან ვერ გათავისუფლდებით. უმჯობესია ირბინოთ, იხტუნოთ, ველოსიპედით იაროთ, მისდიოთ ცურვას და ბევრი იმოძრაოთ, რათა ცხიმების წვის პროცესი გააქტიურდეს.

დაძაბეთ თქვენი ძალები, რათა დაემშვიდობოთ ზედმეტ მუცლის ცხიმებს

დანიის სამედიცინო ფიზიოლოგიის დეპარტამენტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა აღნიშნული თეორიის შესამოწმებლად. მათ სურდათ დაემტკიცებინათ, რომ სხეულის კონკრეტული ნაწილის ცხიმებისგან გასათავისუფლებლად, საჭიროა აღნიშნულ ნაწილზე ორიენტირებული  ინტენსიური ვარჯიში. ამისთვის მათ შეკრიბეს 10 მამაკაცი და ჩაუტარეს 30-წუთიანი მუხლის გაწელვის ვარჯიშები, რომლებიც ცალ ფეხზე სრულდებოდა.

კვლევის შემდგომ, დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ნავარჯიშები კუნთების მიდამოებში ცხიმის წვა, ანუ ლიპოლიზი გაცილებით აქტიურად მიმდინარეობდა, ვიდრე  მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფ კუნთებში. მათი დასკვნით, მსგავსი ტიპის სავარჯიშოები ცხიმოვან ქსოვილში ლიპოლიზის სტიმულირებას ახდენენ.

შესანიშნავი სიახლეა, არა?! გამოდის, ყველა ჩვენგანმა აქტიურად უნდა ვავარჯიშოთ მუცლის კუნთები, რათა იდეალური ფორმები გვქონდეს. თუმცა ნუ აჩქარდებით! ჩვენი დანიელი მეგობრების მიერ აღრიცხული დამწვარი ცხიმის რაოდენობა ძალიან მცირე იყო. უმჯობესია, თუ კანადის ლავანის უნივერსიტეტის კვლევებს მივაქცევთ ყურადღებას, რომლებიც იკვლევდნენ ვარჯიშის ინტენსივობის გავლენას ორგანიზმში ცხიმების რაოდენობაზე.

1257 მამაკაცის და 1366 ქალის ფიტნეს ვარჯიშებზე დაკვირვების შედეგად, მათ დაასკვნეს, რომ წელის გარშემოწერილობა ინტენსიური დატვირთვის შედეგად მნიშვნელოვნად იკლებდა. „სიმსუქნის ჟურნალში“ გამოქვეყნებული კვლევით, მაღალი აქტივობის ვარჯიში, დაახლოებით კვირაში 3 დღე, მნიშვნელოვნად ამცირებს ცხიმებს მთელს სხეულში, ფეხების და ტორსის მიდამოებში.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხიმის ადგილობრივი წვა შესაძლებელია. უნდა მოიქცეთ თუ არა ასე? სასურველია,რომ არა. მთელი სხეულის მაღალი ინტენსივობით დატვირთვა გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა, ხოლო ნაწილობრივი, კონკრეტულ არეზე ორიენტირებული ვარჯიში მხოლოდ მცირე რაოდენობით ცხიმის დაწვაში გვეხმარება.

შეამცირეთ სტრესი და დაამარცხეთ ღიპი

რიგ შემთხვევებში, მუცელში ზედმეტი ცხიმების დაგროვებას ორგანიზმში არსებული ჰორმონული დისბალანსი განაპირობებს, რაც ძირითადად სტესით არის გამოწვეული. შვედი მეცნიერების დასკვნით ჯანმრთელი და კარგი წონის მამაკაცები დაზღვეულები არ არიან სტრესის შედეგად მუცლის ზომების გაზრდისგან.

ბუნებრივია ეს ძალზედ კომპლექსური, ბიოქიმიური პრობლემაა და უამრავი კვლევა ტარდება, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის ენდოკრინოლოგიური სისტემის თავისებურებებს იკვლევს. საუკეთესო გადაწყვეტილება , რომელიც შეგიძლიათ, მიიღოთ, არის მოდუნება და ორგანიზმში კორტიზოლის რაოდენობის შემცირება.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის დასკვნაც ადასტურებს, რომ „მოდუნებული“ მუცელი გამხდარი მუცელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ მუცელი კომპლექსური ორგანიზმია, გაცილებით რთული და  დელიკატური, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა