Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



კუნთოვანი სისტემა - ჩონჩხის კუნთები

კუნთოვანი სისტემა, არის ადამიანის ის ანატომიური სისტემა, რომელზეც ვარჯიში ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.თუ სახსრები და ძვლები ჩვენი სხეულის ერთგვარ ყალიბს წარმოადგენენ, სწორედ კუნთების შეკუმშვა-რელაქსაციის სპეციფიკური თანაფარდობა არის ჩვენი ორგანიზმის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომლის მეშვეობითაც გადავადგილდებით. არსებობს სამი სახის კუნთი: ჩონჩხის, გულის და გლუვი კუნთები.

ჩონჩხის კუნთოვანი ქსოვილი ძვლებს მყესების მეშვეობით არის მიმაგრებული. სახელწოდება გამომდინარეობს მათი ადგილმდებარეობიდან. ჩონჩხის კუნთი ნებელობითი კუნთია, რომლის გაკონტროლებაც ჩვენი შეგნებით  შეგვიძლია.

გულის კუნთოვანი ქსოვილი ახდენს გულის კედლის ფორმირებას და ახასიათებს უნებლიე მოქმედება.

მესამე ტიპის, ანუ გლუვი კუნთები  შინაგანი ორგანოების კედლებზე გვხვდება, მაგ. კუჭის, ნაწლავებისა და სისხლძარღვების. მსგავსი ტიპის კუნთებსაც უნებლიე მოქმედება ახასიათებს და ჩვენს ცნობიერ კონტროლს არ ექვემდებარება.

სამივე ტიპის კუნთი ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ქვემოთ წარმოგიდგენილია ჩონჩხის კუნთების სისტემა და მათი კლასიფიკაცია.

ჩონჩხის კუნთის ორივე დაბოლოება ძვალზე მყესებით ( შემაერთებელი ქსოვილი) არის მიმაგრებული. ზოგიერთ შემთხვევაში ჩონჩხის კუნთი ძვალს აპონევროზით, მკვრივი და განიერი მყესოვანი ფირფიტით უერთდება. საზარდულის ნამგლის (შემაერთებელი მყესის) განიერი და ბრტყელი კუნთოვანი მიმაგრება,  აპონევროზის ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო მაგალითს წარმოადგენს. ადამიანის ორგანიზმში 600-ზე მეტი კუნთია. ბუნებრივია თითოეული მათგანის განხილვა შორს წაგვიყვანს. ქვემოთ ილუსტრირებულია ის კუნთები, რომლებსაც მთავარ კუნთებს ვუწოდებთ.

 

ჩონჩხის კუნთების სისტემა- წინა მხარე

გულ-მკერდის კუნთები

წინამხრის კუნთები

ბიცეპსი

მუცლის კუნთები

ოთხთავა, ანუ გამშლელი კუნთი

ბარძაყის კუნთები

მენჯის კუნთები 

 

ჩონჩხის კუნთების სისტემა - უკანა მხარე

ზურგის კუნთები

ტრიცეფსი

დუნდულა კუნთები

მუხლქვეშა კუნთები

დიდი წვივის უკანა კუნთები

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა