Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ათლეტებისთვის აკრძალული საკვები - 9 პროდუქტი, რომელიც არ უნდა მიირთვათ

პროფესიონალი ათლეტები ჯანსაღად კვების უდიდეს მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ. კუნთოვანი მასის ზრდისა და კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვის რაციონის სწორად შერჩევა აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა, მუსკულატურის გაზრდაზე ზრუნავთ, თუ გამძლეობის მატებაზე ხართ ორიენტირებული. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა თქვენს სამზარეულოზე გადის. ათლეტისთვის საკვები მხოლოდ მიღებული კალორიები არ არის. სპორტსმენებისთვის მას გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს. საკვები ათლეტს ენერგიის მიღებაში ეხმარება და ვარჯიშის დროს მისთვის მთავარ საწვავს წარმოადგენს. ჯანსაღი პროდუქტები თქვენ ენერგიის მატებაში გეხმარებათ. მათი დახმარებით დატვირთვის შემდეგ ძალების აღდგენაც გიმარტივდებათ და კუნთოვანი მასის ზრდასაც ახერხებთ. არასწორად შერჩეული საკვები პროდუქტები წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვნად გიშლით ხელს.

ფიტნესი სერიოზულად თუ გიტაცებთ, სწორი კვების პრინციპებს აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეთ. სხვაგვარად დასახული მიზნების მიღწევა ძალიან გაგიჭირდებათ. გარკვეული ტიპის საკვები პროდუქტების მირთმევისგან სერიოზული ათლეტები ყოველთვის თავს იკავებენ. ისინი ჯანსაღ კვებით ჩვევებს არასდროს ღალატობენ და საუცხოო ფორმის შენარჩუნებასაც ახერხებენ. ჩვენს სტატიაში იმ საკვებ პროდუქტებზე გესაუბრებით, რომელთა მირთმევისგან თავი უნდა შეიკავოთ, საუკეთესო შემთხვევაში კი მათზე უარი საბოლოოდ უნდა თქვათ.

  • დიეტური გაზიანი სასმელები

ნამდვილი ათლეტები ნებისმიერ საკვებს ენერგიის წყაროდ განიხილავენ. მათ აინტერესებთ, რა რაოდენობის ცილას ან ნახშირწყალს მიიღებენ კონკრეტული პროდუქტების მირთმევისას. ათლეტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხიმების მიღებაც. დარბაზში შესრულების ხარისხის გასაზრდელად ისინი კვების სპეციალურ რეჟიმს იყენებენ. დაბალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტებს მათ რაციონში ადგილი არ მოეძებნება. ხელოვნური დამატკბობლებით გაჯერებული დიეტური გაზიანი სასმელების მირთმევა არამხოლოდ უსარგებლოა, მათი ხშირი მიღება წონის მატებას და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს. ხელოვნური დამატკბობლების წყალობით, ტვინს შეცდომით მიეწოდება დანაყრების სიგნალი. ხელოვნური დამატკბობლები სიტკბოს მაღალი ხარისხით გამოირჩევიან, რის გამოც ორგანიზმში ინსულინი აქტიურად გამომუშავდება. აღნიშნული ჰორმონი კი ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს. ტკბილი პროდუქტების მირთმევა თუ გსურთ, უმჯობესია უპირატესობა შაქრით დამტკბარ საკვებს მიანიჭოთ. მთავარია, რომ მათი ხშირად მიღებისგან თავი შეიკავოთ და ულუფების მოცულობა მკაცრად გააკონტროლოთ.

  • დაკონსერვებული წვნიანი

დაკონსერვებული წვნიანის მირთმევა საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტულია, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი ორგანიზმისთვის ისეთივე საზიანოა, როგორც სხვა გადამუშავებული პროდუქტები. წვნიანების გარკვეულ სახეობებში ნატრიუმისა და კალიუმის ნიტრატების შემცველობა იმდენად მაღალია, რომ მათი მირთმევა დაუშვებელია. თუ დაკონსერვებული პროდუქტების მირთმევისგან თავს ვერ იკავებთ, უმჯობესია, თუ ნიტრატების დაბალი შემცველობის მქონე პროდუქტებს შეარჩევთ ან უპირატესობას სახლში დამზადებულ კონსერვებს მიანიჭებთ. თუ დაკონსერვებულ წვნიანებს მეტისმეტად მიეძალებით, შესაძლოა, მაღალმა არტერიულმა წნევამ ხშირად შეგაწუხოთ.

  • ტკბილი ბურღულეული

ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება ორგანიზმს უდიდეს ზიანს აყენებს, თუმცა ნამდვილი შაქრის მიღებისას ზომიერების გამოჩენა აუცილებელია. მართალია, აქტიურ ადამიანებს დღის განმავლობაში გაცილებით მეტი კალორიის მიღება შეუძლიათ, ვიდრე ცხოვრების მჯდომარე წესის მიმდევრებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შაქრით დამტკბარი პროდუქტებით აქტიურად კვების უფლება აქვთ. არცერთი წარმატებული ათლეტი არ დაიწყებს დილას ზეფირის მირთმევით. ზედმეტად ტკბილი პროდუქტებით კვება სისხლში ინსულინის დონის მატებას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ცხიმების დაგროვებას შეუწყობს ხელს.

  • თეთრი პური

თეთრი ბრინჯის, მაკარონისა და პურის მირთმევა დასაშვებია, თუმცა ათლეტებისთვის სასურველ პროდუქტებად მაინც არ მიიჩნევა. რაფინირებული ფქვილი მარცვლის გარე გარსის მოშორების შემდეგ მზადდება. თეთრი პურის მოსამზადებლად ხშირად თერმოფილურ საფუარს გამოიყენებენ. მსგავსი პროდუქტების უდიდესი ნაწილი უსარგებლოა. მათი მიღება სისხლში ინსულინის დონის მატებას იწვევს. გარდა ამისა, თეთრი პურით რეგულარულად კვება ენერგიის მნიშვნელოვანი დაქვეითების მიზეზი ხდება და წონის მატებასაც იწვევს. უმჯობესია, თუ უპირატესობას მთელმარცვლიან პროდუქტებს მიანიჭებთ. რაფინირებული ფქვილისგან დამზადებული პური ენერგიით ვერ მოგამარაგებთ და თქვენი ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.

  • ღუმელში მომზადებული პოპკორნი

ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ათლეტის საკვებ რაციონში ღუმელში მომზადებული პოპკორნისთვის ადგილი ნამდვილად არ მოიძებნება. არაჯანსაღი ცხიმებით და მავნე ქიმიური ნაერთებით გაჯერებული პოპკორნი ათლეტებს ვარჯიშისთვის საჭირო ენერგიის მარაგს ვერ უვსებს. ის არც დატვირთვის შემდეგ ძალების აღდგენისთვის არის ეფექტური. პოპკორნის სწორად მომზადების შემთხვევაში ათლეტისთვის ის სუპერ საკვებად შეიძლება იქცეს. ჯანსაღი პოპკორნის მოსამზადებლად ეფექტურია მცირე რაოდენობით ქოქოსის ზეთის გამოყენება. სწორად მომზადებული პოპკორნი ანტიოქსიდანტებითა და უჯრედისით ძალიან მდიდარია, რაც ყოველდღიური აქტივობების შესრულებაში ძალიან დაგეხმარებათ.

  • გრანოლა

გრანოლას სასარგებლო თვისებების შესახებ, ალბათ, ბევრი გსმენიათ. შესაძლოა, გაგიკვირდათ კიდეც, როდესაც აღმოაჩინეთ, რომ პროფესიონალი ათლეტები მისი მირთმევისგან თავს იკავებენ. მართალია, ის შვრიისგან მზადდება და ჯანსაღ კერძად არის მიჩნეული, მაგრამ მის შემადგელობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით შაქარი და არასაჭირო რაოდენობით ცხიმია. გრანოლა საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია. თუ მისი მირთმევისას მხოლოდ ¼ ფინჯან კერძს დაჯერდებით, გრანოლას მიღებისგან თავის შეკავება არ დაგჭირდებათ, მაგრამ ამ უგემრიელეს საუზმეს მოზომილი ულუფებით არავინ მიირთმევს. ათლეტებს ენერგიისთვის დიდი რაოდენობით უჯრედისი და კალორია ესაჭიროებათ. თუ ჯანსაღი საუზმის ძიებაში ხართ, უმჯობესია უპირატესობა შვრიისა და არაქისის კარაქის ნაზავს მიანიჭოთ. გრანოლას ხშირი მირთმევისგან კი თავის შეკავებას გირჩევთ.

  • ალკოჰოლი

ფიტნესში წარმატების მისაღწევად ნებისმიერი სახის სასმელი ან საკვები ზომიერად უნდა მიიღოთ. წარმატებული ათლეტები არასდროს მიირთმევენ დიდი რაოდენობით ლუდს ან სხვა ალკოჰოლურ სასმელს. ალკოჰოლი თქვენს სპორტულ ცხოვრებაზე მრავალმხრივ ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს. ის მნიშვნელოვნად აქვეითებს დარბაზში შესრულების ხარისხს, ამცირებს კუნთების ტონუსს და ამტანობას. ალკოჰოლი ძლიერი დიურეტიკია, რის გამოც ის ორგანიზმის დეჰიდრატაციას იწვევს. უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ალკოჰოლს იმუნური სისტემის დაზიანების უნარიც აქვს. ადამიანებს, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელებს ხშირად მიირმევენ, სხვადასხვა დაავადებებისგან განკურნება უძნელდებათ. ალკოჰოლის ხშირი მირთმევა ტრავმების მიღების ალბათობასაც მნიშვნელოვნად ზრდის.

  • კერძები, რომლებიც ცილას არ შეიცავს

ათლეტებისთვის ცილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ცილა კუნთოვანი ქსოვილის გაჯანსაღებას და აღდგენას უწყობს ხელს. ფიტნესით სერიოზულად თუ ხართ დაკავებული, გირჩევთ, ყოველი კვების დროს ცილის შემცველი პროდუქტები მიირთვათ, რათა სისხლში შაქრის დონის სწრაფი მატება თავიდან აიცილოთ და ხანგრძლივი დროით დანაყრდეთ. შვრია ათლეტებისთვის იდეალური საუზმეა, თუმცა კვერცხის ცილის ან არაქისის კარაქის გარეშე მისი მირთმევა მათთვის რეკომენდებული არ არის.

  • სპორტული სასმელები

ხანგრძლივი და მეტისმეტად დამღლელი ვარჯიშის შესრულება თუ არ გიწევთ, სპორტული სასმელების მიღებისგან თავის შეკავებას გირჩევთ. ელექტროლიტებით გაჯერებული სასმელები სულ ცოტა 34 გრამ შაქარს მაინც შეიცავს. უმჯობესია, თუ ვარჯიშის დროს ენერგიის აღსადგენად წყალს მიირთმევთ. უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ადამიანები, რომლებიც სპორტულ სასმელებს ყოველდღიურად იღებენ, წონაში გაცილებით სწრაფად იმატებენ, ვიდრე ისინი, ვინც მსგავსი ტიპის სასმელის მირთმევას თავს არიდებს.

წარმატებებს გისურვებთ!

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა