Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



დექსტერ ჯექსონი კარიერას ასრულებს

დექსტერ ჯექსონმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს კარიერის დასრულების შესახებ შეატყობინა. ცნობილი ათლეტის თქმით, ის 2020 წლის მისტერ ოლიმპიაზე უკანასკნელად იასპარეზებს, რის შემდეგაც პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობას საერთოდ შეწყვეტს. „ძალიან დიდხანს და ბევრს ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა დამესრულებინა ჩემი კარიერა, ჯერ კიდევ შემიძლია, რომ ფორმაში ვიყო. ნებისმიერ კონკურსზე გასვლისას ვიცი, რომ გამარჯვების შესაძლებლობა ისევ მაქვს. მისტერ ოლიმპია უდიდესი მოვლენაა ბოდიბილდინგის სამყაროში. შესაბამისად, დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი კარიერა სწორედ მისტერ ოლიმპიაზე, ვეგასში დავასრულო. მინდა, რომ სცენაზე საუკეთესოების გვერდით დავდგე. 2020 წლის მისტერ ოლიმპია ჩემი უკანასკნელი ასპარეზობაა. ამიტომ, ჩემს გულშემატკივრებს მინდა ვთხოვო, რომ ყველანი, ვინც მხარს მიჭერთ, შოუზე მოხვიდეთ.  თქვენი მოსვლით ჩემი კარიერის უკანასკნელ დღეს უფრო განსაკუთრებულს გახდით,“ - აღნიშნა დექსტერ ჯექსონმა.

ბოდიბილდინგის სამყაროში ჯექსონს ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებადაც მოიხსენიებენ. მან პროფესიონალურ დონეზე 29-ჯერ მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვება, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მისი 9 კომბინირებული მოგება არნოლდ კლასიკზე ასევე უპრეცედენტოა, ისევე როგორც, მისტერ ოლიმპიაზე ოცჯერ ასპარეზობა. მიუხედავად იმისა, რომ დექსტერ ჯექსონი უკვე 50 წლისაა, ის პლანეტის წამყვან ათლეტებს შორის საპატიო ადგილს იკავებს. 2020 წლის მისტერ ოლიმპიაზე მისულ გულშემატკივრებს ძალიან ბევრი სიახლე ელოდებათ. ცნობილი გახდა, რომ წელს ფლექს ლუისი სცენას დაუბრუნდება და კვლავ იასპარეზებს. გარდა ამისა, 2020 წლის მისტერ ოლიმპიაზე შაკილ  ო'ნილი საპატიო კონსულის სახით მოგვევლინება. წელს მის ოლიმპიის გამართვაც იგეგმება. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ქალბატონები საპატიო ტიტულისთვის ბრძოლას კვლავ განაგრძობენ.

„დექსტერ ჯექსონი უდიდესი ვარსკვლავია. რა თქმა უნდა, მის უკანასკნელ ასპარეზობაზე დასწრება ყველასთვის ძალიან ამაღელვებელია. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს დღე ძალიან განსაკუთრებული იყოს. დამატებით დეტალებს კი მოგვიანებით შეგატყობინებთ,“ - აღნიშნავენ მისტერ ოლიმპიის ორგანიზატორები. დექსტერ ჯექსონი უკვე 21 წელია პროფესიონალი ათლეტია. მან ასპარეზობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბილ კლინტონი იყო. გარდა იმისა, რომ ჯექსონი 2008 წლის მისტერ ოლიმპიის გამარჯვებულია, მას არნოლდ კლასიკი ხუთჯერ აქვს მოგებული. მან, როგორც პროფესიონალმა ათლეტმა, ჯამში 29 პროფესიონალური შოუს ტიტული მოიგო. მსგავსი შთამბეჭდავი მაჩვენებლები ბოდიბილდინგის ისტორიაში დიდ იშვიათობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის მისტერ ოლიმპიაზე დექსტერ ჯექსონი უკვე 49 წლის იყო, მან მეოთხე ადგილის დაკავება მაინც შეძლო, რის შედეგადაც 2020 წლის ასპარეზობისთვის კვალიფიკაცია ავტომატურად მიენიჭა. ჯექსონს არც არნოლდ კლასიკზე , არნოლდ ავსტრალიასა და არნოლდ სამხრეთ ამერიკაზე მონაწილეობისგან შეუკავებია თავი. დექსტერ ჯექსონი მთელი ცხოვრების მანძილზე ოცნებობდა, რომ კარიერაში პროფესიონალურ დონეზე 30 გამარჯვება მოეგროვებინა. ის რონი კოლმანის შედეგის გაუმჯობესებას ცდილობდა. ჯექსონს ოცნების ასრულების შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს.

სამოყვარულო კარიერა დექსტერ ჯექსონმა მსუბუქ წონებში ასპარეზობით დაიწყო. აღნიშნულ კატეგორიაში ის 1998 წელს პროფესიონალ ათლეტად ჩამოყალიბდა. 1999 წელს მან არნოლდ კლასიკზე იასპარეზა, სადაც მეშვიდე პოზიცია დაიკავა. იმ დროისთვის მისი მოწინააღმდეგები კევინ ლევრონი, ვინს ტეილორი და ახალგაზრდა ჯეი კატლერი იყვნენ. ჯექსონი ერთადერთია 1999 წლის არნოლდ კლასიკის მონაწილე მისი თაობის კონკურსანტებს შორის, რომელიც ჯერ კიდევ პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობს. დექსტერ ჯექსონი ერთ-ერთია იმ სამ მამაკაცს შორის, რომლებმაც ერთსა და იმავე კალენდარულ წელს არნოლდ კლასიკისა და მისტერ ოლიმპიის მოგება მოახერხეს. ის სცენაზე მისტერ ოლიმპიის 5 გამარჯვებულს უწევდა პაექრობას. მისი მეტოქეები იყვნენ: რონი კოლმანი, ჯეი კატლერი, ფილ ჰიტი, შონ როდენი და ბრენდონ კარი.

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა