Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ფეხის ეფექტური ვარჯიშები, რომელთა შესრულება აღჭურვილობის გარეშე შეგიძლიათ

ფიტნეს მოყვარულები ფეხის ვარჯიშების შესრულებისას განსაკუთრებულ მონდომებას იშვიათად ამჟღავნებენ. როგორც წესი, სხეულის ქვედა ნაწილის გავარჯიშებისას სასურველი შედეგის მიღებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ფეხის ვარჯიშები მოკლე დროში შესამჩნევ შედეგს არ იძლევა, ამასთან გამოკვეთილი ფეხის კუნთები თითქმის მთელი წლის მანძილზე ჯინსის შარვლის ქვეშ იმალება, რაც ათლეტებს ნამდვილად არ მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხის ვარჯიშები საკმაოდ არაპოპულარულია, გამოცდილმა ათლეტებმა კარგად იციან, რომ მათი რეგულარულად შესრულება აუცილებელია. თუ გსურთ, რომ სხეული სიმეტრიულად განავითაროთ და დატვირთვის დროს ტრავმების მიღებისგან დაზღვეული იყოთ, სხეულის ქვედა ნაწილს მეტი ყურადღება დაუთმეთ. ვიდეორგოლში ფეხის ეფექტურ ვარჯიშებს გთავაზობთ, რომელთა შესრულებას ყოველგვარი ფიტნეს აღჭურვილობის გარეშე შეძლებთ.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა