Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



გამოშრობა 6 დღეში

როგორ გავთავისუფლდეთ სწრაფად ცხიმების, წყლის და გაზებისგან ფოტოგადაღების ან განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის?

ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

  1. არსებობს გამხდარი და არსებობს ნამდვილად გამხდარი და მშრალი, ანუ ისეთი სხეული, როგორითაც ბოდიბილდერები გამოდიან სცენაზე. თუ თქვენ უკვე აღარ გაწუხებთ წონა, ეს 6-დღიანი გეგმა დაგეხმარებათ სწრაფად გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე, მოემზადოთ შეჯიბრებებისა და ფოტოსესიებისთვის.
  2. თქვენი მიზანი არ არის მხოლოდ ზედმეტი წყლისგან გა- თავისუფლება, თქვენი მიზანია, გქონდეთ  სავსე და ლამაზად მომრგვალებული კუნთები, რის მისაღწევადაც  სპეციალურიცოდნა და ხრიკებიასაჭირო.
  3. გამოშრობისას დაშვებული მთავარი შეცდომები: მინერალების გამოყენებასთან დაკავშირებული არასწორი მანიპულაციები, მიღებული წყლის  დოზების შეცვლა ძალიან სწრაფად ან ზედმეტად გაწელილად.
  4. ეს არ არის ცხიმის წვის დიეტა, არამედ - სპეციალურად გაწერილი გეგმა, რათა განსაზღვრულ დროში განსაკუთრებულიფორმაში ჩადგეთ.

სიგამხდრის 4 ძირითადი  საფეხური

სიგამხდრის რამდენიმე საფეხური არსებობს. წონის პრობლემის არქონასა და ე.წ. „ გამოშრობას“ შორის უდიდესი სხვაობაა. ქვემოთ განხილულია სიგამხდრის საფეხურები. თანდართული ფოტომასალა საშუალებას იძლევა ვიზუალური წარმოდგენა შევიქმნათ თითოეულ მათგანზე:

პირველი საფეხური: წონის პრობლემა არ არსებობს, თუმცა მუსკულატურა გამოკვეთილი არ არის.

მეორე საფეხური: ფორმაში მყოფი სხეული, როდესაც ზედა ნაწილში მუსკულატურა შესამჩნევი ხდება.

მესამე საფეხური: ლამაზად ჩამოთლილი სხეული, მუსკულატურა ადვილად შესამჩნევია.

მეოთხე საფეხური: გამომშრალი სხეული

მეოთხე საფეხურის სიგამხდრე არამხოლოდ ორგანიზმში  ცხიმების შდაბალი დოზით გამოირჩევა, არამედ გამოშრობისძალიან მაღალი მაჩვენებლითაც. ეს ტერმინი პროფესიონალული ბოდიბილდინგიდან მოდის. ბოდიბილდერები წყლის და ნახშირწყლებისმიღებისას სპეციალურ მანიპულაციებს ატარებენ, რათაკანქვეშა ზედმეტი წყლისგან გათავისუფლდნენ.აღნიშნული შერჩევითი პროცედურის მთავარ მიზანს წარმოადგენს სწორედ კანქვეშა წყლის მოცულობის შემცირება, ამასთან კუნთების მაქსიმალური სისავსის შენარჩუნება. აღნიშნული კომბინაცია ბოდიბილდერს საშუალებას აძლევს შეჯიბრის წინ საუკეთესო ფორმაში იყოს. როდესაც კუნთსა და კანს შორის წყალი აღარ არის, იდეალური შედეგი მიიღწევა: მუსკულატურა გამოკვეთილი და სავსეა. ეს  ძალიან ცნობილი ხრიკია და შეჯიბრებისას პირველ და მეხუთე ადგილოსანს მხოლოდ ის განასხვავებს, თუ რომელი სპორტსმენი იტარებს გამოშრობის პროცედურას უფრო სწორად და მოხერხებულად. არაბოდიბილდერთა სამყაროშიც, მსახიობები და მოდელები ხშირად იყენებენ აღნიშნულ მანიპულაციას, რომ ფოტოგადაღებებსა თუ ჩვენებებზე იდეალურ ფორმაში იყვნენ. ადამიანები, რომლებიც მსგავს  ხრიკებს სწავლობენ ბოდიბილდერებისგან, საკმაოდ დიდი რაოდენობით წყალს იშორებენ, ამისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ 6 დღე სჭირდებათ. ამასთან იწვება საკმაო ოდენობის ცხიმიც, რაც მათ საშუალებას აძლევს გამოიყურებოდნენ უფრო დაძარღვულად და დაკუნთულად.

შენიშვნა: აღნიშნული მანიპულაცია არ გამოგადგებათ, თუ თქვენ წონის პრობლემა გაწუხებთ, მიუხედავად იმისა,რომ წყალთან ერთად ცხიმებიც იწვება, მოცემული ხრიკი არ წარმოადგენს დიეტას, შესაბამისად ჭარბწონიან ადამიანებში შედეგს არ იძლევა. მოცემულიპროგრამა ეხმარება უკვე გამხდარ ადამიანებს, იყვნენ საუცხოო ფორმაში.

ზოგადი მიმოხილვა

არსებობს სამი ძირითადი ფაქტორი, რომელიც თქვენს ორგანიზმს წყლის სწრაფად გამოდევნაში ეხმარება. ესენია:

  1. ნახშირწყლოვანი მანიპულაციები: დაბალ-ნახშირწყლოვანი და მაღალ-პროტეინული დიეტა ორგანიზმისთვის საუკეთესო დიურეტიკია. მხოლოდ ნახშირწყლების  მიღების შემცირება, დიდი რაოდენობით წყლისგან გვათავისუფლებს. ამ გეგმით დღეში 60 გრამამდე ნახშირწყლებს დახარჯავთ, შემდეგ კი ტაქტიკურად გაზრდით მათს რაოდენობას.
  2. სითხის მიღება: თქვენ ვერ მიაღწევთ გამოშრობას წყალზე უარის თქმით, ყოველშემთხვევაში, თავიდან მაინც. თავდაპირველად ძალიან ბევრ წყალს იღებთ, ბოლოსკენ კი მოულოდნელად წყვეტთ წყლის მიღებას, რითაც ორგანიზმი გადაგყავთ სითხისგან გაწმენდის რეჟიმზე.  ამ პროგრამის მიმდინარეობისას, დღიურად რამდენიმე ლიტრ წყალს მოიხმართ.
  3. თქვენს უმთავრეს მიზანს წარმაოდგენს გლიკოჰენისგან (ცხოველური სახამებელი) გათავისუფლება. მიყევით ამ 6-დღიან პროგრამას და საბოლოოდ თქვენი კუნთები აქტიურად შეიწოვენ ნახშირწყლებს, მიაღწევენ არნახულ სისავსეს.

გეგმა მეოთხე დონის სიგამხდრის მისაღწევად

ორშაბათი: სვამთ დაახლოებით 10 ლიტრამდე წყალს და მაქსიმალურად ერიდებით ნახშირწყლების მიღებას. ნებადართულია მხოლოდ ვარჯიშისას  97.5 გრამ Plazma TM - ის მიღება. შეგიძლიათ საკვები პროდუქტებიდან უმნიშვნელო რაოდენობით ნახშირწყლებიც მიიღოთ, მაგრამ უმჯობესია, თუ ამისგან თავს შეიკავებთ.

სამშაბათს და ოთხშაბათს იმავე გეგმით მოქმედებთ.

ხუთშაბათი: ამ დღის გეგმით 13-14 ლიტრამდე წყალი უნდა დალიოთ. დღის განმავლობაში არ მიიღოთ რაიმე მძიმე საკვები, მხოლოდ 6 ულუფად გადანაწილებული Mag-10, თითოეული ულუფა მიიღეთ ყოველ სამ საათში ერთხელ. წყალი რომელსაც MAG-10 - ის გამოყენებისას მიიღებთ, შედის მისაღები წყლის დღიურ დოზაში.

პარასკევი: მცენარეული დიურეტიკების მიღება იწყება სწორედ პარასკევ საღამოდან. ასევე იზრდება ნახშირწყლების მიღების რაოდენობაც, დაახლოებით 50-75 გრამამდე დღეში. თავი აარიდეთ სოდას და მარილს, რადმენადაც ეს შესაძლებელია. პირველი ულუფა: საუზმე უნდა მიირთვათ დილის 7 საათზე. გლიკოჰენის შესავსებად ნახშირწყლები ხილიდან უნდა მიიღოთ, რადგან ასე მათი რაოდენობა ყველაზე სწრაფად აღდგება, რაც დანარჩენი ნახშირწყლების დოზის გაზრდას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. მეორედან მეოთხე ულუფამდე ( დაახლ. დილის 10 საათიდან შუადღის 3 საათამდე): ამ ეტაპზე დიდი რაოდენობით სახამებელი უნდა მიიღოთ. იამსები და კარტოფილი ყველაზე მეტად გამოგადგებათ, უბრალო ბრინჯიც მშვენიერია. ერიდეთ მარცვლოვნებს, განსაკუთრებით ხორბალს, რათა თავი დაიზღვიოთ შებერილობისგან. მეოთხე ულუფის შემდეგ  ყველანაირი სითხის მიღება უნდა შეწყვიტოთ. მეხუთე ულუფად, საღამოს 7 საათზე უნდა მიიღოთ: Finibar Competition Bar. მეექვსე ულუფას მხოლოდ მაშინ იღებთ, თუ კუნთები სათანადოდ შევსებული არ გაქვთ. წყლის მიღება ისევ იკრძალება. უნდა მიირთვათ შაქრის შემცველი პროდუქტი, მაგრამ როგორც კი მუცელში სიმძიმეს იგრძნობთ, მაშინვე შეწყვიტოთ ჭამა. ამავე დროს უნდა მიიღოთ 2 სუფრის კოვზი მცენარეული გლიცერინი.

პარასკევი ღამე: დაძინებამდე აბაზანა გაავსეთ მაქსიმალურად ცხელი წყლით(რამდენსაც გაუძლებთ), დაამატეთ 400 გრამი ინგლისური მარილი, 20-30 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. თუ წყალი გაცივებას დაიწყებს, ისევ დაამატეთ ცხელი წყალი.

შაბათი ( დღე, რომლისთვისაც ემზადებოდით): საუზმე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყურებით. 

თუ სხეული მოდუნებული გაქვთ, მიიღეთ კიდევ ერთი ულუფა შაქრის შემცველი პროდუქტი. თუ კარგად გამოიყურებით, ხილის და პროთეინის მცირე პორციაც საკმარისია. თუ წყალი გამძიმებთ, მიიღეთ მხოლოდ პროთეინი.

როგორ მუშაობს აღნიშნული პროგრამა?

დაბალნახშირწყლოვანი დიეტის და წყლის დიდი რაოდენობით მიღების მთავარ მიზანს წარმოადგენს ორგანიზმის გაწმენდა გლიკოჰენისგან, მისი შემდგომი, დაბალნსებული აღდგენით. მთავარი მიზანი კი გახლავთ ორგანიზმის გადაყვანა სითხისგან დაცლის რეჟიმზე. პარასკევს, როდესაც წყლის მიღება წყდება, მისგან გათავისუფლება მაინც გრძელდება. ორგანიზმი ერთგვარ შადრევნად გარდაიქმნება და საბოლოოდ იდეალური სიმშრალე მიიღწევა.

თუ დაგაინტერესათ გეგმამ მეოთხე დონის სიგამხდრის მისაღწევად,დაწყებამდე გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან და პირად ინსტრუქტორთან, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დიატა საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში საიტი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა