7 საუკეთესო ვარჯიში ცელულიტის მოსაშორებლად
ქალისთვის სხეულის რომელიმე ნაწილში ცელულიტის აღმოჩენა და თმაში პირველი ჭაღარის შემჩნევა ერნაირად დრამატულია, რადგან ორივე მათგანი უარყოფით ემოციებს იწვევს. ძირითადად მსგავს აღმოჩენებს გასახდელებში (გამოსაცვლელ ოთახებში) აკეთებენ ხოლმე, რაც სპეციალური განათებების დახმარებით ხდება შესაძლებელი. თავზემოთ მოთავსებული ნათურები სხეულის ყველა ნაწილს მეტისმეტი სიცხადით წარმოაჩენს და ყველა ნაკლი სააშკარაოზე გამოაქვს.აუცილებელი არ არის თქვენ ზედმეტი წონა გაწუხებდეთ ან რომელიმე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდეთ. ცელულიტი ქალების აბსოლუტური უმრავლესობის პრობლემაა. სანამ რომელიმე ბრენდული მაღაზიის გასახდელში პანიკაში ჩავარდებოდეთ, უმჯობესია ღრმად ჩაისუნთქოთ, დამშვიდდეთ და ცელულიტის წინააღმდეგ საბრძოლველად მოემზადოთ. ამ მხრივ საუკეთესო მეთოდს ვარჯიში წარმოადგენს. მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ ბევრი რამ გაიგოთ ცელულიტის შესახებ და გაეცნოთ იმ ვარჯიშებს, რომლებიც მის დამარცხებაში ყველაზე მეტად გამოგადგებათ.
რა არის ცელულიტი?
მოკლედ რომ ვთქვათ, ცელულიტი ცხიმის ნაირსახეობაა. სხეულზე მას თავისი უნიკალური, ღრმულოვანი, არასასიამოვნო გამომსახველობით გამოვარჩევთ. ასე კი იმიტომ ხდება, რომ ეს უჩვეულო კანქვეშა ცხიმი კუნთსა და კუნთის კანთან შემაერთებელ ბოჭკოვან სტრუქტურას შორის არის ჩაჭედილი.რაც მეტი ცხიმოვანი ქსოვილი გროვდება, მით მეტი ზეწოლა ხდება კანზე, რაც საბოლოოდ აღნიშნული ბოჭკოვანი სტრუქტურების გაუქმებას იწვევს. სწორედ ეს ქმნის ცელულიტს სხეულზე, ამ არაესთეტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ასე არ უყვართ ქალებს. რაც მეტი ბოჭკოვანი სტრუქტურა განიცდის გადაგვარებას, მით მეტად ედება ცელულიტი სხეულის სხვა და სხვა ნაწილს.
რა ასაკში ჩნდება ცელულიტი?
სქესობრივი მომწიფებულობის ასაკში ნებისმიერ ქალს შეიძლება გაუჩნდეს ცელულიტი, დამოუკიდებლად მათი წონისა. აღნიშნული პრობლემა ახალგაზრდა გოგონებსაც აქვთ, მაგრამ გამომდინარე კანის სტუქტურულ ქსოვილში მიმდინარე ცვლილებებიდან, ასაკოვან ქალებს, როგორც წესი, ის მეტად ემჩნევათ, ვიდრე ახალგაზრდებს. ასაკთან ერთად კაცებიც ქალების მსგავსად იმატებენ წონაში და კუნთოვან მასას კარგავენ, რაც ცელულიტის განვითარებას უწყობს ხელს.
სხეულის რომელ ნაწილზე ჩნდება ცელულიტი?
ცელულიტი შესაძლოა გაჩნდეს სხეულის ნებისმმიერ მონაკვეთში, სადაც ცხიმი გროვდება, მაგრამ ყველაზე ხშირად ის თავს იჩენს დუნდულებსა და თეძოებზე. ამ ადგილებში ყველაზე მეტი ცხიმი იყრის თავს, შესაბამისად ცელულიტის განვითარების რისკი მაღალია.
არის თუ არა ცელულიტი გენეტიკური?
ცელულიტი ნამდვილად ავლენს გენეტიკურ ხასიათს, მაგრამ როგორც სტატიაში ნახავთ, არსებობს გარკვეული ძალოვანი ვარჯიშები, რომლებსაც სხეულის ქვედა ნაწილზე ცელულიტის გაჩენის პრევენცია შეუძლიათ.
აწუხებთ თუ არა გამხდარ ადამიანებს ცელულიტის პრობლემა?
დიახ, ცელულიტი გამხდრებსაც ისევე აწუხებთ ,როგორც მსუქნებს. მსგავსი პრობლემები მოდელებსაც კი აქვთ, თუმცა პროფესიონალების დახმარებით, ისინი წარმატებით ფარავენ ამ ნაკლს. თუმცა თუ ჭარბი წონა გაწუხებთ და ცელულიტი გაქვთ, წონაში დაკლება მის დამარცხებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.
გვარდება თუ არა წონაში დაკლებით ცელულიტის პრობლემა?
წონაში დაკლებით ცელულიტის პრობლემა ნამდვილად მსუბუქდება, მაგრამ მისი საბოლოო დამარცხება ვერ ხერხდება, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ცელულიტი გამხდრებსაც აწუხებთ. ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლებით, თქვენ პრობლემის გამწვავების მთავარ მიზეზს ებრძვით. ამის შემდგომ აუცილებელია სხვა პრაქტიკული ღონისძიებების გატარება. თქვენ ვერ გადაჭრით პრობლემას ძალოვანი ვარჯიშების გარეშე, რომლებიც ამ მხრივ ყველაზე დიდ დახმარებას გაგიწევთ.
ქრება თუ არა ცელულიტი სპეციალური კრემების და სამედიცინო საშუალებების გამოყენებით?
მეიოს კლინიკის კვლევებს თუ დავეყრდნობით, ცელულიტის სამკურნალო კრემებს და მასაჟებს დიდი ეფექტი არ აქვთ. მათი აქტიური მომხრეები წარმოუდგენელ დაპირებებს იძლევიან, თუმცა მსგავს პროცედურებს და სამედიცინო საშუალებებს სასურველი შედეგები არ მოაქვთ. ისეთი ექსტრემალური მეთოდიც კი, როგორიც ლიპოსაქციაა, ცელულიტის სრულად დამარცხებას ვერ ახერხებს. ამიტომ, დაზოგეთ თქვენი ფინანსები და ვარჯიშისთვის მოემზადეთ.
ცელულიტისგან გათავისუფლება შეუძლებელია?
გთავაზობთ სლოგანს: „პროგრესი და არა უნაკლოება“. ცელულიტის გამოვლენის შემცირება და სხეულის ფორმების გალამაზება შესაძლებელია, მისი სრულად დამარცხება კი ნაკლებად. მოდელები, რომლებსაც ეკრანებზე ხედავთ, სხვა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიისა თუ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით, სრულად მალავენ თავიანთ ნაკლს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ის არ აქვთ. მიმართეთ ვარჯიშს უკეთესი სხეულისთვის!
როგორ გავთავისუფლდეთ ცელულიტისგან?
საუკეთესო გზა ცელულიტისგან თავდასაღწევად ძალოვანი ვარჯიშებია. რატომ ხდება ასე? ძალოვანი ვარჯიში ახდენს ძლიერი, მკვრივი და სავსე კუნთების ფორმირებას, რომლებიც კანქვეშ სოლიდურ და მყარ სტრუქტურებს ქმნიან, შესაბამისად ცხიმოვანი ქსოვილისთვის ნაკლებ ადგილს ტოვებენ. ამასთან, მეტი კუნთი მეტი ცხიმის წვას გულისხმობს, რაც ცხიმების დაგროვებას უშლის ხელს და შესაბამისად ცელულიტის გაჩენასაც აფერხებს.
7 საუკეთესო ვარჯიში ცელულიტის დასამარცხებლად
გთავაზობთ 7 საუკეთესო ძალოვან ვარჯიშს, რომლებიც ცელულიტისკენ მიდრეკილ ზონებზეა ორიენტირებული, მათ შორის დუნდულებსა და თეძოებზე. დაკავდით ამ ვარჯიშებით კვირაში 2-3-ჯერ, რათა უკეთესი შედეგი გქონდეთ. თითოეული მოძრაობა 8-12- ჯერ უნდა გააკეთოთ, შემდეგ კი სხვა ვარჯიშზე გადახვიდეთ.
- ჩაჯდომები სიბრტყეზე
დადეგით ისე, რომ ფეხები გაშალოთ მხრის სიგრძეზე (ოდნავ უფრო განივრადაც), ფეხის ტერფები მიმართეთ გვერდულად. მოიხარეთ მუხლებში და გააკეთეთ ნელი ჩაჯდომი, ზურგი გქონდეთ სწორ მდგომარეობაში, მუცლის კუნთები კი დაჭიმული. შეკუმშეთ დუნდულები და ნელ-ნელა ადექით.
- ჩაჯდომა - „დამბაჩა“
A) Stand with feet slightly wider than shoulder distance apart and toes turned out. Bend knees, lowering torso and keeping your back straight and abs tight. Tuck your tailbone.
B) Squeeze your glutes and come to standing position.
2. Pistol Squat
დადექით, ფეხები სხეულის სიგანეზე დააშორეთ ერთმანეთს. ცალი ფეხი გაიშვირეთ წინ, აწიეთ მაღლა და გაასწორეთ.ხელები გქონდეთ ბარძაყის პარალელურად, რათა დაიცვათ ბალანსი. ჩაჯექით, ისე რომ ზეწოლა მთლიანად ქუსლზე მოდიოდეს, შემდეგ კი ნელა ადექით, გამოიყენეთ დუნდულა და მყესის კუნთები. გაიმეორეთ მოძრაობა იმდენჯერ, რამდენჯერაც გსურთ. ჯდებით ხან ერთ, ხან მეორე ფეხზე დაყრდნობით.
- გვერდითი მიწოლები
A) Stand with feet slightly wider than shoulder distance apart and toes turned out. Bend knees, lowering torso and keeping your back straight and abs tight. Tuck your tailbone.
B) Squeeze your glutes and come to standing position.
2. Pistol Squat
A) Stand with feet hip-distance apart and extend one leg long in front of the body.
B) Bring hands to hips or the front of your body for balance. Sit back into a squat with the weight in the heel of the foot, then slowly stand back up using your glute and hamstring muscles. Repeat for desired number of reps and switch sides.
3. Side Lunge
დადექით სწორად, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე (ოდნავ უფრო განივრადაც), ტერფები წინ უნდა იყურებოდეს. გადაიტანეთ სხეულის სიმძიმე ცალ მხარეს, რომელიმე ფეხზე დაყრდნობით. მოხარეთ ფეხი 90 გრადუსამდე, მეორე ფეხი უნდა გქონდეთ დაჭიმული, სწორ მდგომარეობაში. დაუბრუნდით საწყის პოზიციას და გააკეთეთ იგივე ამჯერად მეორე მხარეს.
- მიწოლები დგომში
დადექით ისე, რომ ცალი ფეხით იატაკს ეყრდნობოდეთ, მეორე ფეხის ტერფი გქონდეთ სკამზე, ფეხის დანარჩენი ნაწილი კი სკამს არ უნდა ეხებოდეს. მოხარეთ მარჯვენა ფეხი და დაიწყეთ ჩაჯდომა, დაშვება გააგრძელეთ მანამ, სანამ ორივე ფეხი მუხლთან 90 გრადუსიან კუთხეს არ მოხაზავს. მაქსიმალურად დაჭიმეთ დუნდულები, დატვირთვა უნდა მოდიოდეს მარჯვენა ფეხზე. გააკეთეთ იმდენი ჩაჯდომა, რამდენიც მოგესურვებათ.
- დუნდულების ალტერნატიული შეკუმშვა წელვადი თოკით
A) Begin by standing a few feet in front of a step and reach your left foot back so toes are on the bench and heels lifted.
B) Bend the right knee, lowering your body toward the floor until both knees are bent at a 90-degree angle. If your right knee extends in front of your ankle when you lower, move your right foot farther forward.
C) Squeeze the glute as you press yourself back to start, keeping the weight in your right leg. Continue moving down and up for desired number of reps and switch sides.
5. Resistance Band Alternating Glute Squeeze
თოკის ბოლოები დაიჭირეთ ხელში, იდაყვები მოხარეთ, ბოლოები უნდა გქონდეთ ბარძაყთან ახლოს. ფეხებით თოკზე დადექით. აწიეთ მარჯვენა ფეხი და წაიღეთ თოკი უკან, ისე, რომ დუნდულები მაქსიმალურად დაიჭიმოს. დაუბრუნეთ ფეხი საწყის პოზიციას და გაიმეორეთ მოძრაობა მეორე ფეხითაც.
- დუნდულის ვარჯიში წელვადი თოკით
ჩაიმუხლეთ იატაკზე, თოკი მოიქციეთ მარჯვენა ტერფქვეშ, თოკის ბოლოებს ხელებით ჩაეჭიდეთ ისე, რომ ხელისგულები იატაკს ებჯინებოდეს. აწიეთ მარჯვენა ფეხი და თოკი უკან წაიღეთ, სანამ ფეხი ბოლომდე არ გაიშლება, მაქსიმალურად შეკუმშეთ დუნდულები. მონაცვლეობით აკეთეთ მსგავსი ვარჯიში ორივე ფეხის გამოყენებით.
- ჰამსტრინგის ვარჯიში ცალი ფეხით
დაწექით იატაკზე ზურგით, ფეხები მუხლებში მოხარეთ. გაშალეთ ცალი ფეხი და მიმართეთ მაღლა ჭერისკენ. შეკუმშეთ დუნდულები და აზიდეთ ბარძაყი ზემოთ ისე, რომ თქვენს სხეულს ხიდის ფორმა მისცეთ. გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხითაც.
შეისვენეთ, დალიეთ წყალი. გადახედეთ ვარჯიშების სიას, დაიწყეთ თავიდან და მეტი ეფექტისთვის კიდევ ერთხელ გაიმეორეთ ყველა ვარჯიში.
გისურვებთ წარმატებებს!