Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ვარჯიშის გავლენა ქალის სექსუალურ ცხოვრებაზე

თუ თქვენ სავარჯიშო დარბაზს ხშირად სტუმრობთ, ე.ი. თქვენი სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესების გზას ადგახართ. ვარჯიში სექსუალურ ყოფას მნიშვნელოვნად ცვლის. სტატიაში გთავაზობთ იმ 8 მნიშვნელოვან ცვლილებას, რომლებსაც ფიზიკური დატვირთვა ქალის სექსუალურ ცხოვრებაში იწვევს.

ვარჯიშისა და სექსის დროს გულ-სისხლძარღვთა, კუნთოვანი თუ ნერვული ქსოვილები მსგავსი დატვირთით მუშაობენ. ცნობილი ფაქტია, რომ ვარჯიშს თქვენი სექსუალური სიამოვნების გაზრდის საკითხში იმაზე დიდი როლი ეკისრება, ვიდრე თქვენს წონას, ემოციურ მდგომარეობას და ურთიერთობის სტატუსსაც კი. დარბაზში ხშირი სიარული მნიშვნელოვნად ცვლის თქვენს სექსუალურ აქტივობას. თუ ამის არ გჯერათ, გთავაზობთ 8 მეცნიერულად დასაბუთებულ სექსუალური ხასიათის ცვლილებას, რომლებსაც ვარჯიში იწვევს.

  1. ვარჯიში აუმჯობესებს თქვენს ფოკუსს

როდესაც თქვენი პარტნიორი მამაკაცი საწოლში ძალიან მონდომებულია და ყველანაირად ცდილობს გასიამოვნოთ, თქვენ, შესაძლოა, ხვალინდელი დღის გეგმებზე ფიქრობდეთ. „ვარჯიში გეხმარებათ ყურადღება  საკუთარ სხეულზე გადაიტანოთ და დაძაბული გონება განტვირთოთ, რათა მან კონკრეტულ სიტუაციაზე ფოკუსირება შეძლოს,“- აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის სექსუალური ჯანმრთელობის ლაბორატორიის დირექტორი ლორი ბროტო.

  1. გაცილებით მარტივად განიცდით ორგაზმს

კვლევებმა დაადასტურა, რომ ქალბატონები, რომლებიც აქტიურად ვარჯიშობენ, გაცილებით მეტ სიამოვნებას იღებენ სექსისგან. ისინი მარტივად და ინტენსიურად განიცდიან ორგაზმს. ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ კვლევაში მონაწილე ქალბატონები 169%-ით მეტად აღეგზნებოდნენ ხანმოკლე პორნოფილმის ყურებისას, მას შემდეგ რაც ველოსიპედზე აქტიურად ივარჯიშეს, ვიდრე ვარჯიშის გარეშე.

კარდიო ვარჯიშები სისხლის ამოტუმბვას აუმჯობესებს, რის შედეგადაც ცირკულაცია მატულობს, სისხლი აქტიურად მიეწოდება კლიტორსაც და ვაგინა  ადვილად პასუხობს სიამოვნების იმპულსებს.

სექსუალური ტრენერი, ექიმი ლიზა ტერნერი გვირჩევს: „დამტკიცებულია, რომ წინაღობით ვარჯიშები ქალბატონებში ტესტოსტერონის დონეს ზრდის, რაც ხელს უწყობს აღგზნებასა და ლიბიდოს გაუმჯობესებას. ასევე შეგიძლიათ სცადოთ ცეკვა.“

  1. მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშები მიზნის მიღწევას გაგიადვილებთ

სიამოვნების მიღების გაცილებით მეტი შესაძლებლობა გექნებათ, თუ თქვენი სუნთქვის გაკონტროლებას ისწავლით. პარტნიორები, რომლებიც ტანდემში სუნთქავენ სიამოვნების ინტენსივობას ზრდიან. ქალბატონები, რომლებიც ხანმოკლე, სწრაფ ჩასუნთქვებს აკეთებენ, ნაცვლად იმისა, რომ სუნთქვა შეიკავონ, სისხლში ნახშირორჟანგის დონეს ზრდიან, რითაც ააქტიურებენ ვაგინალურ შეკუმშვებს.

მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშები სწრაფად აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას, ასევე შეგიძლიათ სცადოთ პარანაიამა იოგას სუნთქვითი ვარჯიშები.

დაწექით ზურგზე, მოხარეთ მუხლები და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ. ნელ-ნელა გაზარდეთ ექსალაციის ხანგრძლივობა, მანამ, სანამ ის ინჰალაციის ხანგრძლივობას ორჯერ არ გადააჭარბებს. გააკეთეთ ეს 5-წუთიანი სუნთქვითი ვარჯიში ყოველ დღე თქვენს პარტნიორთან ერთად, რათა ტანდემში სუნთქვას მიეჩვიოთ.

  1. უმჯობესდება ლიბიდო

თითოეული წინაღობითი ვარჯიშისას თქვენს ორგანიზმში იზრდება ტესტოსტერონისა და იმ ჰორმონების დონე, რომლებიც კუნთების ფორმირებასა და სექსუალური ენერგიის ზრდაში ცენტრალური მნიშვნელობის მქონეა.

2013 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ კვირაში 3-ჯერ მსგავსი ვარჯიშით დაკავება ჰორმონთა მაღალ მაჩვენებელს რეგულარულად გინარჩუნებთ. კიმ ქრონისტერის (ავტორი წიგნისა „ ფსიქოლოგია ფიტნეს მოტივაციის მიღმა“) თქმით, წინაღობით ვარჯიში არამხოლოდ სტრესის დაძლევაში გეხმარებათ, სექსუალურ სურვილს მნიშვნელოვნად ზრდის.

უკეთესი შედეგისთვის, ვარჯიშის შემდგომ სადილად შეგიძლიათ ერთი ნაჭერი თინუსიც მიირთვათ, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს D ვიტამინს და ტესტოსტერონის მაჩვენებელს 90%-ით აუმჯობესებს, რაც დადასტურებულია ავსტრიაში ჩატარებული სპეციალური კვლევით.

  1. ვარჯიში გამძლეობას გმატებთ

სექს თერაპევტის დენის ონოფრის განცხადებით, ქალბატონებს ორგაზმის მისაღწევად საშუალოდ 12 ან მეტი წუთი ესაჭიროებათ. თუ მათი ორგანიზმი ამ დროის მანძილზე ფიასკოს განიცდის და ფიზიკურ დატვირთვას ვერ უძლებს, დიდი შანსია იმისა, რომ სექსუალური სიამოვნება საერთოდ ვერ მიიღონ.

რეგულარული ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს თქვენს სასიცოცხლო ძალებს, ეხმარება კუნთებს დატვირთვასთან გამკლავებაში და ხელს უწყობს ენერგიის ეფექტურად გადანაწილებას. შედეგად იმას იღებთ, რომ თქვენ აღარ გჭირდებათ ნაადრევი შესვენებები  დაღლილი კუნთების მოსასვენებლად.

ეცადეთ ვარჯიშში ჩართოთ ჩაჯდომები გირებისა და განტელების გამოყენებით, რაც დაგეხმარებათ დუნდულების, მუხლის ქვედა მყესებისა და ბიცეფსის გაძლიერებაში.

  1. ვარჯიში ცვლის თქვენს წარმოდგენას საკუთარ სხეულზე

ვარჯიში ახდენს თქვენი შეხედულებების ტრანსფორმაციას, როგორც საკუთარ სხეულთან, ასევე სექსუალურ სურვილებთან მიმართებაშიც. ქალბატონები, რომლებიც ვარჯიშობენ, გაცილებით უკეთ აფასებენ საკუთარ სექსუალურ შესაძლებლობებს და ლიბიდოს მაჩვენებელიც საშუალოზე ბევრად მაღალი აქვთ.

არნიშნული ყველა ფორმისა და წონის ქალბატონს შეეხება. თითოეული მათგანი, რომელიც წარმატებას განიცდის სავარჯიშო დარბაზში, გაცილებით მეტ სიამოვნებას იღებს სექსისგან, ადვილად აღეგზნება და ორგაზმსაც ხშირად განიცდის.

  1. ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება უკეთეს სექსუალურ ცხოვრებას გპირდებათ

როდესაც იტალიელმა მკვლევარებმა ჭარბწონიანი ქალბატონების მცირე ჯგუფს მოუყარეს თავი კვლევაში მონაწილეობის მისაღებად, მათ უმეტესობას ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სექსუალური დაუკმაყოფილებლობა მიაჩნდა. ისინი რამდენიმეთვიან პროგრამაში იღებდნენ მონაწილეობას, რომელიც მოიცავდა დიეტას და დაბალინტენსივობის 10 საათიან ვარჯიშს კვირაში. აღნიშნული პროგრამის შედეგად, მათ არა მხოლოდ ზედმეტი წონისგან გათავისუფლება შეძლეს, 16 კვირის შემდეგ ერთხმად დააფიქსირეს, რომ გაცილებით უკეთესი ლუბრიკაცია და სექსუალური ცხოვრება ჰქონდათ.

კვლევის ავტორებს ღრმად სწამთ, რომ წონაში კლება არამხოლოდ სხეულის ფორმებს აუმჯობესებს, მას უდიდესი გავლენა აქვს ქალის სექსუალურ ცხოვრებაზეც. მაღალწონიან ქალებს, როგორც წესი, ტესტოსტერონის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, რაც თვითშეფასებასა და სექსუალურ აქტივობაზე უარყოფითად აისახება.

სტრესის ჰორმონი კორტიზოლი ტესტოსტერონის დადებით ეფექტებს ბლოკავს.  ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ბრისტოლის უნივერსიტეტის კვლევებმა კორტიზოლის დონის დაქვეითებას და ქალის ნაყოფიერების გაზრდას შორის მნიშვნელოვანი კავშირი გამოავლინა.

  1. ვარჯიში ზრდის თქვენს მგრძნობელობას

ქსოვილი, რომელიც კლიტორის ფორმირებას ახდენს, 8000-მდე ნერვულ ბოჭკოს შეიცავს. ისინი მენჯის მთელ რეგიონზე ვრცელდებიან,საშოს კედლის ჩათვლით.ვარჯიში სექსისადმი განდაწყობთ, რადგან შეხებისამდი გაცილებით მგრძნობიარეს გაგხდით.

ვარჯიში ხელს უწყობს სექსუალურ სტიმულაციას, რადგან აძლიერებს კავშირს იმ ნეირონებს შორის, რომლებიც ჩვენს აღგზნებას აკონტროლებენ.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა