დაბალნახშირწყლოვანი კერძების მარტივი რეცეპტები - კვერცხის ღრუბლები პარმეზანით
კვერცხისგან მომზადებული ეს უგემრიელესი კერძი პარმეზანისა და მწვანე ხახვის მეშვეობით საოცრად არომატულიც არის. გარდა ამისა, მისი მომზადება იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია რამდენიმე ცდაზე ადვილად დაოსტატდეს და თავი მოიწონოს საკუთარი კულინარიული ნიჭით.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
4 ცალი კვერცხი, გულები და ცილა ცალ-ცალკე.
მწიკვი მარილი
¼ ფინჯანი გახეხილი პარმეზანი
1 ცალი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
წიწაკა გემოვნებით
მომზადების დრო: 25 წთ.
მომზადების წესი: გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსამდე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ფოლგა და მოათავსეთ ღუმელში.
ერთმანეთისგან განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. თითოეული გული მოათავსეთ ცალ-ცაკლე, პატარა ინდივიდუალურ ჯამებში. კვერცხის ცილა და მარილი მოათავსეთ ერთად და მიქსერით კარგად გათქვიფეთ. მიქსერი დააყენეთ მაქსიმალურ სიჩქარეზე. ყველი და ხახვი ფრთხილად უნდა მოათავსოთ კვერცხის გათქვეფილ ცილაში, კარგად აურიოთ და გადაიტანოთ საცხობ ფორმაში, იმგვარად, რომ 4 ინდივიდუალური ბურთულა გამოგივიდეთ. თითოეულ ბურთულას შუაგულში კოვზის გამოყენებით გაუკეთეთ ჩაღრმავება.
კვერცხი ღუმელში დატოვეთ, სანამ ოდნავ არ შეყავისფრდება, დაახლოებით 3-5 წუთით. როდესაც კვერცხის მზა ცილას ღუმელიდან გამოიტანთ, თითოეული ბურთულის ღრმულში უნდა მოათავსოთ კვერცხის გული და საცხობი ფორმა ისევ ღუმელში გადაიტანოთ. დატოვეთ იმდენ ხანს, რომ კვერცხის გული არ გამაგრდეს და შეინარჩუნოს სიმსუბუქე. მიიტანეთ მაგიდასთან, როგორც კი ღუმელიდან გამოიტანთ. სურვილის შემთხვევაში მოაყარეთ მცირეოდენი წიწაკა. გემრიელად მიირთვით!
კალორიულობა: 94 კალორია. ცხიმი: 6 გრ. ბოჭკო: 0 გრ. ნახშირწყლები: 1 გრ. ცილა: 8 გრ. ფოლიუმის მჟავა: 26 მგ. ქოლესტერინი: 190 მგ. შაქარი: 0 გრ. C ვიტამინი: 1 მგ. კალციუმი: 74 მგ. რკინა: 1 მგ. ნატრიუმი: 198 მგ. კალიუმი: 89 მგ.