დაბალნახშირწყლოვანი კერძების მარტივი რეცეპტები - ხუჭუჭა კომბოსტოს სალათი
თქვენს წინაშეა ცხარე ნივრიანი საკმაზით მომზადებული ხუჭუჭა კომბოსტოს უგემრიელესი სალათი. ამისთვის საკმარისია ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში ხელით კარგად აზილოთ. აუცილებელია წინასწარ მოაშოროთ კომბოსტოს უხეში ღეროები.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
2 კონა ხუჭუჭა კომბოსტო
½ ფინჯანი პარმეზანი
¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი
¼ ჭიქა ლიმონის წვენი
3 კბილი ნიორი
1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
1 ცალი დაქუცმაცებული ანჩოუსის ფილე
½ ჩაის კოვზი წიწაკა
¼ ჩაის კოვზი მარილი
მომზადების დრო: 30 წთ.
მომზადების წესი: მოაცილეთ კომბოსტოს ფოთლები ღეროებს. ფოთლები კარგად გარეცხეთ, გააშრეთ, შემდეგ დააქუცმაცეთ და გადაიტანეთ ჯამში. დაამატეთ პარმეზანის ყველი (გახეხილი), ზეთი, ლიმონის წვენი, ნიორი, სოიოს სოუსი,ანჩოუსის ფილე, მარილი და წიწაკა. ხელებით აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და ეცადეთ ხრაშუნა კომბოსტო მაქსიმალურად დარბილდეს. კომბოსტოს ფურცლები უფრო უნდა გამუქდეს, ვიდრე თავდაპირველად იყო. თქვენი კერძი მზად არის! შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ!
კალორიულობა: 183 კალორია. ცხიმი: 15 გრ. ბოჭკო: 3 გრ. ნახშირწყლები: 9გრ. ცილა: 5 გრ. ფოლიუმის მჟავა: 109 მგ. ქოლესტერინი: 6 მგ. შაქარი: 2 გრ. C ვიტამინი: 95 მგ. კალციუმი: 175 მგ. რკინა: 1 მგ. ნატრიუმი: 335 მგ. კალიუმი: 407 მგ.