ტორტელინი „პრიმავერა“ - ვეგეტარიანული კერძების მარტივი რეცეპტები
ეს უგემრიელესი ბოსტნეულიანი ტორტელინი ნამდვილ სიამოვნებას გპირდებათ. თუ გსურთ მისი სწრაფად მომზადება, ბოსტნეული წინასწარ უნდა დაჭრათ და გაყინოთ. შეგიძლიათ მწვანე სალათთან ერთად მიირთვათ.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
400 გრ. ბოსტნეულის ბულიონი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
3 კბილი ნიორი
1 ფინჯანი პარმეზანის ყველი
1 სუფრის კოვზი დაჭრილი ტარხუნა
¼ ჩაის კოვზი მარილი
4 ფინჯანი ბროკოლის, ბარდასა და სტაფილოს ნაზავი
400 გრ. გაყინული ყველი ტორტელინი
მომზადების დრო: 25 წთ.
მომზადების წესი: წყალი ჩაასხით მოზრდილ ქვაბში და დადგით ასადუღებლად.
ერთმანეთს შეურიეთ ბულიონი და ფქვილი. ტაფაზე დაასხით ზეთი. დადგით საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ ნიორი და ურიეთ, სანამ არ შეყავისფრდება. ტაფაში ჩაასხით ფქვილისა და ბულიონისგან მიღებული მიქსტურა. მიიყვანეთ ადუღებამდე. სოუსი რომ კარგად შესქელდება, გადმოდგით. ჩაამატეთ პარმეზანის ყველი, ტარხუნა და მარილი.
ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ბოსტნეული და ტორტელინის ყველი. არ გადმოდგათ, სანამ ყველი და ბოსტნეული კარგად არ დარბილდება. გადმოდგით. გადაუწურეთ წყალი და დაამატეთ ტაფაში მიღებულ სოუსს. კარგად მოურიეთ, რომ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეერწყას. გემრიელად მიირთვით.
კალორიულობა: 420 კალორია. ცხიმი: 15 გრ. ბოჭკო: 5 გრ. ნახშირწყლები: 45 გრ. ცილები: 15 გრ. ფოლიუმის მჟავა: 53 მგ. ქოლესტერინი: 68 მგ. შაქარი: 5 გრ. C ვიტამინი: 23 მგ. კალციუმი: 300 მგ. რკინა: 2 მგ. ნატრიუმი: 609 მგ. კალიუმი: 342 მგ.