მარტივი და დაბალკალორიული რეცეპტები - სტაფილოს სალათი თაფლითა და სეზამის მარცვლებით
ჩვეულებრივი ბოსტნეულის საფცქვენი დაგეხმარებათ სტაფილოს წვრილ და ლამაზ ზოლებად დაჭრაში, რაც ამ უჯანსაღეს ბოსტნეულის სალათს ხელოვნების ნიმუშად აქცევს. შეგიძლიათ იგი ტოფუსთან ან თევზთან ერთად მიირთვათ.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
5 დიდი ზომის სტაფილო
2 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი
2 სუფრის კოვზი ძმარი
1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
1 ჩაის კოვზი სეზამის ზეთი
1 სუფრის კოვზი თაფლი
¼ სუფრის კოვზი გატარებული ნიორი
3 ცალი მწვანე ხახვი
2 სუფრის კოვზი მოხალული სეზამის მარცვლები
მომზადების დრო: 20 წთ.
მომზადების წესი: გამოიყენეთ ბოსტნეულის საფცქვნელი მოწყობილობა, რათა სტაფილო ლამაზ, გრძელ და თხელ ნაჭრებად დაჭრათ.გადაიტანეთ ფორთოხლის წვენი, ძმარი, სოიოს სოუსი, სეზამის ზეთი, თაფლი და გატარებული ნიორი მოზრდილ ჯამში. დაამატეთ დაჭრილი სტაფილო, მოაყარეთ მწვანე ხახვი და დიდხანს ურიეთ, რათა ინგრედიენტები კარგად შეერწყას ერთმანეთს. გააჩერეთ ხუთი წუთით. შემდეგ კვლავ აურიეთ. სუფრაზე მიტანამდე მოაბნიეთ სეზამის მარცვლები.
კალორიულობა: 54 კალორია. ცხიმი: 2 გრ. ბოჭკო: 2 გრ. ნახშირწყლები: 8 გრ. ცილა: 1 გრ. ფოლიუმის მჟავა: 19 მგ. ქოლესტერინი: 0 მგ. შაქარი: 4 გრ. C ვიტამინი: 7 მგ. კალციუმი: 26 მგ. რკინა: 1 მგ. ნატრიუმი: 154 მგ. კალიუმი: 205 მგ.