მარტივი და დაბალკალორიული რეცეპტები - ბრიუსელის კომბოსტოს, სოსისისა და კარტოფილის წვნიანი
საოცრად გემრიელი და ნოყიერი წვნიანი შეგიძლიათ ნებისმიერ კერძთან ერთად მიირთვათ.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
200 გრამი სოსისი
1 ფინჯანი დაჭრილი ხახვი
½ ფინჯანი დაჭრილი სტაფილო
½ ფინჯანი დაჭრილი ნიახური
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ნიორი
2 ჩაის კოვზი წიწაკა
350 გრამი მცირე ზომის კარტოფილი, დაჭრილი.
250 გრამი ბრიუსელის კომბოსტო, დაჭრილი
4 ფინჯანი ქათმის ბულიონი
2 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი
½ ჩაის კოვზი მარილი
¼ ფინჯანი დაჭრილი ოხრახუში
მომზადების დრო: 45 წთ.
მომზადების წესი: 1 სუფრის კოვზი ზეთი გააცხელეთ ტაფაზე. ჩაამატეთ სოსისი, ყველა მხრიდან კარგად უნდა შეყავისფრდეს. როდესაც მზად იქნება, გადაიტანეთ თეფშზე.
2 სუფრის კოვზი ზეთი, ხახვი, სტაფილო და ნიახური გადაიტანეთ ქვაბში. ურიეთ ხშირად, მანამ სანამ ყველა ინგრედიენტი კარგად არ დარბილდება. დაამატეთ ნიორი და წიწაკა. 30 წუთის მანძილზე ურიეთ, სანამ ყველაფერი კარგად არ მოითუშება. დაამატეთ ბულიონი, კარტოფილი და ბრიუსელის კომბოსტო. მოუმატეთ გაზქურის ტემპერატურას. გამუდმებით ურიეთ. არ გადმოდგათ ქვაბი, სანამ კარტოფილი კარგად არ დარბილდება.
ჩაამატეთ სოსისი, ძმარი და მარილი. ბოლოს კი მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით.
კალორიულობა: 358 კალორია. ცხიმი: 20 გრ. ბოჭკო: 5 გრ. ნახშირწყლები: 30 გრ. ცილა: 15 გრ. ფოლიუმის მჟავა: 73 მგ. ქოლესტერინი: 16 მგ. შაქარი: 5 გრ. C ვიტამინი: 66 მგ. კალციუმი: 85 მგ. რკინა: 3 მგ. ნატრიუმი: 600 მგ. კალიუმი: 1 065 მგ.