მარტივი და დაბალკალორიული რეცეპტები - კიტრის სალათი იაპონურად
ელეგანტური იაპონური კიტრის სალათი ბალანსირებული და მარტივად მოსამზადებელი კერძია.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
2 ცალი საშუალო ზომის კიტრი
¼ ჭიქა ძმარი
1 ჩაის კოვზი შაქარი
¼ ჩაის კოვზი მარილი
2 სუფრის კოვზი სეზამის მოხალული მარცვლები
მომზადების დრო: 15 წთ.
მომზადების წესი: გათალეთ კიტრი. ალაგ-ალაგ დაუტოვეთ მწვანე კანი . გაჭერით ორ ნაწილად. კოვზით ამოაცალეთ თესლი და ზედმეტი გული. კარგად გაასუფთავეთ. კიტრი უნდა დაჭრათ უწვრილეს, თხელ ნაჭრებად.
ზომიერ ჯამში ერთმანეთში აურიეთ მარილი, ძმარი და შაქარი. ჩაამატეთ კიტრი. მოაყარეთ სეზამის მარცვლები და გემრიელად მიირთვით.
კალორიულობა: 46 კალორია. ცხიმი: 2 გრ. ბოჭკო: 1 გრ. ნახშირწყლები: 4 გრ. ცილა: 1 გრ. ფოლიუმის მჟავა: 14 მგ. ქოლესტერინი: 0 მგ. შაქარი: 2 გრ. C ვიტამინი: 3 მგ. კალციუმი: 14 მგ. რკინა: 7 მგ. ნატრიუმი: 147 მგ. კალიუმი: 137 მგ.