ჯანსაღი საუზმის მარტივი რეცეპტები - იოგურტი მოცვითა და თაფლით
ბერძნული იოგურტისა და მოცვის მარტივი კომბინაცია ოქროსფერი თაფლისგან დამატებით სიტკბოს იღებს. ცილებისა და ბოჭკოს ბალანსირებული მიღება მთელი დღის განმავლობაში ენერგიით აგავსებთ.
მომზადებისთვის დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა იოგურტი
- ½ ჭიქა მოცვი
- ერთი ჩაის კოვზი თაფლი
მომზადების დრო: 5 წთ.
მოათავსეთ იოგურტი პატარა ჯამში, ზემოდან მორთეთ მოცვით და მოასხით თაფლი.თქვენი საუზმე მზადაა. ერთი ულუფა განკუთვნილია ერთი ადამიანისთვის.
კალორიულობა: 196 კალორია. ცხიმი: 1გრ. ბოჭკო: 2გრ. ნახშირწყლები: 25 გრ. ცილა: 24 გრ. ფოლიუმის მჟავა: 20მგ. ქოლესტერინი: 11მგ. შაქარი: 20გრ. ვიტამინ C: 7მგ. კალციუმი: 252 მგ. რკინა: 0მგ. ნატრიუმი: 82 მგ. კალიუმი: 378 მგ.