ჯანსაღი საუზმის მარტივი რეცეპტები - თეთრი ლობიოსა და ავოკადოს ტოსტი
თეთრი ლობიო და დაჭყლეტილი ავოკადოს ბოჭკოთი გამდიდრებული ნაზავი შესანიშნავ პარტნიორობას უწევს ხრაშუნა ტოსტს. მოიმზადეთ მარტივი საუზმე ან ხემსი ქვემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების გამოყენებით:
- ხორბლის პურის დატოსტერებული ნაჭერი (1)
- ½ დასრესილი ავოკადო
- ¼ ჭიქა დაკოსერვებული თეთრი ლობიო,ასევე დასრესილი (გამოყენებამდე გადაავლეთ წყალი).
- მწიკვი მარილი გემოსთვის
- წითელი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი: დაატოსტერეთ თეთრი პურის ერთი ნაჭერი. ზემოდან მორთეთ დაჭყლეტილი ავოკადოსა და თეთრი ლობიოს ნაზავით. მოაყარეთ მცირე რაოდენობით მარილი და წიწაკა.
ულუფა განკუთვნილია ერთი ადამიანისთვის.
კალორიულობა: 270 კალორია. ცხიმი: 16 გრ. ბოჭკო 12გრ. ნახშირწყლები: 29გრ. ცილა: 9გრ. ფოლიუმის მჟავა: 150 მგ. ქოლესტერინი: 0გრ. შაქარი 3გრ. ვიტამინი C : 10მგ. კალციუმი: 69 მგ. რკინა: 2მგ. ნატრიუმი: 319მგ. კალიუმი: 724 მგ.