ჯანსაღი საუზმის მარტივი რეცეპტები - გოგრის კოქტეილი
ჯანსაღი, გოგრის სურნელით გაჟღენთილი კოქტეილი ძალიან მარტივად მზადდება და საერთოდ არ შეიცავს შაქრის დანამატებს. მის მოსამზადებლად საჭიროა გოგრა და გაყინული ბანანი, რაც მთავარია, ძალიან ცოტა დრო.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
- 1 საშუალო ზომის გაყინული ბანანი
- ½ჭიქა არატკბილი ნუშის რძე
- ⅓ჭიქა ბერძნული იოგურტი
- ⅓ჭიქა გოგრის პიურე
- 1-2 ჩაის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი
მომზადების დრო : 5 წთ. მომზადების წესი: ბლენდერში მოათავსეთ ბანანი, ნუშის რძე, იოგურტი, გოგრის პიურე და ნეკერჩხლის სიროფი. არ გამორთოთ მანამ, სანამ ყველა ინგრედიენტი კარგად არ შეერევა ერთმანეთს. უნდა მიიღოთ კოქტეილის მასა.
აღნიშნული ინგრედიენტებით კოქტეილს მოამზადებთ ერთი ადამიანისთვის.
კალორიულობა: 247 კალორია. ცხიმი: 6გრ. ბოჭკო: 6გრ. ნახშირწყლები: 42გრ. ცილა: 10გრ. ფოლიუმის მჟავა: 38მგ. ქოლესტერინი : 11მგ. შაქარი: 24 მგ. შაქარი: 24 გრ. C ვიტამინი: 14 მგ. კალციუმი: 343 მგ. რკინა: 2მგ. ნატრიუმი: 120 მგ. კალიუმი: 740 მგ.