სასარგებლო წვენებისა და სმუზის მარტივი რეცეპტები - პომიდვრისა და ბოსტნეულის წვენი
ეს ჯანსაღი პომიდვრის წვენი ყველა იმ კომპონენტს შეიცავს, რომლებიც სასარგებლო სალათის მომზადებისთვის დაგჭირდებათ, მაგ. ნიახურს, პომიდორს, სალათის ფურცლებს, სტაფილოსა და წიწაკას. ამ მარტივი წვენის მომზადება ბლენდერით შეგიძლიათ.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
1 ფინჯანი სალათის ფურცელი
¼ ფინჯანი დაჭრილი ხახვი
2 ცალი დაჭრილი მოზრდილი პომიდორი
1 მოზრდილი პაპრიკა
2 თავი ნიახური, დაჭრილი
1 საშუალო ზომის სტაფილო
ყინულის კუბები
მომზადების დრო: 15 წთ.
მომზადების წესი: თითოეული ინგრედიენტი კარგად უნდა დაჭრათ. ბლენდერში ჯერ მოათავსეთ ის ინგრედიენტები, რომლებიც უფრო რბილია. აბლენდერეთ, სანამ თითოეული კარგად არ დათხელდება. შემდეგ დაამატეთ უფრო მყარი ინგრედიენტები. ისინიც აბლენდერეთ სრულ დათხელებამდე. აუცილებლად დაგჭირდებათ მარლა და პატარა ჯამი. დაბლენდერებული მასა უნდა გადაიტანოთ ჯამში. რამდენიმე ფენად უნდა გადააფაროთ მარლა, ისე რომ ჯამის ზედაპირი სრულად დაიფაროს. ასევე დაგჭირდებათ სუფთა ჭურჭელი, რომელშიც დაბლენდერებულ მასას გადაწურავთ. მიღებულ წვენში ჩაყარეთ ყინულები და გემრიელად მიირთვით.
კალორიულობა: 46 კალორია. ცხიმი: 0 გრ. ბოჭკო: 2 გრ. ნახშირწყლები: 9 გრ. ცილა: 1 გრ. ფოლიუმის მჟავა: 134 მგ. ქოლესტერინი: 0მგ. შაქარი: 7 გრ. C ვიტამინი: 43 მგ. კალციუმი: 82 მგ. რკინა: 2 მგ. ნატრიუმი: 82 მგ. კალიუმი: 466 მგ.